|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წყალტუბოს აღორძინება დაიწყება გეგმაზომიერად, ისე, როგორც ითქვა"- ნათია თურნავა

„ზოგიერი ოპოზიციონერი, ვისაც უცებ ამ კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ გაახსენდა, რომ თურმე რა ხდება წყალტუბოში, ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავის პირველ ქველმოქმედებას ახორციელებდა წყალტუბოში“, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის შეკითხვას წყალტუბოს განვითარებასთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, კორონავირუსის პანდემია არ დაეტყობა წყალტუბის პროექტს. “ნუ ნერვიულობს ოპოზიცია, ჩვენ ყველა ჩვენს დანაპირებს ვასრულებთ. წყალტუბოს აღორძინება დაიწყება გეგმაზომიერად. ისე, როგორც ითქვა. რა თქმა უნდა, კორონავირუსმა შეანელა ბევრი პროცესი, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში არანაირად არ დაეტყობა წყალტუბოს პროექტს და ამის დასტურია თუნდაც აბასთუმნის პროექტი, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის და „ქართუ ფონდის“ ქველმოქმედების საფუძველზე კერძო ბიზნესის ჩართულობით ხორციელდება. ასეთივე აღმავლობა ძალიან სწრაფად დაიწყება წყალტუბოში და ზოგიერი ოპოზიციონერი, ვისაც უცებ ამ კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ გაახსენდა, რომ თურმე რა ხდება წყალტუბოში, ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავის პირველ ქველმოქმედებას ახორციელებდა წყალტუბოში. ასე, რომ არანაირად არ გაგვიჭირდება“, - განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება ბიუჯეტს, თურნავას თქმით, გენგეგმის დასრულების შემდეგ გამოჩნდება, თუ რა თანხებია საჭირო.

„რამდენიც იქნება საჭირო, მობილიზება მოხდება, მათ შორის კერძი სექტორი აქტიურად იქნება ჩართული“, - განაცხადა თურნავამ ქუთაისში ყოფნის დროს.

 მინისტრმა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული 2 საწარმო მოინახულა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი