|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში უსახლკაროებს ბინის ქირას მუნიციპალიტეტი გადაუხდის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში სოციალურ პაკეტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. პრიორიტეტები და მოსახლეობის ძირითადი დაინტერესება მაინც სოციალურ პაკეტზე მოდის, როგორც გამგეობის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურში განმარტავენ, მომავალი წლის ბიუჯეტის 13% სწორედ სოციალურ სფეროს დაფინანსებას მოხმარდება.

ჯამში 16 სოციალური პროექტი 1 095 000 ლარით განისაზღვრა. ესაა, როგორც ერთჯერადი მატერიალური დახმარება, ასევე სამედიცინო პაკეტი.

„სათნოების სახლი“ სულ 130 000 ლარით დაფინასდება. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე პირების მატერიალურ ერთჯერად დახმარებას 1 000 ლარია. მნიშვნელოვანი თანხები გამოიყო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ასევე ერთჯერადი დახმარებისათვის, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მუხლი - მოქალაქეების სამედიცინო დახმარების დაფინანსებაა. ამ მუხლით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების გეგმიური და გადაუდებელი სტაციონარული ქირურგიული ოპერაციები.

მუნიციპალიტეტი უყურადღებოდ არც უსახლკაროებს დატოვებს. მოქალაქეებს, რომლებსაც საცხოვრებელი  არ აქვთ, დროებითი ფართის უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირას  ბიუჯეტიდან, თვეში 120 ლარის ოდენობით, გადაუხდიან.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი  2016 წლის საკრებულოს წარუდგინა განსახილველად. გარკვეული კორექტივების შეტანის მიზნით საკრებულოში საჯარო განხილვაც მოეწყო. 2016 წლის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 9 052 000 ლარით განისაზღვრა და ის 2015 წლის ბიუჯეტთან შედარებით 100 000 ლარამდე არის გაზრდილი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი