|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისში წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა მიმდინარეობს

თბილისში, სასტუმრო „რედისონში“, წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც მინისტრები - ნათია თურნავა,  მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი ესწრებიან. შეხვედრას ესწრება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე. 

ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ასევე ბიზნესის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები.

 

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას და კურორტის რეაბილიტაციას გეგმავს. ივანიშვილის განცხადებით, ის ამ ობიექტებს საჯარო აუქციონზე შეიძენს. 

ავტორი: ნიუპრესი