|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალს კატარელი ჟურნალისტები გაეცნენ

წყალტუბომ კატარელ ჟურნალისტებს უმასპინძლა.  ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.

სტუმრებმა რამდენიმე ლოკაცია მოინახულეს: პრომეთეს მღვიმე, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი, ბალნეო ცენტრები, წყალტუბოს პარკი, ქალაქის ძველი არქიტექტურა. ჟურნალისტებისთვის ფოლკროლულ ანსამბლთან ერთად იმერული სამზარეულოს მასტერკლასი ჩატარდა. სტუმრებს  წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრმა უმასპინძლა.

„პრეს-ტურის მეშვეობით კატარის მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს წყალტუბოს შესახებ ცნობადობის გაზრდას. საინტერესოდ ჩაიარა კატარის ჟურნალისტებთან დაგეგმილმა ტურმა და ჩვენ ვაგრძელებეთ მუშაობას, რომ წყალტუბო გახდეს უფრო მეტად ცნობილი და მიმზიდველი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის“ - ამბობს სალომე ქუთათელაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების სააკორიდნაციო ცენტრის დირექტორი.

ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა წყალტუბოს გარდა  თბილისი და რამდენიმე რეგიონი მოინახულეს. აღნიშნული ტურისტული პოტენციალის მქონე ქალაქების შესახებ კატარის მედია მასალებს მოამზადებს, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ცნობადობას ადგილობრივ მოსახლეობაში.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა