|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში დევნილები ბინების უსამართლო განაწილებას აპროტესტებენ

წყალტუბოში, მერიის წინ აფხაზეთიდან დევნილების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ისინი ბინების არასამართლიან განაწილებას აპროტესტებენ. 

სანატორიუმებში-"საქართველო ","სამგურალი","კოლხეთი"და "მეგობრობა" მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას და ავარიული შენობებიდან გასახლებას ითხოვენ.

 მათი განცხადებით, ფართს დიდი ხანია ითხოვენ და ამჯერად ქონდათ მოლოდინი, რომ სექტემბერში კუთვნილ საცხოვრებელს მიიღებდნენ, თუმცა გამოქვეყნებულ სიებში საკუთარი თავი ვერ იპოვეს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ წყალტუბოში მცხოვრები იმ 420 ოჯახის სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ახლადაშენებულ კორპუსებში ბინები უნდა გადაეცეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა