|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში “ მწვანე ფესტივალი“ გაიმართება

25 - 26 სექტემბერს წყალტუბოში „მწვანე  ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალის მიზანი ცოცხალი და ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაცია, ასევე მუნიციპალიტეტებში ტურისტული პოტენციალის ზრდა. ფესტივალი ცაგერიდან, ,,მწვანე თეატრიდან" დაიწყო და ამჯერად წყალტუბოს ცენტრალურ პარკში გაიმართება.

,,მწვანე ფესტივალის" ფარგლებში ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები იმღერებენ (რობი კუხიანიძე,ფრანი,Band E Roll, ლაშა დადეშქელიანი და ჯგუფი SILVERSIDE, DJ machaidze,DJ ZAPA, DJ PUSHO).

ფესტივალი 21:00  დაიწყება. დასწრება თავისუფალია, ფესტივალს მხარდამჭერას უცხადებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი