|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში ქარმა 58 შენობა სახურავის გარეშე დატოვა

რამდენიმე დღის წინ წყალტუბოში ქარის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვა მიმდინარეობს.

სახურავი დაუზიანდა 58 შენობას, მათ შორის 13 საერთო ბინას(7 ქალაქი, 6 სოფელი) 35 კერძო სახლს, 4 სანატორიუმს და 4 საბავშვო სახლს. მიმდინარეობს მასალების მომარაგება და მოსამზადებელი სამუშაოები.

კერძო მოსახლეობის სახლებისთვის  შესაბამის ხარჯების გამოყოფის საკითხზე მუშაობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კომისია. ხოლო სანატორიუმების სახურავების გადახურვისთვის გამოცხადებულია ტენდერები.

დაზარალებული მოსახლოება იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა პაატა ნადირაძემ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კონსტანტინე მამისეიშვილმა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს. ასევე, ადგილობრივი თვითმართველობის დახმარებით მოხდა სტიქიის დროს მოთხრილი ხეების დამუშავება და შეშა სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს გადაეცა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა