|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში მცხოვრები დევნილები ბინით დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას ითხოვენ

წყალტუბოში სანატორიუმ "გეოლოგში" მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს. დევნილები ამჯერად გვიშტიბში, იმ მშენებარე ობიექტებთან შეიკრიბნენ, რომელსაც დევნილთა სამინისტრო აშენებს.

ადგილობრივების თქმით, ისინი ავარიულ შენობაში ცხოვრობენ და მათი დაყოვნების გარეშე გაყვანა უნდა მოხდეს. დევნილები აცხადებენ, რომ მათ ბინები ქულების გარეშე უნდა მიეღოთ, ახლა კი სამინისტოში ეუბნებიან, რომ განცხადებები უნდა დაწერონ და ბინებს ქულების მიხედვით მიიღებენ. ადგილობრივები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

"ორი წლის წინ შეგვპირდნენ, რომ პირველს ჩვენ გაგვიყვანდნენ, კორპუსები აშენდა და ახლა გვეუბნებიან, რომ განცხადებები უნდა დავწეროთ. ასეთ რეჟიმში, როდის მოგვიწევს, არ ვიცით. გაუსაძლს პირობებში ვართ, ან დროულად გაგვიყვანენ, ან პერმანენტული აქციები დაიწყება და უკიდურეს ფორმას მივმართავთ", -განაცხადეს ადგილობრივებმა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის ტერიტორიული სამმართველოს დირექტორის დავით ჭეიშვილი განცხადებით, გამონაკლისი არ დაიშვება და დევნილების ბინებით დაკმაყოფილება დადგენილი კრიტეტიუმებით მოხდება.

სანატორიუმში 55-მდე ოჯახი ცხოვრობს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი