|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიღებულმა ზარალმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა

ხარაგაულში 7 ივნისის სტიქიის შედეგად  მიღებულმა ზარალმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა. მუნიციპლაიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიიდან მეოთხე დღეს,  მარელისსა და ლეღვანში მეწყერებისგან და შლამისგან გაწმენდილია, როგორც ცენტრალური, ასევე საუბნო გზები, ამასთან, მოწყობილია დროებითი ხიდები. 
მათი ინფორმაციით, ხარაგაულის მოსახლეობას კვირის ბოლოდან სასმელი წყალი, დროებით, გრაფიკით აღუდგება. 
რაც შეეხება წყლის დაზიანებული მილის აღდგენას, სამუშაოები ჰიდროგეოლოგიური დასკვნის შემდეგ დაიწყება.
შეგახსენებთ, გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა  ხარაგაულის სოფლები მარელისი, ლეღვანი და დიდვაკე დააზარალა.

წაღებული იყო გზები და  ხიდები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა