|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში ახლადჩამოყვანილი ჩინეთის მოქალაქეები იზოლირებულ ობიექტზე გადაიყვანეს

ხარაგაულში, სოფელ საქასრიაში ავტომაგისტრალის სამშენებლო ობიექტზე შეყვანილი ჩინეთის შვიდი მოქალაქე სხვა ობიექტზე გადაიყვანეს. ადგილზე დასაქმებული ქართველების პროტესტის შემდეგ, კომპანიამ სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ჩინელები ბორითში გადაიყვანა.

კომპანიის კოორდინატორის გოჩა კოპაძის თქმით, ქართველებმა იცოდნენ, რომ ჩინელები ობიექტზე ერთი დღით იყვნენ და სამედიცონო შემოწმებაც ჩატარებული ქონდათ, თუმცა მუშაობაზე უარი მაინც თქვეს. მისი თქმით, ახლადჩამოსული ჩინელები შემოწმებული არიან და სიმპტომები არ აქვთ. მათ ორკვირიანი იზოლაცია ჩინეთშიც გაიარეს და უსაფრთხოების მიზნით საქართველოშიც იზოლირებული იქნებიან.

გოჩა კოპაძე არ ადასტურებს, ინფორმაციას მოქალაქეების გასაიდუმლოებული რეისით ჩამოიყვანის თაობაზე, მისი თქმით, შვიდმა ჩინელმა სამი ქვეყანა სხვა მოქალაქეებთან ერთად გაიარა და ჩვეულებრივი რეისით საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა. საქასრიადან გაყვანილი ჩინელები ბორითის ობიექტზე იზოლირებული იქნებიან და ამის შემდეგ დაბრუნდებიან სამუშაოზე.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა