|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენა დაიწყო

სტიქიისგან დაზიანებული ძირულა - ხარაგაულის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში "ნიუპრესს" განუცხადეს, მიმდინარეობს გზაზე არსებული მდგომარეობის შესწავლა.  ამავდროულად უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა.   როდის იქნება შესაძლებელი  გზის გახსნა, ამ დროისათვის დეპარტამენტში ვერ აკონკრეტებენ.

ამ დროისათვის ცენტრალური ავტომაგისტრალიდან ხარაგაულში  გადაადგილება შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.

რაც შეეხება იმერეთის 11 მუნიციპალიტეტს,  სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა გრძელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა