|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულის მოსახლეობა გზის გადაკეტვით იმუქრება

ხარაგაულში მოსახლეობა საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს, რისი მიზეზად  გარემოს დაბინძურება სახელდება.  აღნიშნულის შესახებ "ნიუპრესს" პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ  რაიონის მიმდინარედ  რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც  ჩინური კომპანია ახორციელებს. წულაის განმარტებით, რამდენიმე სამშენებლო სამუშაოები გარემოს დაცვის წესების უგელებელყოფით მიმდინარეობს,  რაც  ჰაერისა და წყლის დაბინძურებას იწვევს. 

"მოსახლეობა გარეთ ვერ გამოდის, ირგვლივ მტვერი და ბუღია. მოსავალს ვერ იღებენ, ბავშვები გარეთ ვერ გამოყავთ, მთელ რაიონში საშინელი მდგომარეობა. მოსახლეობა რამდენიმე დღეში გზის გადაკეტვას აპირებს და რა თქმა უნდა, მეც მათ გვერდით ვიქნები."

წულაიას განცხადებით, მნიშვნელოვანი პრობლემაა  მდინარის დაბინძურება. მისი თქმით, მშენებლობაზე დასაქმებულები  ტექნიკას მდინარეში რეცხავენ.

"ტრაქტორებს მდინარეში რეცხავენ. მოქალაქემ თავისი ავტომობილი რომ გარეცხოს მდინარეში,  1000 ლარამდე დააჯარიმებენ და ეს სწორია, მაგრამ ასე არ ხდება ჩინური კომპანიის წარმომადგენლების მიმართ, რაც  ნამდვილი სისულელეა და ქვეყნის უპატივცემულობა",– აღნიშნა წულაიამ.

გოგი წულაია საკითხით დაინტერესებისაკენ მმართველი პარტიის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მოუწოდებს: " მოვუწოდებ კობა ლურსმანაშვილს, ყურადღება  მიაქციოს ამ პრობლემას.  ლურსმანაშვილი მანამდე ხარაგაულის გამგებელი იყო და ვალდებულია მოსახლეობის მდგომარეობა გაითვალისწინოს",–აღნიშნა წულაიამ.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა