|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხატია დეკანოიძე - 51,7%, იოსებ ხახალეიშვილი - 48,3% - IPSOS-ის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა

ხატია დეკანოიძე - 51,7%, იოსებ ხახალეიშვილი - 48,3% - ასეთია IPSOS-ის კვლევის შედეგები, რომელიც "მთავარი არხმა" გამოაქცეყნა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, "მთავარი არხის" დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა იმ ხუთ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 100 ათასს აღემატება. ესენია თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი.

კითხვაზე, მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, კვლევის თანახმად, შედეგები ასე გადანაწილდა.

თბილისი

ნიკა მელია - 48,4%

კახა კალაძე - 51,6%

ზუგდიდი:
ანზორ მელია - 54,7%
მამუკა წოწერია - 45,3%


რუსთავი:
დავით კირკიტაძე - 53,1%
ნინო ლაცაბიძე - 46,9%


ქუთაისი:
ხატია დეკანოიძე - 51,7%
იოსებ ხახალეიშვილი - 48,3%


ბათუმი:
გიორგი კირთაძე - 51,3%
არჩილ ჩიქოვანი - 48,7%

ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვლევა ჩაატარა IPSOS-გლობალმა, "მთავარი არხის" დაკვეთით. გამოკითხვა ჩატარდა 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.

სულ გამოიკითხა 2 600, 18 წელს ზემოთ ასაკის რესპოდენტი, რომელსაც ამ ქალაქებში, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს. შედეგები ემყარება ყველა ამ გამოკითხულის აზრს. ცდომილების ზღვარი ჩვენს კვლევაში +/- 3%-ია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა