|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხელისუფლება ხელოვნურად ქმნის ბარიერებს, რომ ნაკლებმა ადამიანმა მიიღოს დახმარება"

ქუთაისში თვითდასაქმებულები ხელისუფლებას დახმარების შერჩევით გაცემაში სდებენ ბრალს. მათი თქმით, საბუთის წარდგენა არ შეუძლიათ ამიტომ დახმარების ვერ მიიღებენ.

ფაქტთან დაკავშირებით პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ბრიფინგი გამართა.  "ხელისუფლება ხელოვნურად ქმნის ბარიერებს, რომ ნაკლებმა ადამიანმა მიიღოს დახმარება", -  განაცხადა გოგი წულაიამ, 

მისი განცხადებით, თვითდასაქმებულების უმეტესობას არ შეუძლია საბუთის წარდგენა, რის გამოც დახმარებას ვერ მიიღებს.

მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა ეფიქრა ყველა მოქალაქეზე და ყველას უნდა დახმარებოდა, რადგან ისინი ნამდვილად თვითდასაქმებული იყვნენ და ოჯახებს არჩენდნენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი