|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხობში „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გოდერძი ბუკია წარმოადგენს

ხობში „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გოდერძი ბუკია წარმოადგენს. ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარიდეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა.„მინდა წარმოგიდგინოთ ქართული ოცნების კანდიდატი გოდერძი ბუკია. ბატონ გოდერძის დაახლოებით 20 წელია ვიცნობ. მოგეხსენებათ,რომ მთავრობამდე გარკვეული პერიოდი კერძო სექტორშიც მომიწია მუშაობა, და ბატონი გოდერძი ყოველთვის გამოირჩეოდაგანსაკუთრებული აქტიურობით, განსაკუთრებული სიყვარულით თავისი კუთხის, თავისი ხობის მიმართ. ყველა ადამიანი ვისაც სურვილიაქვს აგური დადოს ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში, ვისაც უნდა რომ კეთილდღეობა მოიტანოს ჩვენი მოქალაქის ოჯახში, ერთიანდება ჩვენთანერთად",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 მთავრობის მეთაურმა ხობში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა: "ხობში ჩვენ გვაქს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, სპორტულიკომპლექსების მშენებლობის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემების გაუმჯობესების, ოჯახური სასტუმროების განვითარების დაამისთვის ფინანსური ხელშეწყობის. და რა თქმა უნდა ადგილობრივი წარმოების პოტენციალის განვითარების რისთვისაც სხვათაშორისბატონი გოდერძი მუხლჩაუხრელად ყოველდღე ზრუნავდა და მომავალშიც იზრუნებს."- განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა.

(R)

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა