|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონში ინფრასტქრუქტურულ სამუშაოებზე 2 870 660 ლარი გაიხარჯა

ხონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ინფრასტქრუქტურულ სამუშაოებზე 2 870 660 ლარი გაიხარჯა. იმერეთის გუბერნიის პრესსამსახურის ცნობით, მასშტაბურად განხორციელდა საავტომობილო გზების სამშენებლო სამუშაოები, როგორც ქალაქში ასევე სოფლებშიც, მოწესრიგდა სანიაღვრე არხები, დამონტაჟდა გარე განათებები, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღებს. ასევე, სოფლის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში მოსახლეობის მოთხოვნით სოფლებში სხვადასხვა პროექტები განხორციელდა.  2016 წელს ხონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილია რგფ-დან  2 350 097 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტით - 39 000 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 481 563 ლარი.

ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ და ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ერთად დაათვალიერა.

ავტორი: ნიუპრესი