|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაგრატის ტაძარში აღდგომის დღესასწაულს ხუან ბაგრატიონი და მისი მეუღლე შეხვდნენ

 ღვთიშობლის მიძინების სახელობის,  ბაგრატის ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ აღავლინა. მან ტაძარში შეკრებილ მრევლს  დღესასწაული მიულოცა და სრულიად საქართველო დალოცა.

ტაძარში ლოცვა მთელი ღამე გაგრძელდა. მომლოცველებს შორის იყვნენ ხუან ბაგრატიონი და მისი მეუღლე ქრისტინე ძიძიგური.

"ჩემთვის დიდი პატივია აღდგომის დღესასწაულის შეხვედრა ასეთ მნიშვნელოვან ქალაქში. ქუთაისი მისი წარსულისა და ისტორიის გამო ქართველი ხალხისთვის და შესაბამისად, ჩემთვის უძვირფასესი ადგილია",- აღნიშნა ხუან ბაგრატიონმა. 

ავტორი: ნიუპრესი