|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყაჩაღობა ქუთაისში - ნასვამი მამაკაცი მაღაზიაში დანით შეიჭრა

ყაჩაღობა მოხდა ქუთაისში. არაფხიზელმდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ავტოქარხნის დასახლებაში სუპერმარკეტში შეიჭრა.

ის ცივი იარაღის მუქარით თანხას და სიგარეტს ითხოვდა. შემთხვევის დროს მარკეტში ორი თანამშრომელი იყო, მათ დაცვის კომპანია "ალგანი" გამოიძახეს, მამაკაცმა გაქცევა მოახერხა, თუმცა ის მალევე დაკავეს.

ადგილობროვების თქმით, მამაკაცი, ციხიდან რამდენიმე დღის წინ იყო გამოსული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი