|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყაჩაღობა ქუთაისში -გატაცებული ავტომობილი ნაპოვნია

ქუთაისში ინკასაციის მანქანა გაიტაცეს. შემთხვევა დილით მოხდა. ნიღბიანი და შეიარაღებული პირები თავს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ინკასაციის მანქანას დაესხნენ და ერთ-ერთ თანამშრომელთან ერთად გაიტაცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის ნაპოვნია ავტომობილი და მიმდინარეობს ოპერატიულ- საგამოძიებო ღონისძიებები.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა. სამინისტროს პრესსამსახური არ ადასტურებს ინფორმაციას ყაჩაღობის დროს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ.

 გამოძიება ყაჩაღობის  მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა