|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის ჯგუფურად დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, ორი მოქალაქე დააკავა. ბრალდებულები წინასწარ შეთანხმებით  კუსტარულად ამზადებდნენ  ერთი და იგივე სერიული ნომრის მქონე 5, 10 და 20 ლარიან კუპიურებს და მათ შორის ახალი დიზაინის ბანკნოტებს. ისინი კუპიურებს თბილისში, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსა და ტაქსის მძღოლებზე სისტემატიურად ასაღებდნენ.

ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ყალბი ფულის დასამზადებელი მოწყობილობა და კუსტარული წესით დამზადებული ყალბი ფულის კუპიურები. კუსტარულად დამზადებული თანხა ასევე ამოღებულია სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებიდან.  

გამოძიება გრძელდება, სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი