|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქველმოქმედო აქცია თუ ამომრჩევლებზე ზეწოლის მცდელობა ქუთაისში?

ბლოკის ,,პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთის" წარმომადგენელი ზაალ ხონელიძე ამომრჩეველთა მიმართ ზეწოლის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, ქუთაისში, ხარაზოვის ბაღში მდებარე "ნიღბების თეატრში" სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განკუთვნილი ამანათები დაასაწყობეს. ხონელიძის განცხადებით, ადგილობრივებმა მასთან საუბარში განაცხადეს, რომ ვინც ,,ოცნებას” არ მისცემს ხმას, ამანათს ვერ მიიღებს.

"გუშინ აღნიშნულ უბანში შევხვდით ამომრჩევლებს, მათ გვითხრეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მათზე ზეწოლას ახდენს. მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე დაემუქრა მათ, თუ ხმას "ქართულ ოცნებას" არ მისცემდნენ, ვერ მიიღებდნენ იმ ნივთებს, რომლებიც მოქალაქეებისთვის დასარიგებლად "ნიღბების თეატრში" არის დასაწყობებული. ამ ადამიანებს არ სურთ სახელების და გვარების დასახელება, რადგან ეშინიათ, რომ მერია მათ საჩუქრების გარეშე  დატოვებს"-განაცხადა ზაალ ხონელიძემ.

ქუთაისის ნიღბების თეატრში ჰუმანიტარული დახმარების სახით სურსათი და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები დღეს მართლაც გაიცა. როგორც მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციდან ირკვევა, ნივთები 300-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა მიიღო. საჩუქრები მოქალაქეებს სტუმრად მყოფმა გერჰარდ და კარინ მიულერებმა დაურიგეს. ისინი ქველმოქმედებას ქუთაისში 2003 წლიდან ეწევიან.

მერიაში ზაალ ხონელიძის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში დახმარება იმ ადამიანებმა მიიღეს, რომელთაც მუნიციპალიტეტს სოციალური სტატუსის დამადასტურებელი საბუთები მიაწოდეს. მათ შორის რამდენიმე იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან იყო. მერიის განცხადებით, აქცია ყოველწლიურად იმართება და არჩევნებს არ უკავშირდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა