|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ძალადობა, როგორი სახისაც არ უნდა იყოს, დასაგმობია"

"ძალადობა, როგორიც არ უნდა იყოს, დასაგმობია"–ამ სიტყვებით გამოეხმაურა ქუთაისში მყოფი თეა წულუკიანი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს. მის განცხადებით, ძალადობა განხორციელებული ნებისმიერი მოქალაქის მიმართ, არის დანაშაული.

"ყველა სახის ძალადობა არის დანაშაული და ჩვენ ვიბრძვით ამის წინააღმდეგ. დღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორო დღეა, თუმცა ვთვლი, რომ ძალადობა ასევე ცუდია, როდესაც ის ეხება ბავშვს, მოხუცს მამაკაცს. ჩვენ უნდა შევძლოთ და აღარ იყოს ძალადობა, მითუმეტეს, ქალთა მიმართ ძალადობა"–განაცხადა მინსიტრმა.

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ საკითხზე  დღეს ქუთაისში რამდენიმე ღონისძიებაა დეგეგმილი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა