|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაურ დოლაბერიძის სახელობის ტურნირში ქუთაისის გუნდმა გაიმარჯვა

ქუთაისში ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ზაურ დოლაბერიძის სახელობის ტურნირი გაიმართა კალათბურთში, რომელშიც 2005-2006 წლებში დაბადებული ვაჟები იღებდნენ მონაწილეობას.

შეჯიბრში 8 გუნდი მონაწილეობდა. პირველობისთვის ერთმანეთს ,,ქუთაისი", ,,ფოთი", ,,ბაქო" ,,სოხუმი", ,,ზაზა" ,,აკადემია" და ,,იბერი" დაუპირისპირდნენ.

გუნდები ორ ქვეჯგუფში იყვნენ გადანაწილებული. ქუთაისმა ა ჯგუფში სამივე მეტოქე დაამარცხა (სოხუმი 58:36, აკადემია 82:56. ფოთი–80:70). ფინალში ერთმანეთს ,,ქუთაისი" და რუსთავის ,,აკადემია" დაუპირისპირდნენ. დაძაბული თამაში ქუთაისელთა გამარჯვებით 73:53 დასრულდა.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდები საკრებულოს წევრმა ზაზა ლომინაძემ, მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა ვაჟა ჯუღელმა და ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა მმართველმა ნინო უჩაძემ დააჯილდოვეს, ხოლო გამარჯვებულ გუნდს ზაურ დოლაბერიძის სახელობის თასი ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა გადასცა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა