|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონელებს მერობის კანდიდატი ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა [R]

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატი, კახაბერ მახათაძე წარუდგინა.

დავით სერგეენკომ მოსახლეობას მერობის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მხარდამჭერებს ასევე მიმართეს დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა, პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძე და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძე.

კახაბერ მახათაძემ მმართველ გუნდს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან ერთად, მაქსიმალურს გააკეთებს იმ გამოწვევების გადასალახად, რის წინაშეც ზესტაფონის მუნიციპალიტეტი დგას.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა