|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონის მერობის კანდიდატი არგვეთის თემის მოსახლეობას შეხვდა [R]

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი კახაბერ მახათაძე სოფელ არგვეთის თემის მოსახლეობას შეხვდა. 

შეხვედრაზე ტრანსპორტის, წყლისა და გაზის პრობლემები განიხილეს. საუბარი ასევე, შეეხო სკოლისა და საბავშვო ბაღის რესტავრაციის საკითხს.   

მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ადგილობრივების იმ კითხვებსაც უპასუხა, რომელიც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.   

„ოთხი წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რამდენიმე ისეთი პროექტი განახორციელა, რომელიც მოსახლეობაზე იყო ორიენტირებული. სასოფლო-სამეურნეო პროგრამები, საყოველთაო ჯანდაცვა და უფასო სახელმძღვანელოები, ეს ის პროგრამებია, რომელიც გაგრძელდება და კიდევ უფრო დაიხვეწება“, - განაცხადა კახაბერ მახათაძემ. 

მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ტუკვაძე წარუდგინა და არსებული პრობლემების მოგავრებაში დახმარებას დაპირდა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა