|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის მორაგბე ემსხვერპლა

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი სარაგბო კლუბ "ზესტაფონის არწივების" მორაგბეა.

"დღეს ჩვენი რაგბის დიდი ოჯახის წევრი დავკარგეთ. რეზიკო თაბაგარი, რომელიც სიცოცხლით და სიყვარულით სავსე ადამიანი იყო,  ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ნათელში ამყოფოს შენი სული ,,ბაკო სუყველას ძალიან გვიყვარდი, გვიყვარხარ და მუდამ გვეყვარები. ჩვენს გულებში დარჩები ყოველთვის", - წერს სარაგბო კლუბის ადმინისტრაცია. 

ავტოსაგზაო შემთხვევა შორაპანში მოხდა,  ავტომობილში, რომელიც ტრაილერს შეეჯახა,  მამა-შვილი იჯდა. 17 წლის  რეზი  ადგილზე გარდაიცვალა, მამა გოგი თაბაგარი დაშავდა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გოგი თაბაგარი ზესტაფონის წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა