|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში უბედური შემთხვევის მიზეზი თვითნებურად დაერთებული გაზის გამათბობელი გახდა

ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სოკარ გაზის წარმომადგენლები და ექსპერტები მუშაობდნენ. როგორც სოკარ გაზის წარმომადგენელი ავთო კაკოჩაშვილი განმარტავს, პირველადი მონაცემებით დადგინდა, რომ ბინაში წყლის გამათბობელი წესების დაცვით არ იყო დამონტაჟებული. მისი ინფორმაციით, მათ გეგმიური შემოწმება აპრილში ჩაატარეს, რა დროსაც ბინა დაკეტილი დახვდათ.
"აღნიშნულ ბინაში პატრონი არ ცხოვრობს და აპრილში, როდესაც გეგმიურ შემოწმებაზე მივედით,  დაკეტილი დაგვხვდა. რადგან ვერ შემოწმდა, ამიტომ გარედან დაილუქა. როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც მდგმურები შევიდნენ, მოხდა გაზის დაერთება. არ ვიცი, მეპატრონემ თავად გააკეთა, თუ ვინმე მიიყვანა, მაგრამ ფაქტია, რომ თვითნებურად ჩაირთო. ჩვენ გეგმიური შემოწმება ოქტომბერში გვიწევდა. რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, შევისწავლეთ, ექსპერტებიც მუშაობდნენ და ოფიციალურ პასუხს მალე მოგვაწვდიან, მაგრამ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყლის გამათბობელი არ იყო წესების დაცვით დამონტაჟებული, რამაც გამოიწვია ნამწვის დაგროვება და მოხდა უბედური შემთხვევა"-განაცხადა ავთო კაკოჩაშვილმა.
დღეს იმერეთის გუბერნატორი მერებს და სოკარის წარმომადგენლებს ხვდება. შეხევდრაზე, სავარაუდოდ, აღნიშნულ თემაზე იმსჯელებენ.
 

ავტორი: ნიუპრესი