|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულის დეპუტატმა გამგეობას პრობლემაზე "ფეისბუკით" მიუთითა

ძლიერი წვიმის შედეგად ხარაგაულში უხვმა ნალექმა რამდენიმე სოფელი დააზარალა.  ჩაიკეტა გზები და სანიაღვრეები, რის გამოც გადაადგილება ორმხრივად შეფერხდა. სტიქიის შესახებ გვიან ღამით სოციალურ ქსელში დაწერა ხარაგულის მაჟორიტარმა დეპუტატამა კობა ლურსნამაშვილმა და ადგილობრივ ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

"ასეთი ვითარება დამხვდა ხარაგაულში -პარლამენტის სხდომიდან ჩასულს... დაზარალდნენ მოქალაქეები, დაზიანდა მათი საკუთრება და საგზაო ინფრასტრუქტურა. ხარაგაული-საღანძილის მიმართულებით(სოფელ ჩხერის მიმდებარედ) მოვარდნილი ღვარცოფისგან გადაიკეტა საავტომობილო გზა. მოვუწოდებ მუნიციპალიტეტის გამგეობას დროული და ქმედითი ღონისძიებები გაატარონ სტიქიით შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად. დაზუსტდეს ზარალის ოდენობა და მიმართონ შესაბამის ორგანოებს დახმარების გაწევის მიზნით. პირადად გავეცანი სტიქიურ ზონებს - საღანძილის მაჟორიტარ დეპუტატ დავით კიკნაძესთან, ბაზალეთის მაჟორიტარ დეპუტატ ვარლამ ჭიპაშვილთან და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროს ოთარ ლურსმანაშვილთან ერთად. შთაბეჭდილებები მძიმეა" - წერს კობა ლურსმანაშვილი.

ლურსმანაშვილმა დღეს "ნიუპრესთან"საუბარში აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც განცხადება გაავრცელა, ადგილზე არავინ იმყოფებოდა და არც სამუშაოები მიმდინარეობა. მისივე განცხადებით, მოგვიანებით, ინფორმაციის გავრცლეებისთანავე დაიწყო სამუშაოები და გზის გაწმენდა.

განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდიან ხარაგაულის გამგეობის პრესსამსახურში. პრესსამსახურის წარმომადგენლის თეა ბერიძის განცხადებით, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელი დაზარალა, გამგებელი წარმოადგენლებთან ერთად იმ დროისთვის  სოფელ ისლარში იმყოფებოდა და იქედან წავიდა საღანძილეში. მისივე განცხადებით, გზებზე სამუშაოები გრძლდება და ზარალს შესაბამის კომისია ითვლის.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა