|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ძლიერმა ქარმა თერჯოლაში სკოლას სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში #2 საჯარო სკოლას სახურავი გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფებოდნენ „იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს თერჯოლის სახანძრო-სამაშველო განყოფილების“ თანამშრომლები ქარის შედეგად გამოწვეული სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად.

დაზიანებული სკოლის შენობა დაათვალიერეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

იმერეთის რეგიონში მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს და ძლიერი ქარია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა