|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

50 000 ლარი ახალგაზრდული ბანაკებისათვის

ქუთაისის მერია 10  000  და 40 000 ლარიან ტენდერებს  ახალგაზრდული ბანაკისთვის აცხადებს.

ტენდერი ცხადდება საჯარო სკოლების VIII-IX-X კლასების სოციალურად დაუცველ და წარმატებულ მოსწავლეთათვის შავი ზღვისპირეთის კურორტის ბანაკისათვის სასტუმრო მომსახურებობისათვის  195 პირზე 19 დღით. მეორე ტენდერი კი ასევე ზღვის კურორტზე ახალგაზრდული ბანაკისათვის სასტუმროს მომსახურებისათვის 70 პირზე 5 დღით.

 "მიმწოდებელი" ვალდებულია უზრუნველყოს ზღვის კურორტზე  ახალგაზრდული ბანაკისათვის სასტუმროს მომსახურება 70 პირზე 2016 წლის 1 სექტემბრიდან, 6 სექტემბრის ჩათვლით, უზრუნველყოს კვება დღეში სამჯერ.

 სასტუმროში უნდა იყოს ერთი მცირე (მინიმუმ 25 მონაწილესათვის) და ერთი დიდი საკონფერენციო დარბაზი (მინიმუმ 70 მონაწილესათვის), სამუშაო მაგიდები (თითო მაგიდა 4-5 მონაწილისათვის.), პროექტორი, პროექტორის დაფა.

ასევე, "მიმწოდებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო სკოლების VIII-IX-X კლასების სოციალურად დაუცველ და წარმატებულ მოსწავლეთათვის შავი ზღვისპირეთის კურორტის ბანაკისათვის სასტუმრო მომსახურება სამ ნაკადად, 7-7 დღე (თითოეულ ნაკადზე 65-65 პირი, სულ 195 პირი 19 დღე) ხელშეკრულების დადებიდან 19 კალენდარული დღის განმავლობაში.  სასტუმროში უზრუნველყფილი უნდა იყოს სამჯერადი კვება.

  სასტუმრო  ზღვის სანაპიროდან 100-150 მეტრის რადიუსში უნდა მდებარეობდეს.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი