|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" შენობაში ერთი შეიარაღებული პირია შეჭრილი - გიორგი გახარია

 ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" შენობაში ერთი შეიარაღებული პირია შეჭრილი.  სამართალდამცავები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს ოპერაცია მალე დასრულდეს და რაც მთავარია, მშვიდობიანად. ამის შესახებ განაცხადა  ქვეყნის პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ქუთაისში, საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალზე იმყოფება. 

"ზოგადად, როდესაც მიმდინარეოს სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ამის პირდაპირ ეთერში ჩვენება და ამაზე საუბარი სწორი არ არის.  მე რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არის ერთი დამნაშავე, ერთი შეიარაღებული პირი, რომელიც შეიჭრა ბანკის შენობაში.  სამართალდამცავები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს ოპერაცია დასრულდეს და რაც მთავარია, მშვიდობიანად.  კრიმინალს რაც შეეხება, სტატისტიკა და ციფრები ნახეთ, არის გარკვეული დანაშაული, რომლის ზრდაც გვაქვს, არის ისეთი დანაშაულები, რომლებიც 2 წლის წინ, როგორც დანაშაული, კვალიფიცირებული არ იყო. საერთო ჯამური ზრდა არ ნიშნავს, რომ კრიმინალი გაიზარდა", - განაცხადა გახარიამ. 

 შეგახსენებთ, ზუგდიდში,  "საქართველოს ბანკში" შეიარაღებულ პირს მძევლები ყავს აყვანილი. ჯერჯერობით, ბანკის შენობაში სამართალდამცავები შესული არ არიან. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა