|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ძეგლი, რომელიც ქუთაისში უნდა დადგმულიყო, სოჭში განთავსდება

ზურაბ წერეთელის მიერ არგონავტიკის თემატიკაზე შექმნილი 23-მეტრიანი სკულტურა სოჭში განთავსდება- ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.  გამოცემის თანახმად,  ქანდაკება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მითითებით "იმერეტინსკაია დოლინაზე" განთავსდება, სადაც, მათი მოსაზრებით, ძველი არგონავტები გაჩერდნენ.

როგორც ცნობილია, ზურაბ წერეთელი ამ ქანდაკების ქუთაისისათვის გადმოცემას გეგმავდა. ამის შესახებ "ნიუპრესს" შალვა და ესმა ხეცურიანებმა განუცხადეს. მათი თქმით, როდესაც წერეთელს თავისი იდეის შესახებ უამბეს, რომლის თანახმად, ქუთაისი მსოფლიო რუკაზე "არგონავტიკის დედაქალაქად" უნდა მოინიშნოს, წერეთელმა თავისი სკულპტურის ქუთაისისათვის საჩუქრად გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.  შალვა ხეცურიანის თქმით, არგონავტიკის თემაზე მათ მიერ შექმნილი კონცეფცია ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელობას გააცნეს.

 "ჩვენ ქალაქს ვთავაზობთ (ვთავაზობდით 3 წლის წინ და ახლაც მზად ვარ, ეს გავაკეთო), განვახორციელოთ არგონავტიკის კონცეფცია საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით და ცენტრალური ხელისუფლების მონაწილეობით. ქალაქის კონკრეტულ ადგილებში ამ მითის 20-მდე სხვა და სხვა გამოხატულება უნდა შეიქმნას, რომელიც მოიცავს ჩვენს ისტორიას, როგორც კოლხეთის, ისე შემდგომი პერიოდის, მათ შორის არქიტექტურულ-სკულპტურული ინსტალაციები, არგონავტიკის ძეგლი, მედეას ბაღები, ღვინის შადრევანი...   ჩვენი ამ იდეის შესახებ ვსაუბრობდით ზურაბ წერეთელთან, რომელმაც გაგვიყვანა და გვაჩვენა არგონავტიკის სამმეტრიანი ქანდაკება - ეს არის მაკეტი,  ქანდაკება 23 მეტრი უნდა იყოს. მან  განაცხადა, რომ ამას გვჩუქნის ჩვენ ქუთაისისთვის.  ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ ადგილობრივი ხელისუფლება. თუ ამის სურვილი იქნება, ეს ქანდაკება უნდა დაიდგას ქუთაისში და არა სხვა ქალაქში (სხვა ქალაქებსაც აქვთ ამ ქანდაკების დადგმის სურვილი და პრეტენზია), როგორც არგონავტიკის კონცეფციის ნაწილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონცეფცია უნდა განხორციელდეს სრულად და არა მისი ცალკეული ნაწილები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მთლიანობა დაირღვევა, ცალკე გემს, ძეგლს, ან ბაღებს ის დატვირთვა არ ექნება, რაც გულისხმობს ქუთაისის, როგორც არგონავტიკის დედაქალაქის მსოფლიო რუქაზე მონიშვნას", -განაცხადა  შალვა ხეცურიანმა "ნიუპრესთან" საუბარში. 

ქუთაისის მერი ადასტურებს, რომ ძეგლის განსათავსებლად სავარაუდო ლოკაციებზეც კი მიდიოდა მსჯელობა, თუმცა,  მისი თქმით, სკულპტურის ტრანსპორტირება და მონტაჟი დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, დაახლოებით მილიონ ლარამდე, რისი საშუალება ქუთაისის ბიუჯეტს არ ქონდა. მხარის გუბერნიამ დახმარებისათვის ცენტრალურ ხელისუფლებასაც კი მიმართა-  "მაგრამ წელს არ გამოვიდა, გაისად ვნახოთ"... -აღნიშნა შოთა მურღულიამ. ხოლო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ქანდაკების სოჭში განთავსება გადაწყვიტა, მურღულიამ განაცხადა, რომ "მილიონახევრად სერიოზული სკულპტურის შექმნაა შესაძლებელი". 

მისი თქმით, მართალია, ეს პროექტი ვერ გამოვიდა, მაგრამ ქალაქში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი მოეწყო.

მურღულია არ საუბრობს ქანდაკებაზე უარის თქმის პოლიტიკურ მოტივზე, რაც მისი ავტორის რუსეთში მოღვაწეობას უკავშირდება. 

 

ამ თემაზე: „გუგლში“ „არგონავტებს“ რომ ჩავწერთ, ქუთაისი უნდა ვარდებოდეს"

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა