|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ძველ ქუთაისელებს“ მერიამ ქონება უსასყიდლოდ გადასცა

ქუთაისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი საზოგადოება „ძველი ქუთაისელებისთვის“ ქონების უსასყიდლოდ გადაცემას. პუშკინის 12 ნომერში მდებარე, ცესკოს ყოფილი შენობა საზოგადოებას მათი მოთხოვნის საფუძველზე ორი წლის ვადით გადაეცა.

საკითხს საკრებულოს „ნაციონალი“ და „რესპუბლიკელი“ დეპუტატების შენიშვნა მოყვა. ამირან ძოწენიძის განცხადებით, აღნიშნული საზოგადოებისათვის ფართის გადაცემას პოლიტიკური სუნი ასდის. მისი განცხადებით, ფართს მისი ახალი მფლობელები წინასაარჩევნო აგიტაცისთვის გამოიყენებენ.  მის შენიშვნას არ დაეთანხმა ქუთაისის მერი.

შოთა მურღულიას თქმით, ფართი საზოგადოებას „ძველი ქუთაისელებისთვის“ მათი კონკრეტული საქმიანოაბისთვის გადაეცა, რაც ნარკომანიასთან ბრძოლის წინააღმდეგ არის მიმართული. ახალმა მფლობელებმა შენობის რეაბილიტაცია უნდა მოახდინონ.

მერმა ასევე აღნიშნა, რომ ფართი აუქციონზე სამჯერ გავიდა, თუმცა იმის გამო, რომ შენობა დამწვარი იყო, არ გაიყიდა.

მერის თქმით, ის ფაქტი, რომ შენობის შეძენით არავინ დაინტერესდა, ქალაქში პრივატიზების პრობლემის არსებობას არ ნიშნავს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა