28-30 ივლისს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ველო-ფესტივალი გაიმართება
28-30 ივლისს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ყოველწლიური ველო-ფესტივალი გაიმართება. ორგანიზატრორების განცხადებით, სამი დღის განმავლობაში, მონაწილეებს დაუვიწყარი თავგადასავალი ელოდებათ.
ველო გადაადგილების პარალელურად, შეეძლებათ დატკბნენ ულამაზესი ბუნებით, მოიპოვონ ქულები დამატებითი თამაშებით და გაიმარჯვონ!
ველოსიპედისტების სტარტს როდოპოლისის ციხესთან აიღებენ, გაივლიან აჯამეთის ტყეს, ბერიეთის მონასტერს, ეიფელის ხიდს, სოფელ ხანს, ზეკარის უღელტეხილს, ქვასაყდარას, საირმეს, ფინიში კი ქალაქ ბაღდათში იქნება, გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდებიან.
დაჯილდოება გაიმართება ველო ფესტის დასასრულს, მესამე დღეს, ბაღდათში.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 32.93%
გაუარესდა - 52.44%
არ შეცვლილა - 14.63%
სულ - 82 ხმა