|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გუბაზ სანიკიძეს კაბინეტი დაულუქეს

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის კაბინეტის კარს ქუთაისელმა შალვა კამლაძემ წებოვანი ლენტი გადააკრა.

კამლაძის თქმით, აღნიშნულის მიზეზი ის გახდა, რომ მაჟორიტარი ბოლო სამი კვირის განმავლობაში მოსახლეობასთან შესახვედრად არ მოდის.

როგორც კამლაძე ამბობს, მოქალაქეებთან შესახვედრად მაჟორიტარს კვირაში ერთი დღე, ხუთშაბათი აქვს გამოყოფილი, თუმცა ის სხვადასხვა მიზეზით მაჟორიტარის ფუნქციებს არ ასრულებს.

„მე ვიცი როგორ სწუხხან ამის გამო მოქალაქეები. მაჟორიტარი მიზეზად ხან პლენარულ სესიას ასახელბს, ხან კიდევ თბილისში იმყოფება. მიზეზები არ ელევა იმისათვის, რომ მერიაში არ მოვიდეს და  მოქალაქეებს არ შეხვდეს. მას იმისათვის უხდიან ფულს, რომ საკუთარ ამომრჩევლებთან მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს. იმედია ამის მერე ის ჭკუას ისწავლის,“ - ამბობს კამლაძე.

შალვა კამლაძეს გუბაზ სანიკიძის ბიუროს უფროსმა გელა გაბადაძემ უპასუხა. გაბადაძემ კამლაძეს ანგაჟირებული და პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი უწოდა, ხოლო მისი ქმედება „ნაციონალების“ დაკვეთად შეაფასა.  

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე