December 26, 2013

newspress-ის საახალწლო ნომინაციები – ვინ და რა მოხვდა “გამარჯვებულთა” სიაში?

newspress.ge-მ საახალწლოდ სპეციალური ნომინაციები დააწესა. რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი 2013 წელს ქუთაისში? – მთავარი მოვლენები, მთავარი გმირები, მთავარი შემსრულებლები, მთავარი სანახაობა და ბევრი სხვა მთავარი – newpress-მა საახალწლო ნომინაციებში ასახა:
წლის “დამლაგებელი” – ყოფილი “ნაციონალი” და ამჟამად “პატრიოტთა ალიანსის” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი – გოჩა თევდორაძე წლის “ოცნება” – საკრებულოს უმრავლესობაში ყოფნა (ამისთვის პარტიიდან პარტიაში გადაბარგებული დეპუტატები)
წლის “ხმა” – პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია წლის “მოვლენა” – “თეთრი” ნაძვის ხე ქუთაისის ოპერის თეატრის წინ წლის “სანახაობა” – მესხიშვილის თეატრში ჩატარებული კონკურსი მის “ქუთაისის სახე”, “ქართული ოცნების” მაისურებით წლის “პერსონა” – ამერიკიდან ჩამოსული ქუთაისის ყოფილი მერი, დიმიტრი კოპალიანი წლის განცხადება – დიმიტრი კოპალიანის ხელწერილი გადადგომის თაობაზე წლის ვაკანსია – ქუთაისის მერიაში მიმდინარე კონკურსი წლის “სკამი” – ქუთაისის მერის სავარძელი წლის “სიზმარა” – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე წლის “მშენებელი” – ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორის, ხატია ვედმედევას შესრულებელი სამუშაოები თეატრის შენობაში წლის შოკი – თოვლი დეკემბერში წლების პროექტი – პორტი ქუთაისში წლის “სეკვესტრი” – ქუთაისის საკრებულოში დაშლილი “ნაციონალები”, შემდგომში დაშლილი “პატრიოტები” წლის “გადაზიდვის სერვისი”– პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის მომხრე საპარლამენტო უმრავლესობა წლის “მებაღე”– ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან ბოტანიკური ბაღის დირექტორად გადანაცვლებული ამირან ხვადაგიანი.
წლის აქცენტებსა და საახალწლო ნომინაციებს დაეთმო newpress-ის 2013 წლის ბოლო გადაცემა “აქცენტი”, სადაც ნომინაციებში “გამარჯვებულნი” უკვე სტუმრებთან ერთად გამოვლინდნენ.