|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დააზიანა თუ არა შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე გვირაბის მშენებლობამ ზესტაფინში ბინები?

ქალაქ ზესტაფონში, უზნაძის ქუჩა N132-ში  მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინადართა პრეტენზიას, რომ მათი ბინები   შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე გვირაბის მშენებლობამ დააზიანა,  საავტომობილო გზების დეპარტამენტი პასუხობს. 
დეპარტამენტის განცხადებით, კორპუსში ბზარები სამუშაოების დაწყებამდე არსებობდა. 
„მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, წინა სამშენებლო კვლევების ეტაპზე, ჩატარდა გვირაბიდან 250 მეტრის მანძილზე არსებული ყველა საცხოვრებელი სახლის, მათ შორის, უზნაძის ქ. N132-ში მდებარე კორპუსის ტექნიკური მდგომარეობის აღწერა. აღწერის მიხედვით, კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინები, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდეც იყო დაზიანებული და კედლებზე აღინიშნებოდა არაერთი დიდი ბზარი. 
 
ვინაიდან საცხოვრებელ სახლზე არსებული ბზარები იძლეოდა უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებას, 2021 წლის ნოემბრიდან, კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები, სამუშაოების პროცესში, უზრუნველყოფილი იყვნენ დროებითი ქირით. 
 
კორპუსზე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენის დასადგენად, სამუშაოების დაწყებისთანავე, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. 
 
თავდაპირველი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბინებზე გვირაბის სამშენებლო სამუშაოებს, ვიზუალური დათვალიერებისა და კონტროლის მიზნით აღებული მონაცემების მიხედვით, ზეგავლენა არ ჰქონდა. კორპუსთან მდებარე გვირაბის მშენებლობის დასრულების შემდეგ, დეპარტამენტმა ხელახლა მიმართა ექსპერტიზის ბიუროს. მეორე დასკვნის მიხედვითაც, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებს შენობის ტექნიკურ მდგომარეობაზე ზეგავლენა არ აქვს.~
 
აღნიშნული დასკვნების გათვალისწინებით, არ დადასტურდა უზნაძის ქ. N132-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენა. დასრულდა გვირაბის გაყვანის სამუშაოებიც. შესაბამისად, აღარ არსებობს კორპუსის მაცხოვრებელთა ქირით უზრუნველყოფის საფუძველი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტს უზნაძის ქ. N132-ში მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებთან, სამუშაოებისა და კვლევების წარმოების ყველა ეტაპზე, ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია მათი ინფორმირების მიზნით", - აცხადებს გზების დეპარტამენტი. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 32.93%
გაუარესდა - 52.44%
არ შეცვლილა - 14.63%
სულ - 82 ხმა