NewPress.ge RSS Feed https://www.newpress.ge/index.php/37406 თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე განავადე ონლაინ მარტივად და ჩაერთე სახალისო თამაშში http://newpress.ge/uploads/all/images/release_1.jpg თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების საჭიროებებსა და მათი ცხოვრების გამარტივებაზე. ეს სიმარტივე განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა საქმე სურვილების ასრულებას ან გადაუდებელი საჭიროებების მარტივად მოგვარებას ეხება, რაშიც თიბისი განვადების პროდუქტი გეხმარებათ.  თიბისი განვადების ლიმიტი 100-დან 15,000 ლარამდეა, ეფექტური 23.4%-დან, რომლის დამტკიცებაც წამებში, მობაილბანკიდანვე შეგიძლიათ. ნივთის ან სერვისის ღირებულება კი, 3-დან 48 თვემდე ნაწილდება.  16-დან 30 მარტის ჩათვლით, თიბისის ონლაინ განვადებით სარგებლობა განსაკუთრებით ხელსაყრელია, რადგან ამ პერიოდში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სპეციალურ თამაშში და მიიღონ ფულადი პრიზი - 500, 400, 300, 200 ან 100 ლარი. თამაშში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ განვადების დამტკიცებისა და გაცემის შემთხვევაში. ამ პერიოდში, თიბისის 7000-ზე მეტ პარტნიორ მაღაზიაში ნებისმიერი ნივთის ან მომსახურების ონლაინ განვადებით შეძენისას, სურვილის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ ჩაერთონ თიბისი განვადების ვებგვერდზე განთავსებულ სპეციალურ თამაშში, რომელიც ერთნაირი ფიგურების სწრაფად პოვნაზეა დაფუძნებული. თითოეულ გაცემულ განვადებაზე თამაში დასაშვებია მხოლოდ ერთხელ. გამარჯვების მთავარი ფაქტორი კი, სისწრაფეა - ვინც მისიას ყველაზე სწრაფად შეასრულებს, გამარჯვებულთა შორის მოხვდება. თამაშს ყოველკვირეულად ეყოლება 5 გამარჯვებული - მომხმარებელი გამარჯვების შესახებ ინფორმაციას კვირის დასრულების შემდეგ, მომდევნო სამუშაო დღეს, SMS შეტყობინებით მიიღებს და მოგებული თანხა ერთგულ ყულაბაში, გამარჯვებიდან 10 დღეში ჩაერიცხება.  დეტალური წესების და პირობების სანახავად გადადით ბმულზე. https://www.newpress.ge/index.php/37405 ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში: უახლესი მონაცემები საქართველოს ეკონომიკაზე http://newpress.ge/uploads/all/images/-a5_7.jpg ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ, დაახლოებით, 2.5%-ით გაუფასურდა. ახლო აღმოსავლეთში მორიგი ესკალაციის დაწყებიდან თითქმის ორი კვირა გავიდა. კონფლიქტის პირველ დღეებში თიბისი კაპიტალმა საქართველოს ეკონომიკაზე პოტენციური ზეგავლენის ძირითადი არხების შესახებ მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. დღევანდელი მდგომარეობით, როდესაც გარკვეული მონაცემები უკვე ხელმისაწვდომია, შეგვიძლია აღნიშნული ცვლადების დინამიკას რეალურ დროში დავაკვირდეთ. პირველ რიგში, ალბათ, ყველაზე აქტუალური საკითხი - ლარის გაცვლითი კურსი. გასული ორი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ, დაახლოებით, 2.5%-ით გაუფასურდა (ევროს მიმართ - 0.5%-ით), თუმცა 6 მარტის შემდგომ დასტაბილურდა და თითქმის უცვლელად ნარჩუნდება.   რამ განაპირობა ლარის გაუფასურება? ჩვენი შეფასება, რომ ამის მიზეზი კონვერტაციები იყო, დასტურდება. დეპოზიტების კონვერტაციების ყოველდღიურ შეფასებაზე დაყრდნობით, 28 თებერვლიდან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი უცხოური ვალუტის დეპოზიტები, ლარის დეპოზიტები კი შემცირებულია. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ ეს ფაქტორი, ლარის გაცვლითი კურსის კუთხით, სავალუტო შემოდინებებზე არანაკლები და ხშირად უფრო მეტი მნიშვნელობისაც კია.   ამავდროულად, წინასწარი მონაცემებით, დასტურდება მორიგი დაშვებაც კონვერტაციებით გამოწვეული ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში სებ-ის ინტერვენციების შესახებ. თუმცა, ჩვენი შეფასებით, სებ-მა გასულ დღეებში, 12 მარტის მდგომარეობით, მხოლოდ მცირე მოცულობის, დაახლოებით, 25-30 მილიონ აშშ დოლარამდე გაყიდა. რატომ არ გახდა საჭირო უფრო ძლიერი ჩარევა?   პირველი, როგორც იკვეთება, 6 მარტის შემდგომ დეპოზიტების ლარიზაცია თითქმის უცვლელია, რაც მიუთითებს, რომ დამატებით კონვერტაციები, ამ ეტაპისთვის მაინც, არ ფიქსირდება, ანუ სენტიმენტები უფრო დასტაბილურდა.   მეორე, იანვარ-თებერვალში ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებებისა და, მიმდინარე დინამიკისაგან განსხვავებით, დეპოზიტების ლარიზაციის ზრდის ფონზე, სავალუტო ბაზარზე სიჭარბე ვლინდებოდა, რამაც კონვერტაციების შედეგად უცხოურ ვალუტაზე გაზრდილი მოთხოვნა დიდწილად დააკომპენსირა. ამდენად, ინტერვენციებით დამატებით მოზრდილი მოცულობის მიწოდება ბაზრისთვის საჭირო არ გამხდარა. მთლიანობაში, ლარის კურსის კუთხით ჩვენი შეფასება ნეიტრალური რჩება, იმ დაშვებით, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებები დღეიდან, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება.   წინასწარი შეფასებით, თებერვალი სებ-ის მიერ ვალუტის შესყიდვის მიმართულებით ერთ-ერთ რეკორდული თვე იყო, დაახლოებით 420 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. არსებული მონაცემებით, თებერვალში წმინდა სავალუტო რეზერვები (სსფ-ის სპეციალური ნასესხობის უფლების გარეშე), წინა თვესთან შედარებით, 371 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 3.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.   უახლესი ინდიკატორების მხრივ, ჯამური უნაღდო ხარჯები მარტის პირველ კვირაში, წინა თვესთან შედარებით, გაზრდილია. მართალია, ზრდა დიდწილად ადგილობრივი ბარათების დანახარჯებით არის განპირობებული, თუმცა საერთო ჯამში, ჯერჯერობით, კლება არც უცხოური ბარათების კუთხით შეინიშნება, რაც ტურიზმიდან შემოსავლების წინასწარი შეფასებისთვის ერთ-ერთი სანდო მაჩვენებელია. ამასთან, 27 თებერვლის შემდეგ სასტუმროებისა და ავიახაზების კატეგორიებში უცხოური ბარათებით ხარჯებში შენელება იკვეთება, თუმცა, საპირისპიროდ, გაზრდილია სხვა კატეგორიებში დანახარჯები. მოცემულ კონტექსტში, გასათვალისწინებელია პოტენციური მიგრაციის ეფექტებიც, მით უფრო, რომ ისრაელის მოქალაქეების წილი არარეზიდენტების უნაღდო ხარჯებში მზარდი ტენდენციით ხასიათდება.   ამავდროულად, იზრდება ინფლაციური რისკებიც. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები კვლავ ძალზე მერყევი რჩება. ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში 9 მარტიდან მსხვილ ქსელებში ბენზინის ფასების ზრდა ფიქსირდება, დაახლოებით 4-6%-ის ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ფასი 30%-ით არის მომატებული, ფასების კორექტირება, შესაძლოა, კვლავ გაგრძელდეს. მხედველობაშია მისაღები აღნიშნულის გავლენა სხვა პროდუქტებზეც, რადგან საწვავის ფასების ზრდა, პირდაპირი ეფექტის გარდა, შუალედური ხარჯების ზრდასაც იწვევს. მომატებულია ტრანსპორტირებისა და დაზღვევის დანახარჯებიც, რაც შემდგომ პროდუქციის ფასებში ითარგმნება. ჩვენი შეფასებით, 2026 წლის ინფლაციაზე მიმდინარე მოვლენების ეფექტი 0.3-დან 1.2 პროცენტული პუნქტის ფარგლებში იქნება, თუ დავუშვებთ, რომ წლის ბოლოს ნავთობის ფასი კონფლიქტამდე არსებულ დონეზე ან, დაახლოებით, 10-15%-ით მეტი იქნება.   გაზრდილი რისკების ფონზე, კვლავ იმ დაშვებით, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებები დღეიდან, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება, იზრდება იმის ალბათობაც, რომ სებ-მა წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მხოლოდ 25 საბაზისო პუნქტით, 7.75%-მდე შეამციროს, ნაცვლად აქამდე არსებული 7.5%-ის მოლოდინისა. ამ კუთხით, საყურადღებოა, რომ, ბაზრის მოლოდინებით, 2026 წელს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის შემცირება უკვე საბაზო სცენარს აღარ წარმოადგენს.   იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007430-macro-update-georgia https://www.newpress.ge/index.php/37401 თიბისის მხარდაჭერით „ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე“ შესარჩევი ტურის რეგისტრაცია დაიწყო http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.jpg საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, ევროპის გოგოების ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EGOI), საკვალიფიკაციო ტურზე მოსწავლე გოგოების რეგისტრაცია დაიწყო. ინიციატივა ხორციელდება თიბისის გენერალური მხარდაჭერით, რომელიც ტექნოლოგიური განათლების განვითარებასა და ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერებას აქტიურად განაგრძობს. საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ეროვნული ნაკრების შერჩევას. შესარჩევი ეტაპის შედეგად დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრები, რომლის წევრებიც სპეციალურ გადამზადებას გაივლიან და შემდეგ საერთაშორისო EGOI ოლიმპიადაში, იტალიაში მიიღებენ მონაწილეობას. EGOI საერთაშორისო ოლიმპიადაა, რომელიც ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების სფეროში გოგოების ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად. ოლიმპიადა აერთიანებს 50-ზე მეტ ქვეყანას და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას STEM მიმართულებებში. მონაწილეები რთულ ალგორითმულ ამოცანებს ამოხსნიან, რაც მათ პროგრამირების, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაში ეხმარება. საქართველოს ნაკრები აღნიშნულ ოლიმპიადაში 2026 წელს უკვე მეექვსედ იასპარეზებს. გასულ წლებში ქართველმა მონაწილეებმა მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს და ჯამში 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.  საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) თიბისის გენერალური მხარდაჭერით დაფუძნდა. ჰაბის მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, მათი განვითარება და საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება. ევროპის გოგოების ოლიმპიადის შესარჩევ ტურზე რეგისტრაცია ღიაა 21 მარტამდე. მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების - სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული ცოდნით, იქნება ეს - თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი თუ განათლების სხვა შესაძლებლობები - შექმნი პირველ ციფრული პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორია თავად დაწერ.   https://www.newpress.ge/index.php/37395 ჯიუტი ქალები შეუძლებელს შეძლებენ - თიბისი მარტს ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უძღვნის http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%20%E1%83%97%E1%83%98%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98.jpg წელს კი ბრენდმა მთელი მარტი მიზნისკენ ჯიუტად მიმავალ ქალებს დაუთმო. ყოველწლიურად, მარტში, თიბისი საზოგადოებას ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უზიარებს. წელს კი ბრენდმა მთელი მარტი მიზნისკენ ჯიუტად მიმავალ ქალებს დაუთმო. თიბისის კამპანია „ჯიუტი ქალების თვე“ იმ ქალების შესახებ გვიყვება, რომლებმაც საკუთარი ძალით, მიზანდასახულობითა და სიჯიუტით შეუძლებელი შესაძლებლად აქციეს. კამპანიის „ჯიუტი ქალების თვე“ ფარგლებში თიბისი წარმოგიდგენთ ქალებს, რომლებიც საქმის ერთგულებით, მიზნებისკენ ჯიუტი სვლითა და ბარიერების დაძლევით, არა მხოლოდ საკუთარ გზას ქმნიან, არამედ მაგალითს აძლევენ გარშემო მყოფ ქალებსა და გოგოებს, რომლებსაც სურთ დაიჯერონ, რომ მათაც შეუძლიათ მიზნების მიღწევა. ქალებისა და გოგოების გაძლიერება, მათი ოცნებებისა და მიზნებისკენ სვლის ხელშეწყობა, თიბისისთვის უკვე ათწლეულებია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ ბრენდი მუდმივად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქალებს ეხმარება, დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების და თამამად გადადგან ნაბიჯი წინ. თიბისის კამპანია „ჯიუტი ქალების თვე“ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უკეთესი მომავლისთვის ცვლილებები ხშირად საკუთარი ძალის და შესაძლებლობების რწმენით იწყება. სწორედ ეს რწმენა იქცევა ყველაზე ძლიერ მოტივაციად, რომელიც ადამიანებს მიზნების მიღწევაში ეხმარება - მთავარია გჯეროდეს!   https://www.newpress.ge/index.php/37392 დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის http://newpress.ge/uploads/all/images/TBC%20-%20%E1%83%93%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98.jpg კურსის ხანგრძლივოდა 200 საათს შეადგენს. თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის ინსტიტუტი უფროს კლასელებსა და სტუდენტებს დიზაინის საფუძვლების ინტენსიურ, გრძელვადიან პროგრამას სთავაზობს. პროგრამა განკუთვნილია იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც დიზაინი აინტერესებთ, თუმცა ჯერ არ აქვთ პროფესიული გამოცდილება და საკუთარი მიმართულების ძიებაში არიან. 30-ზე მეტი ლექტორისა და დიზაინის, შემოქმედებითი და ბიზნეს სფეროს პროფესიონალის ჩართულობით, 200-საათიანი კურსის განმავლობაში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ:   სრულყოფილად გაეცნონ ინდუსტრიაში არსებულ პროფესიებს შეისწავლონ დიზაინის აკადემიური საფუძველი განივითარონ ტექნიკური უნარები დარგის საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად იმუშაონ რეალურ პროექტებზე გაიზიარონ ცოდნა და მიიღონ რჩევები ბიზნესისა და სოციალური სექტორის წარმომადგენლებისგან განივითარონ იდეების ვიზუალიზაციისა და პრობლემის დიზაინის გზით გადაწყვეტის უნარები   კურსზე მიღებული გამოცდილებების საფუძველზე, სტუდენტები უკეთ გააზრებული პროფესიული არჩევანის გაკეთებასა და პორტფოლიოს შექმნას შეძლებენ. არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა. პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელი 24 მარტამდე, ბმულზე:  https://shorturl.at/qtB9Z თიბისი ქმნის და მხარს უჭერს განათლების პროგრამებს, რომლებიც ახალი თაობისთვის ცოდნას შესაძლებლობად, ხოლო შესაძლებლობას კი რეალურ წინსვლად აქცევს. დიზაინის ინსტიტუტის და თიბისის ერთობლივი ინიციატივები ახალ თაობას აძლევს სივრცეს საკუთარი ინტერესების აღმოსაჩენად, უნარების გასავითარებლად და იმ გზის გამოსავლენად, რომელიც მათ მომავალ პროფესიულ არჩევანს განსაზღვრავს.   https://www.newpress.ge/index.php/37390 ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტები გამოავლინეს http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D.jpg არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 77 202 ლარი შეადგინა. საბაჟო გამშვები პუნქტი - „ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.  უწყების ცნობით,  მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 219.81 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 77 202 ლარი შეადგინა. სამართალდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. https://www.newpress.ge/index.php/37389 თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა http://newpress.ge/uploads/all/images/a5%20(1)_6.jpg ღონისძიების პარტნირი თიბისი კაპიტალია. საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მიზნით თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი ჩატარდა. ღონისძიება სახელწოდებით “იაპონური ბიზნესი საქართველოში - ხიდი შუა დერეფნისკენ” თიბისი კაპიტალთან პარტნირობით გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ: იაპონიის საელჩო საქართველოში, საქართველო–იაპონიის ბიზნესასოციაცია და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) სტამბოლის ოფისი. ღონისძიებამ 100-მდე მონაწილე გააერთიანა, მათ შორის, წამყვანი ქართული და იაპონური კომპანიები, ინვესტორები და საჯარო მოხელეები.  ბიზნესფორუმის ფარგლებში რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს; განიხილეს საქართველოს საინვესტიციო გარემო და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განახლებადი ენერგიებისა და ლოგისტიკური მიმართულებით.  კონფრენციაზე ხაზი გაესვა საქართველოს მზარდ როლს საერთაშორისო გადაზიდვებსა და მიწოდების ჯაჭვებში.  ოფიციალური პროგრამის მიღმა, გაიმართა არაფორმალური სესიებიც, რაც იაპონურ და ქართულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ ახალი კონტაქტები, განიხილონ სამომავლო პარტნიორობა და განსაზღვრონ თანამშრომლობის მიმართულებები სხვადასხვა სფეროში.  ღონისძიების მხარდამჭერები: საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ტოიოტა კავკასია, თიბისი კაპიტალი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, სილქ ჰოსფითალითი.    https://www.newpress.ge/index.php/37387 ვიწვევ ირაკლი კობახიძეს თანასწორ საჯარო დებატებში ქუთაისში, პირისპირ, ხალხის თანდასწრებით - ლევან ცუცქირიძე http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%20%E1%83%AA%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94.jpg პოლიტიკოსი ირაკლი კობახიძის ბრალდებას გამოეხმაურა. ვიწვევ ირაკლი კობახიძეს თანასწორ საჯარო დებატებში ქუთაისში, პირისპირ, ხალხის თანდასწრებით, - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის „თავისუფლების მოედანი“ ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე „ოცნების“ პრემიერის ირაკლი კობახიძის პასუხად, რომელმაც ის 2008 წელს არჩევნებვის გაყალბებაში დაადანაშაულა.  ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა.    „ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს მე მონაწილეობა მივიღე 2008 წლის არჩევნების გაყალბებაში, არის აბსოლუტური სიცრუე და პოლიტიკური პროპაგანდა. ეს ბრალდება არანაირ ფაქტს არ ეფუძნება. მე არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირადად არასოდეს მითანამშრომლია. ჩემი საქმიანობა ყოველთვის დაკავშირებული იყო მხოლოდ ერთ მიზანთან: საქართველოში გამეძლიერებინა მრავალპარტიული დემოკრატია. სიმართლე კი ძალიან უხერხულია თავად „ქართული ოცნებისთვის“: - რატომ მთხოვა რამდენიმე წლის წინ პირადად შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის შესარჩევ კომისიაში მონაწილეობა? -რატომ მიხდიდა „ოცნება“ მადლობას მაშინ, როცა ჩემი ორგანიზაცია მათ და სხვა პარტიებსაც ინსტიტუციურ გაძლიერებასა და შიდადემოკრატიული პროცესების განვითარებაში ეხმარებოდა? -პასუხი მარტივია: მათთვის „პროფესიონალი“ ხარ მაშინ, როცა ეხმარები, და „მტერი“ ხდები იმ წუთიდან, როგორც კი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ალტერნატივას ქმნი. მათ არაფერი აქვთ სათქმელი მომავალზე, ამიტომაც იქექებიან წარსულის აჩრდილებში იმის მიუხედავად, რომ იქ მათთვის ხელმოსაჭიდი არაფერია. ჩემს ბიოგრაფიაში კითხვის ნიშნები არ არსებობს - არსებობს მხოლოდ პროფესიული გზა, რომელიც ყოველთვის გამჭვირვალე იყო. ვიწვევ ირაკლი კობახიძეს თანასწორ საჯარო დებატებში ქუთაისში, პირისპირ, ხალხის თანდასწრებით. ვისაუბროთ არა „წიაღებზე“, არამედ იმაზე, თუ რატომ შეიყვანეს ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში, რატომ მოგვაქციეს იზოლაციაში, რატომ გაძარცვეს ბიუჯეტი და რატომ ცარიელდება საქართველო მასობრივი ემიგრაციის გამო. ეჭვი მეპარება ნამდვილ პრობლემებზე ღია და საჯარო საუბარი გაბედოს. მათი „წიაღი“ ერთი ადამიანის მორჩილება და მლიქვნელობითა და მომხვეჭელობით აშენებული სასახლეა. „თავისუფლების მოედნის“ წიაღი კი პატიოსნება და საქმის კეთებაა. შევხვდებით საჯარო დებატებში - თუ, რა თქმა უნდა, კაბინეტიდან ხალხში გამოსვლის არ გეშინიათ", - წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. https://www.newpress.ge/index.php/37386 თიბისი ტექსკოლა - გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ http://newpress.ge/uploads/all/images/%20%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90_1.jpg რეგისტრაცია 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. თიბისი, განათლების ხელმისაწვდომობისა და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ახალი თაობის გაძლიერების მიზნით, თიბისი ტექსკოლის პროგრამას კიდევ უფრო აფართოებს და მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. თიბისი ტექსკოლა, 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის, ქმნის გამორჩეულ შესაძლებლობას -  დაეუფლონ ტექნოლოგიებს და ამ დარგში არსებული მრავალფეროვანი ინოვაციები საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, ონლაინ და სრულიად უფასოდ შეისწავლონ. თიბისი ტექსკოლაში სწავლება ეფუძნება პრაქტიკულ გამოცდილებას და რეალურ ინდუსტრიაში გამოყენებად ცოდნას. კურსებს, თიბისის პროფესიონალებთან ერთად, სფეროს წამყვანი ლექტორები უძღვებიან, რომლებსაც ტექნოლოგიურ სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ და მოსწავლეებს ეხმარებიან, თეორიული ცოდნა რეალური ამოცანების გადაჭრაში გამოიყენონ. ტექსკოლაში რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ორეტაპიანი კონკურსის შემდეგ შერჩეული მონაწილეები 3 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეისწავლიან: ვებგვერდების აწყობა  UI/UX დიზაინი  შესავალი ხელოვნურ ინტელექტში  ვებგვერდების პროგრამირება მობილური აპლიკაციების შექმნა  გრაფიკული დიზაინი  სოციალური მედია მარკეტინგი    თიბისი ტექსკოლის ექვსი წარმატებული სემესტრის შემდეგ, 4000-მა უფროსკლასელმა უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები ტექ სფეროში. მათსავით, შენც თუ გჯერა შენი მიზნების - ტექსკოლაში მიღებული ცოდნა, ტექნოლოგიების სამყაროში, დიდი სიახლეების დასაწყისი იქნება. თიბისი მრავალი წელია ქმნის და მხარს უჭერს საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას ეხმარება თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მიღებაში. ბრენდის მიზანია ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა განათლების გზით შექმნან საკუთარი წარმატების ისტორია და მოემზადონ მომავლის პროფესიული გამოწვევებისთვის. https://www.newpress.ge/index.php/37384 2025 წელს 12 ქალის მკვლელობისა და 21 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90.PNG 8 მარტთან დაკავშირებით განცხადება სახალხო დამცველმა გააკეთა. 2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობის და 21 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელსაც ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.  როგორც სახალხო დამცვერლი მიუთითებს, კვლავ  აქტუალურია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ძალადობის აღმოფხვრისაკენ ბრძოლის საკითხები.  „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო ბოლო ათწლეულის განმავლობაში გააძლიერა სამართლებრივი ჩარჩო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით, დაინერგა დაცვისა და მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმი, გაძლიერდა მსხვერპლთა დაცვის სერვისები და გაიზარდა შესაბამისი უწყებების კოორდინაცია. აღნიშნულმა რეფორმებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ძალადობის შემთხვევების გამოვლენაზე, პრევენციასა და ეფექტიან რეაგირებაზე. ამასთანავე, კვლავ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან თანმიმდევრული და ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემის შემდგომი გაძლიერება. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობის და 21 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი. კვლავ ვლინდება შემთხვევები, როდესაც, შესაძლო ძალადობის შესახებ სახელმწიფოს წინასწარი ინფორმაციის მიუხედავად, ქალის მკვლელობის/მკვლელობის მცდელობის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ქალების შრომითი უფლებების სრულფასოვანი რეალიზება და მათი ეკონომიკურ ცხოვრებაში თანაბარი ჩართულობა და შრომის თანაბარი ანაზღაურება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას სისტემური და ეფექტური ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის, მათი გაძლიერების, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად და გამოთქვამს მზაობას ითანამშრომლოს სახელმწიფო   https://www.newpress.ge/index.php/37381 ავტორიტარიზმის სწრაფი კონსოლიდაცია აზიანებს ქალთა უფლებებს და მდგომარეობას ქვეყანაში - საია http://newpress.ge/uploads/all/images/1%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90.jpg საია ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ანტიგენდერული, დისკრიმინაციული ნარატივები კვლავ აქტიურად გამოიყენება ავტორიტარული ტენდენციების გამართლებისათვის,  - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაშია ნათქვამი. საია ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, საქართველოში ავტორიტარიზმის სწრაფი კონსოლიდაცია, სამოქალაქო სივრცის შევიწროება და ადამიანის უფლებებისთვის ძირის გამოთხრა მნიშვნელოვნად აზიანებს ქალთა უფლებებს და მდგომარეობას ქვეყანაში.  „8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ქალთა და მამაკაცთა შორის არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფა, ქალთა და გოგონათა განვითარების შესაძლებლობების შექმნა და გენდერულად მოტივირებული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებებია. საქართველოში ავტორიტარიზმის სწრაფი კონსოლიდაცია, სამოქალაქო სივრცის შევიწროება და ადამიანის უფლებებისთვის ძირის გამოთხრა მნიშვნელოვნად აზიანებს ქალთა უფლებებს და მდგომარეობას ქვეყანაში. “ქართული ოცნება” გენდერული თანასწორობის მრავალი გამოწვევის დაძლევის ნაცვლად, თავად იყენებს გენდერულ სტერეოტიპებს, დეზინფორმაციას და შეურაცხყოფას, როგორც ძალაუფლების გამყარების იარაღს. აღსანიშნავია, რომ დღემდე ეფექტიანი გამოძიების გარეშე რჩება 2024-2025 წლებში საპროტესტო აქციების ქალი მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან გენდერულად მოტივირებული შეურაცხყოფისა და ძალადობის გამოყენების შემთხვევები. ამასთან, 2025 წელს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა არაერთმა პირმა, მათ შორის, ქალებმა, განაცხადეს, რომ დაკავების შემდგომ მათ იძულებით სრულად აშიშვლებდნენ პირადი ჩხრეკის/დათვალიერების საბაბით აღნიშნული პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და მიზნად ისახავს დაკავებულების ჩაყენებას მოწყვლად, ღირსების შემლახავ, დამამცირებელ მდგომარეობაში. მაშინ, როდესაც გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე სახელმწიფოს რეაგირების ერთ-ერთი მთავარი რგოლი, პოლიცია, თავად ავლენს სექსისტურ, შეუწყნარებელ დამოკიდებულებას ქალების მიმართ, რასაც დაუსჯელობით ახალისებს და მხარს უჭერს სახელმწიფო, ძირი ეთხრება სახელმწიფო მექანიზმებისადმი ისედაც მყიფე ნდობას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხრიდან და ხალისდება ძალადობისა და უთანასწორობის ზოგადი გარემო. ამასთან, ანტიგენდერული, დისკრიმინაციული ნარატივები კვლავ აქტიურად გამოიყენება ავტორიტარული ტენდენციების გამართლებისათვის. 2025 წელს "ქართულმა ოცნებამ" კანონმდებლობიდან ტერმინი „გენდერი“ სრულად ამოიღო. საკანონმდებლო ცვლილებები ეფუძნება მცდარ, დეზინფორმაციულ ნარატივს, თითქოს “უცხოური გავლენისა და მათი წარმომადგენლების აქტიური ლობირებით, მიზანმიმართულად ხდებოდა ხელოვნური ტერმინის - „გენდერის“ დანერგვა”. სინამდვილეში, სტამბოლის კონვენციის მიხედვით, ტერმინი “გენდერი” გულისხმობს სოციალურად კონსტრუირებულ როლებს, ქცევას, საქმიანობას ან მახასიათებლებს, რომლებსაც საზოგადოება შესაფერისად მიიჩნევს ქალის ან მამაკაცისათვის. გარკვეული როლები ან სტერეოტიპები ხელს უწყობს არასასურველ და საზიანო პრაქტიკას და ქალთა მიმართ ძალადობისადმი მიმღებლობას. სტამბოლის კონვენციის განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა გააზრებული უნდა იყოს გენდერულ ჭრილში, რაც უნდა იქცეს ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და მხარდაჭერაზე მიმართული ღონისძიებების საფუძვლად. კანონმდებლობიდან გენდერის ცნების გაქრობა არ არის მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილება და ძირს უთხრის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით წლების განმავლობაში გაწეულ ძალისხმევას, ქმნის საფუძველს ძალადობის თუ უთანასწორობის გენდერული პერსპექტივის გაუთვალისწინებლობის, სოციალური და კულტურული ფაქტორების უგულებელყოფისთვის, რაც პრობლემებთან სისტემურ და საფუძვლიან ბრძოლას მნიშვნელოვნად ართულებს. ამასთან, კვლავ ძალაშია "ქართული ოცნების" მიერ, 2024 წლის სექტემბერში მიღებული ჰომოფობიური/ტრანსფობიური კანონები, რომლებიც სიძულვილის შემცველ ნარატივებს და გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციულ ნარატივებს ეფუძნება, სხვა საკანონმდებლო ინიციატივების მსგავსად, სხვა კანონების მსგავსად, მიღებულია დემოკრატიული ჩართულობის, ექსპერტების და საზოგადოების სხვა ჯგუფების მონაწილეობის გარეშე და შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან. ამის პარალელურად გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, რაც არსებითი თანასწორობის მიღწევის გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს. მიუხედავად უფლებადამცველთა მიერ წლების განმავლობაში გაწეული ადვოკატირებისა, საქართველოს კანონმდებლობა, რიგ შემთხვევებში კვლავ შეუთავსებელია სტამბოლის კონვენციის სტანდარტებთან. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს გაუპატიურების საკანონმდებლო განმარტება წარმოადგენს, რომელიც ნაცვლად თანხმობის არსებობისა, კვლავ ძალადობის კომპონენტზე აკეთებს მითითებას. გამოწვევას წარმოადგენს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სამართალდამცავი პირების არასაკმარისი და არაეფექტიანი რეაგირება, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების ყოველმხრივი გამოძიებისა და დაზარალებულების ეფექტიანი დაცვის ნაკლებობა, კანონის არასწორი განმარტების გამო გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე რისკის შეფასებასა და შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარის თქმა. პრობლემურია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით, ერთი მხრივ, საინფორმაციო კამპანიების ნაკლებობა საზოგადოებისთვის, მეორე მხრივ, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები პროფესიონალთათვის. წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა ინსტიტუციას შორის კოორდინირებული მუშაობა ძალადობის სხვადასხვა ფორმის, მათ შორის, ადრეული ქორწინების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. ამასთან, გამოწვევად რჩება ქალების საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კომიტეტის მიერ 2026 წლის თებერვალში გამოქვეყნებული დასკვნითი შეფასებებში კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპებისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის, გამო, და აღნიშნავს, რომ ეს იწვევს ქალებისთვის ზრუნვისა და შინ შრომის არაპროპორციულად დიდი, აუნაზღაურებელი ტვირთის დაკისრებას, რაც აფერხებს მათ სრულ და თანაბარ მონაწილეობას შრომის ბაზარზე და ზღუდავს მათ წარმომადგენლობას გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე. კომიტეტი ასევე შეშფოთებულია ქალთა კონცენტრაციით ნაკლებად ანაზღაურებად დასაქმების სექტორებში, რაც ხელს უწყობს ანაზღაურებაში გენდერით განპირობებული სხვაობის არსებობას. კომიტეტმა ასევე შეშფოთება გამოთქვა ქალების სიღარიბის შედარებით მაღალი მაჩვენებლის გამო. ფართოდ გავრცელებულ პრობლემად რჩება სამუშაო ადგილზე ქალების სექსუალური შევიწროება. შემაშფოთებელია, რომ კვლევების მიხედვით, სექსუალური შევიწროების შემთხვევათა უმეტესობა შეტყობინების გარეშე რჩება. ზემოთ განხილული გამოწვევების ფონზე, “ქართული ოცნება” სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებითა და კანონმდებლობით კიდევ უფრო ზღუდავს ქალებისა და გოგოების შესაძლებლობას, მიიღონ იურიდიული დახმარება და ისარგებლონ მხარდამჭერი სერვისებით. სამოქალაქო სივრცის განადგურება ასევე ზღუდავს ინფორმირებულობის გაზრდის კუთხით სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შესაძლებლობას და გენდერული თანასწორობისათვის ადვოკატირებას “უცხოური გავლენის იდეოლოგიის ლობირებად” წარმოაჩენს. აღნიშნული ცხადყოფს, რომ ავტორიტარული ძალაუფლების კონსოლიდაციის პრაქტიკებს ის არასაკმარისი პროგრესიც კი ეწირება, რომელიც ქვეყანას ქალთა უფლებების დაცვის კუთხით 2024 წლამდე ჰქონდა”, - აცხადებს საია. https://www.newpress.ge/index.php/37380 ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას გადახედავენ http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94%207.jpeg კობახიძის თქმით, „მანკიერი იდეოლოგიის“ ბრალია ქორწინებისა და შობადობის შემცირება. თუ სტამბოლის კონვენციასთან ან შესაბამის კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც დაფუძნებულია სტამბოლის კონვენციაზე, არის კითხვის ნიშნები, ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმუშაოთ, - ამის შესახებ ქართული ოცნების მთავრობის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია გუშინ, 7 მარტს „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს, არის სერიოზული ზეწოლა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით.  კობახიძის თქმით, „მანკიერი იდეოლოგიის“ ბრალია ქორწინებისა და შობადობის შემცირება. „თქვენ იცით, რამხელა ზეწოლის გადატანა მოგვიხდა გასული წლების განმავლობაში. რეალურად იყო ძალიან დიდი ზეწოლა, რომ საქართველოშიც დანერგილიყო მანკიერი იდეოლოგია. დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს. არის სერიოზული ზეწოლა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით. იყო წლები, როდესაც ამას, უბრალოდ, ვერ გარისკავდა ხელისუფლება, შეუძლებელი იყო ზეწოლის გაძლება, როდესაც დავინახეთ, რომ შესაძლებელი იყო ამ იდეოლოგიასთან დაპირისპირება, მაშინვე მივიღეთ ზომები და სხვა მიმართულებითაც შეიძლება მუშაობის გაგრძელება. თუ სტამბოლის კონვენციასთან ან შესაბამის კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც დაფუძნებულია სტამბოლის კონვენციაზე, არის კითხვის ნიშნები, ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმუშაოთ. საქმე უკვე ვაჩვენეთ საზოგადოებას, როდესაც კონკრეტული კანონები მივიღეთ და კონკრეტული კანონები გავაუქმეთ. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. აბსოლუტურად ვიზიარებთ დამოკიდებულებას, რომ იდეოლოგია არის პრობლემური და ამ იდეოლოგიას აქვს კონკრეტული ხელშესახები უარყოფითი შედეგები, რაც აისახება ქორწინების და შობადობის სტატისტიკაზე. ამიტომ მუშაობა არის გასაგრძელებელი და გავაგრძელებთ იმას, რაც აქტიურად დავიწყეთ, ორი წელიწადია“, – განაცხადა კობახიძემ   https://www.newpress.ge/index.php/37379 აბიტურიენტები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოხვდება, პროფესიულში ჩაირიცხებიან http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%93%E1%83%90%203.jpg მინისტრის თქმით, მათ გამოცდების ხელმეორედ ჩაბარება არ დასჭირდებათ. განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველოში პირველად, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შესაძლებლობა ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში დარეგისტრირებულ იმ აბიტურიენტებსაც ექნებათ, რომლებიც აკადემიურ პროგრამებთან ერთად, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსაც აირჩევენ. განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში აბიტურიენტებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საშუალება დამატებითი შერჩევის პროცედურის გარეშე, შესაბამის საგანში მიღებული შეფასების საფუძველზე, ექნებათ. „ჩარიცხვისთვის აუცილებელი იქნება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მიხედვით განსაზღვრული საგნის ჩაბარება. კერძოდ, თუ აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბარებს მათემატიკას, მას შეუძლია, აირჩიოს ნებისმიერი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ჩარიცხვის წინაპირობა სწორედ მათემატიკის გამოცდაა. დეტალური ინფორმაცია სრულად იქნება ასახული აბიტურიენტის ცნობარში, რომელიც აპრილის თვის დასაწყისში გამოქვეყნდება. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტმა უნდა გადალახოს ერთიანი ეროვნული გამოცდების შესაბამისი საგნისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ნახევარზე მეტი. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ასარჩევი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები მრავალფეროვანი იქნება და მოიცავს ისეთ მოთხოვნად მიმართულებებს, როგორებიცაა: ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტურიზმი, მომსახურება, მედიცინა, მშენებლობა და სხვა. გამოცხადებული ადგილების რაოდენობა 10 000-ს გადააჭარბებს, ხოლო მიღების პროცესში ჩაერთვებიან როგორც საჯარო, ასევე კერძო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები. გარდა აბიტურიენტებისთვის შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა, რომელიც წარმოადგენს პროფესიულ პროგრამებზე ჩასარიცხად დამატებით საშუალებას, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება წელს ტრადიციულად გამოცხადდება ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე", - აცხადებს განათლების სამინისტრო. https://www.newpress.ge/index.php/37376 ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის - სახდეპი http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%98.PNG ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის  - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადეს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის  განცხადებაშია აღნიშნული, სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. „ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის. სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობიდან და კეთილდღეობიდან, რასაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს. ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად”, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში. https://www.newpress.ge/index.php/37372 „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ დაამტკიცა კანონი, რომელიც ხელისუფლების არაღიარებას კრძალავს http://newpress.ge/uploads/all/images/parlamenti_w_h.jpeg პარლამენტმა რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. პარლამენტმა საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სხვა აკრძალვებთან ერთად ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარებას კრძალავს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლითაც გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები და საკანონმდებლო ნორმები კიდევ უფრო მკაცრდება, მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, 9 კი წინააღდეგი წავიდა. ცვლილებები შემდეგ კანონებში განხორციელდა: - „გრანტების შესახებ“ კანონი, „სისხლის სამართლის კოდექსი“, „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონი. კანონპროექტის თანახმად, პირებს, რომლებსაც გრანტი კანონის ამოქმედებამდე აქვთ მიღებული, კანონის ამოქმედების შემდეგ 1-თვიანი ვადა ექნებათ, საქართველოს მთავრობას მიმართონ. თავის მხრივ, მთავრობასაც 1-თვიანი ვადა აქვს, გასცეს პასუხი - უთხრას თანხმობა ან უარი. დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას - 6 წლამდე ვადით. „სისხლის სამართლის კოდექსის“ 194-ე მუხლს დამამძიმებელი გარემოება ემატება. კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. კანონის პროექტით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს დაარღვევს - კერძოდ კი, მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე. სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმიც. კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე. „სისხლი სამართლის კოდექსს“ კიდევ ერთი ახალი ნორმა დაემატა, რომლის თანახმად, კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა, სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოება იქნება. ასეთ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის კოდექსის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. სიახლეა ისიც, რომ „სისხლის სამართლის კოდექსში“ ჩაიწერა ახალი - 316-ე პრიმა მუხლი, სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“. ასეთი ქმედება გამოიწვევს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 400-დან 600 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას 3 - წლამდე ვადით. იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. ცვლილებები მეწარმე სუბიექტების მიერ საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებითაც განხორციელდა. მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორების შემთხვევაში მეწარმე სუბიექტებს პოლიტიკური აქტივობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილება განხორციელდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში. კანონპროექტით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, აეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში. ტერმინი „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე“, ტერმინით - „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე“ ნაცვლდება და მისი შინაარსი ფართოვდება. კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის შეზღუდვები, რაც განსაზღვრულია პოლიტიკური პარტიისათვის, „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე“ სუბიექტებზეც გავრცელდება. უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში, განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირისა და განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.   https://www.newpress.ge/index.php/37368 თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა - მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში, რისი თქმა შეგვიძლია? http://newpress.ge/uploads/all/images/-a5_6.jpg სამწუხაროდ, ყველა ჩვენგანი ახალი ამბების მოლოდინში ვართ. რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები? რა ზეგავლენა იქნება საქართველოს ეკონომიკაზე? ვეცდებით მოკლედ შევაჯამოთ ძირითადი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ფაქტორები.  ჩვენი აზრით, დღევანდელი გადასახედიდან, პირველ რიგში მნიშვნელოვანი ტურიზმის სექტორზე ზეგავლენაა. მართალია, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წილი ტურისტულ შემოდინებებში დაახლოებით 21%-ს შეადგენს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც შეიძლება იყოს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო თვეებში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში მკვეთრი ზრდა ფიქსირდებოდა, რადგანაც ერთია, როდესაც ზრდის ტემპი ეცემა ან მცირედით უარყოფითი ხდება და მეორეა, როდესაც შემოსავლების მნიშვნელოვან კლებას აქვს ადგილი. იგივე შეიძლება ითქვას სავალუტო ბაზარზე ვალუტის ჯამურ მიწოდებაზეც. გასული წლის მსგავსად, ჩვენი წინასწარი შეფასებით, თებერვალიც სებ-ის მიერ ვალუტის შესყიდვის მიმართულებით ერთ-ერთ რეკორდული თვე იყო, დაახლოებით 420 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 2.9 მილიარდი აშშ დოლარი.  მაშინ მცირედით, მაგრამ მაინც რატომ გაუფასურდა ლარი? ჩვენი აზრით ცალსახაა, რომ ამის მიზეზი კონვერტაციებია. ცნობილია, რომ ეს ფაქტორი, ლარის კურსის კუთხით, სავალუტო შემოდინებებზე არანაკლები და ხშირად უფრო მეტი მნიშვნელობისაა. ამასთან, არა მხოლოდ, მაგრამ განსაკუთრებით კონვერტაციებით გამოწვეული ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, გასული პერიოდის პრაქტიკიდან გამომდინარე, ვფიქრობთ რომ სებ-ის ინტერვენციებს ექნება ადგილი. ამ მხრივ, ასევე არგუმენტია გაზრდილი ნავთობის ფასების გამო მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია. ამდენად, მთლიანობაში ლარის კურსის კუთხით ჩვენი შეფასება უფრო ნეიტრალურია. ეკონომიკის ზრდას რაც შეეხება, ვფიქრობთ, რომ ეფექტი ზომიერად, მაგრამ ნეგატიური იქნება, თავისთავად, სენტიმენტების გათვალისწინებით. ამასთან, ბუნებრივია მოვლენათა განვითარებას გააჩნია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ შარშან ისრაელის მოქალაქეებმა ჩვენთან უფრო მეტი ბინა შეიძინეს, ვიდრე რუსეთის მოქალაქეებმა. ისევე, როგორც უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენა მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოიკვეთა.  პრაქტიკული თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია მიმდინარე მოვლენების ფონზე საერთაშორისო მასშტაბით აშშ დოლარის ქცევა. კერძოდ, თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის სტრატეგიის ფარგლებში. ისტორიულად, აშშ დოლარის, როგორც უსაფრთხო აქტივის სტატუსი დოლარში სესხების საწინააღმდეგო არგუმენტს წარმოადგენდა, რადგანაც მსოფლიო კრიზისებისას ერთდროულად გაყიდვების შემცირება და ვალის ზრდა მაქსიმალურად უნდა იქნას თავიდან აცილებული. ამ მხრივ, დაახლოებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვითარება გარკვეულწილად მაინც შეიცვალა.   იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007406-macro-update-georgia     https://www.newpress.ge/index.php/37367 საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%9D.PNG კანონპროექტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.  „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ გათვალისწინებული ცვლილებებით, საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება.  - კანონპროექტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზხადებული ცვლილებების თანახმად, იზრდება ჯარიმები მანევრირების წესების დარღვევაზე (100 ლარამდე და 20 ქულის დაკლება), სიჩქარის გადაჭარბებაზე (100 ლარამდე), უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობასა და საჭესთან მობილურით სარგებლობაზე (50 ლარამდე და 10 ქულის დაკლება). 50 ლარამდე იზრდება დგომა-გაჩერების წესების დარღვევის სანქცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა დიდ ქალაქებსა და კურორტებზე. დამატებით, 200 ლარით დაჯარიმდება „BUS LANE“-ზე საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა, ხოლო ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე გაჩერება 100 ლარით და ავტომობილის ევაკუაციით დასრულდება. მკაცრდება სანქციები ე.წ. „დრიფტზეც“ — ქონების ან პირის დაზიანების შემთხვევაში 500-ლარიან ჯარიმასთან ერთად მართვის უფლება 6 თვით შეუჩერდება. გარდა ამისა, 2 000-დან 5 000 ლარამდე იზრდება ჯარიმები გზისა და ინფრასტრუქტურის დაზიანებისა და უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის.     https://www.newpress.ge/index.php/37366 თიბისი - ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს http://newpress.ge/uploads/all/images/Press%20%20copy%402x-100.jpg შეთავაზებების პირობები და დეტალები არის აქ. თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ქმნის და ავითარებს, ისეთ პროდუქტებსა თუ სერვისებს, რომლებიც მაქსიმალურად მორგებულია მათ საჭიროებებზე და უმარტივებს ყოველდღიურობას.   გაზაფხულის დადგომასთან ერთად, თიბისიმ მომხმარებლების სურვილები და საჭიროებები ამჯერადაც გაითვალისწინა და მათ მარტის თვეში (2,3,7,8 მარტი) პარტნიორ ობიექტებთან ერთად, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა.  შეთავაზებებით ისარგებლებენ, როგორც ახალი თიბისი ბარათის და ახალი კონცეპტ ბარათების, ისე - ერთგული საკრედიტო ბარათის მფლობელები.   შეთავაზებების პირობები და დეტალები ხელმისაწვდომია ბმულზე. ახალი თიბისი ბარათი, რომელიც უკვე მილიონ მომხმარებელს აერთიანებს, მრავალი უპირატესობით გამოირჩევა და მოიცავს: წვდომას ასობით განსაკუთრებულ შეთავაზებაზე, რომელიც მუდმივად ახლდება;  ქეშბექის მომენტალურ დაბრუნებას ერთგულ ყულაბაში და მის მარტივ, შეუზღუდავ გამოყენებას;  უფასო განაღდებას საქართველოში ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან ლარში, ლიმიტის ფარგლებში;  მობაილბანკიდან კომუნალურ გადახდებს საკომისიოს გარეშე, უფასო გადარიცხვასა და სხვა შეღავათებს. გაუმჯობესებული პირობებით- სამმაგი დაგროვებით, სამოგზაურო და სხვა უპირატესობებით სარგებლობის შესაძლებლობას ახალი თიბისი კონცეპტ და კონცეპტ 360 ბარათებით.  ახალი თიბისი ბარათების აღება შესაძლებელია წამებში, მობაილბანკიდან, ფილიალებში მისვლისა და ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე.  https://www.newpress.ge/index.php/37364 ნარკოდანაშაულის ფაქტებზე ხუთ პირს ბრალი წარედგინა http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%9D.PNG ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარედგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.   „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას და ფსიქოტროპული ნივთიერებას - „მეთადონს“, „მორფინს“-ს, ,,კოდეინს’’, ,,თებაინს’’, ,,გამომშრალ მარიხუანა’’-ს და ფსიქოტროპილ ნივთიერება ,,კეტამინს’’. გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები ამოიღეს. ასევე, სამი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები", -აცხადებს პროკურატურა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. https://www.newpress.ge/index.php/37363 თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად http://newpress.ge/uploads/all/images/Press%20%402x-100%20(1).jpg   თიბისიმ, მომხმარებელთა ყოველდღიურობის გასამარტივებლად, კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი- QR გადარიცხვა დანერგა, რომელიც თანხის გადარიცხვისა და მიღების პროცესს მაქსიმალურად კომფორტულსა და სწრაფს ხდის. ახალი პროდუქტის გამოყენებით, თანხის მიმღებს აღარ უწევს ანგარიშის ნომრის ან პირადი ნომრის ზეპირად კარნახი ან დაკოპირება, ხოლო გადამრიცხველს- ანგარიშის დაზუსტება, მონაცემების ხელით შეყვანა ან მიმღების გადამოწმება. ამ მომაბეზრებელი პროცესის ნაცვლად, თანხის მიმღებ ფიზიკურ პირს შეუძლია თიბისის მობაილბანკში შევიდეს, გადავიდეს საკუთარ IBAN ანგარიშზე და იქვე იპოვოს QR კოდი, რომელსაც დაასკანერებინებს გადამრიცხველს. შედეგად, გადარიცხვა ხორციელდება სწრაფად და მარტივად, ხოლო თანხა მიმღებს მყისიერად ესახება. QR კოდის დასკანერებისას მომხმარებელი გადადის სპეციალურ გვერდზე, სადაც შეუძლია აირჩიოს გადარიცხვის მისთვის სასურველი მეთოდი- Apple pay-თ ან Google Pay-თ, ნებისმიერი მიბმული ბარათით. გადარიცხვა ხდება მხოლოდ ლარში და ყოველგვარი საკომისიოს გარეშე.  QR-ით მომენტალური გადარიცხვა შეუძლია ნებისმიერი სხვა ქართული ბანკის მომხმარებელსაც- სხვა ბანკის ბარათით ან მობაილბანკით.  QR-ით გადარიცხვა ასევე სწრაფი და კომფორტულია ისეთ სივრცეებში, როგორიცაა: ბაზრობები, სამკერვალოები, მცირე მომსახურების ობიექტები...  თიბისი მუდმივად ქმნის და ავითარებს ისეთ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლების საჭიროებებზე და მათ ცხოვრებას ამარტივებს. https://www.newpress.ge/index.php/37357 თიბისი კონცეპტი - კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი http://newpress.ge/uploads/all/images/5_4.jpg 3 გამარჯვებულს გადაეცემა კანის კინოფესტივალის საგზური. ყველაზე მასშტაბური კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერითა და ორგანიზებით, თიბისი კონცეპტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში კულტურის სფეროს გაძლიერებას. მომხმარებლებს კი, შესაძლებლობას აძლევს, პირველები გაეცნონ მსოფლიო თუ ადგილობრივ სიახლეებს ხელოვნებაში, მარტივად დაესწრონ პრესტიჟულ ფესტივალებს, კონცერტებსა თუ გამოფენებს.  უკვე მეორედ, თიბისი კონცეპტი Mastercard-თან ერთად, მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უმზადებს და საშუალებას აძლევს, გაემგზავრონ მსოფლიო კულტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ღონისძიებაზე -  კანის კინოფესტივალზე და მონაწილეობა მიიღონ კინემატოგრაფიის წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაში.   2026 წლის 1-31 მარტის ჩათვლით, კონცეპტ Mastercard World Elite-ის ძველი და ახალი ბარათების მფლობელები, რომლებიც შეასრულებენ მინიმუმ 5 გადახდას საერთაშორისო ელ.კომერციაში (ონლაინ შოპინგი ან სხვა ტიპის გადახდები საერთაშორისო პლატფორმებზე) და ჯამურად დააგროვებენ ყველაზე მეტი თანხის მოცულობის ტრანზაქციებს, მოხვდებიან 3 გამარჯვებულს შორის, რომლებსაც გადაეცემათ კანის კინოფესტივალის საგზური. კინოფესტივალის საგზური მოიცავს:  2-კაციან საგზურს კანის კინოფესტივალზე  ავიაბილეთებს სასტუმრო Barriere Le Majestic-ში განთავსებას წითელ ხალიჩასა და კინოჩვენებებზე დასწრებას ფოტოსესიას ლანჩს და სადილს  შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად გადადით ბმულზე. 79-ე საერთაშორისო კანის კინოფესტივალი 2026 წლის 12–23 მაისს საფრანგეთში, ქალაქ კანში, Palais des Festivals et des Congrès-ში, გაიმართება. ფესტივალის პროგრამა ტრადიციულად მოიცავს ოფიციალურ საკონკურსო ჩვენებებს, საერთაშორისო პრემიერებს, სპეციალურ სექციებსა და ინდუსტრიულ ღონისძიებებს. განსაკუთრებული ადგილი უკავია წითელი ხალიჩის ცერემონიებს, სადაც კინოსამყაროს ვარსკვლავები და პროფესიონალები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ხვდებიან.  1946 წლიდან ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს წამყვან რეჟისორებს, მსახიობებს, პროდიუსერებსა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მომავალი წლის კინოინდუსტრიის ტენდენციებს. კანის კინოფესტივალის გენერალური სპონსორია Mastercard.    https://www.newpress.ge/index.php/37356 12 წლის ქუთაისელმა მხატვარმა გლობალური კონკურსის საგზური მოიპოვა http://newpress.ge/uploads/all/images/_40.jpg კონკურსის ფინალი ივლისში გაიმართება. ქუთაისელი 12 წლის თვითნასწავლმა მხატვარმა მორიგ წარმატებას მიაღწია. ვან-მარია მესხი საქართველოში "ტოიტას" 2026 წლის კონკურსის გამაჯვებული გახდა.  მან საერთაშორისო კონკურსის საგზური მოიპოვა. კონკურსისთვის "Toyota Dream Car Art Contest" მსოფლიოს მასშტაბით 10 ახალგაზრდა მხატვარი შეირჩა. ვან-მარია მესხმა გამარჯვება 12-დან 15 წლამდე კატეგორიაში მოიპოვა. 12 წლის მხატვარი საქართველოს მსოფლიოს გლობალურ კონკურსზე ნამუშევრით "Education Collector" წარადგენს. კონკურსის ფინალი ივლისში გაიმართება.     https://www.newpress.ge/index.php/37354 როდის უნდა გამოვიყენოთ ფეხსაცმლის ჩასაფენი? http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98.jpeg ფართო არჩევანს მომხმარებლებს კომპანია „ახალი ხედვა“ სთავაზობს. ფეხსაცმლის ჩასაფენი ადამიანებს ტერფთან დაკავშირებული დაავადებების მართვის პროცესში ეხმარება და ამასთანავე, მათი წარმოქმნის პრევენციასაც უზრუნველყოფს. ეს პროდუქტი უკვე არსებულ პრობლემებს გვიწესრიგებს და ამასთანავე დიდი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში შესაძლო გართულებებისგან გვიცავს. ფეხსაცმლის ჩასაფენი გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:  მაღალი თაღი;  პირველი თითის ვალგუსური დეფორმაცია;  ქუსლის დეზი; აქილევსის მყესის დაზიანება;  სხვადასხვა ტერფის პათოლოგია. ამ დაავადებების მკურნალობის პროცესში აუცილებელია ფეხსაცმლის ჩასაფენის გამოყენება, რადგან ის ფეხს სტაბილურობას უნარჩუნებს და ტერფის მდგომარეობასაც აუმჯობესებს, განსაკუთრებით ვარჯიშის ან აქტიური დატვირთვის დროს. ფეხსაცმლის ჩასაფენების ფართო არჩევანს მომხმარებლებს კომპანია „ახალი ხედვა“ სთავაზობს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:  სილიკონის სუპინატორი - უზრუნველყოფს ტერფის სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას. გამოიყენება საყრდენ ზედაპირზე ტერფის ცალმხრივად გამოხატული ზეწოლის დროს (შიგნით ან გარეთა მხარეს). სილიკონის სუპინატორი ფეხსაცმელში კომფორტულად თავსდება. ფოლადის ჩასაფენი - უზრუნველყოფს ტერფზე ზეწოლის სწორ გადანაწილებას. ეს პროდუქტი გამოიყენება ბრტყელი თაღის კორექციისთვის და ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს. სილიკონის ჩასაფენი - გამოიყენება ბრტყელტერფიანობის დროს, ასრულებს ტერფის კუნთების მასაჟორის ფუნქციას. მისი გამოყენება შესაძლებელია სპორტული აქტივობებისა და მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს. ასევე, ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს. “ახალი ხედვის” ფეხსაცმლის ჩასაფენის შეძენა  თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმშია შესაძლებელი. გარდა ამისა, სასურველი პროდუქტის გამოწერა ონლაინ რეჟიმშიც შესაძლებელია. ტერფის დიაგნოსტიკის ჩატარება კი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე “ახალი ხედვის” ფილიალებში შეგიძლიათ.   https://www.newpress.ge/index.php/37351 ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა http://newpress.ge/uploads/all/images/New-York-Event-A5.png ღონისძიებას 100-ზე მეტი ინვესტორი და პარტნიორი ესწრებოდა. ნიუ-იორკში, Citigroup-ის სათავო ოფისში, თიბისიმ სტრატეგიის დღე 2026 გამართა, რომელსაც 100-ზე მეტი ინვესტორი და  პარტნიორი ესწრებოდა, სხვადასხვა ქვეყნიდან.  ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს, თიბისის აღმასრულებელმა მენეჯმენტმა, მიღწეული შედეგები, ამბიციური მიზნები და მომდევნო 5 წლის სტრატეგიული ხედვა წარუდგინა, როგორც საქართველოს, ისე - უზბეკეთის ბაზრებზე.  2030 წლისთვის, თიბისი ჯგუფის სტრატეგიული მიზნები სრულ თანხვედრაშია თიბისის მისიასთან - გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება -  მომხმარებლებისთვის უფრო სწრაფი, მარტივი და ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების გზით. მომდევნო რამდენიმე წელში, თიბისი საქართველოსა და უზბეკეთის ბაზრებზე ზრდის ტემპის დაჩქარებას, ბაზრის ლიდერის როლის კიდევ უფრო განმტკიცებას და ფინანსური და ბიზნესმაჩვენებლების გაუმჯობესებას გეგმავს.  თიბისის სტრატეგიული ხედვა 2030 წლისთვის:  გახდეს მომხმარებელზე უფრო მეტად ორიენტირებული კომპანია, მნიშვნელოვნად გაუმარტივოს მათ ხარისხიანი ფინანსური სერვისების და პროდუქტების მიწოდება;  ინოვაციური გადაწყვეტების და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, საქართველოს ბაზარზე ზრდისა და განვითარების ტემპის დაჩქარება;  ფინანსური სერვისების მიწოდების ბაზარზე, დომინანტური პოზიციების გაძლიერება ყველა მიმართულებით, მათ შორის - ფიზიკური პირების და ბიზნესების მომსახურების მიმართულებით.   „ვამაყობ იმ შედეგებით, რასაც მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული კომპანია გავხდებით,  მათთვის ხარისხიანი ფინანსური სერვისების და პროდუქტების მიწოდებით  და ამით, კიდევ უფრო  მეტად გავუმარტივებთ  ადამიანებს ცხოვრებას, რაც თიბისის მისიაა“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორი.    https://www.newpress.ge/index.php/37349 დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით - თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია http://newpress.ge/uploads/all/images/a5%20(2)_2.jpg თიბისი და “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” წარმოგიდგენთ ინოვაციურ კამპანიას, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ყოველდღიური აქტივობა რეალურ ინვესტიციად აქციოთ. კონკურსის ფარგლებში გაქვთ შანსი, გლობალური კოპანიის - The Coca-Cola Company - 1000 დოლარამდე აქციიების მფლობელი გახდეთ. წესები მარტივია: გამარჯვებულია ის, ვინც Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაციაში ყველაზე მეტ ნაბიჯს დააგროვებს და ლიდერბორდის ტოპ ხუთეულში მოხვდება. აქციები საჩუქრის სახით თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე დაირიცხება. თიბისისა და “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” 12-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი პროექტი აქვთ ერთობლივად განხორციელებული. ახალი ინიციატივის მიზანია, გაზარდოს ცნობადობა და ხელმისაწვდომობა ალტერნატიულ საინვესტიციო პროდუქტებზე; ასევე, მეტ ადამიანს მისცეს მოტივაცია, დაიწყოს ინვესტირება აშშ-ის საფონდო ბირჟაზე, 1 დოლარიდან. ლიდერბორდში მონაწილეობის მისაღებად, თიბისი მობაილბანკის საინვესტიციო ანგარიში და Coca-Cola Rewards Georgia აპლიკაცია დაგჭირდებათ: Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაციაში უნდა შეიყვანოთ კოკა-კოლას თავსახურზე მოთავსებული კოდი; შემდეგ კი, შეძლებთ, გაააქტიუროთ სიარულის რეჟიმი და გაიაროთ, რაც შეიძლება მეტი ნაბიჯი. გათამაშება 16 თებერვლიდან 13 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება და სულ 20 გამარჯვებულს გამოავლენს. ორ კვირაში ერთხელ, ტოპ 5 კონკურსანტი მიიღებს კოკა-კოლას აქციებს, 200-დან 1000 დოლარამდე.  თიბისის მობაილბანკში საინვესტიციო ანგარიშის გახსნა 1 წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. პლატფორმის მეშვეობით, შეგიძლიათ, გახდეთ აშშ-ის ბირჟაზე წამყვანი კომპანიების აქციების მფლობელი და დააგროვოთ ინვესტიცია. თუ ჯერ არ გაქვთ საინვესტიციო ანგარიში, გახსენით: https://app.tbcbank.ge/YiId/rhkvpcsa  თამაშის წესებს დეტალურად, შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.   https://www.newpress.ge/index.php/37348 თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა - Euromoney http://newpress.ge/uploads/all/images/227c4a4.jpeg საერთაშორისო გამოცემამ - Euromoney, 2026 წლის ვაჭრობის დაფინანსების გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც თიბისიმ საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკის ჯილდო მოიპოვა. ამ კატეგორიაში ბანკმა ჯილდო უკვე მეექვსედ მიიღო.  Euromoney-ს ყოველწლიური კვლევა კორპორატიული კლიენტების შეფასებებს ეფუძნება და ასახავს მათს კმაყოფილებას სავაჭრო დაფინანსების მიმართულებით - მომსახურების ხარისხის, პროდუქტის შეთავაზებებისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მიხედვით.  კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ თიბისი კორპორატიული კლიენტებისთვის სანდო პარტნიორია და ბიზნესს მათს საჭიროებებზე მორგებულ, თანამედროვე ფინანსურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. “ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკის ჯილდო თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რადგან გამოკითხვაში უშუალოდ ჩვენი მომხმარებლები მონაწილეობენ. თიბისისთვის, როგორც ბიზნესის N1 მხარდამჭერისთვის, პარტნიორების შეფასება ყველაზე მნიშვნელოვანია. გამოკითხვის შედეგები კი ადასტურებს, რომ ჩვენი კლიენტები გვენდობიან და არამხოლოდ ფინანსურ მხარდამჭერად, არამედ, სანდო პარტნიორად მიგვიჩნევენ. ეს ჯილდო კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ლიდერულ პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების სექტორში, სადაც 45%-ზე მეტი საბაზრო წილი გვიკავია, ხოლო ჩვენი პორტფელი 2.5 მილიარდ ლარს შეადგენს”,- თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი. უკვე თითქმის 30 წელია, Euromoney-ს ვაჭრობის დაფინანსების გამოკითხვა ტარდება და ამ სექტორში მოქმედი მსოფლიო ბანკებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ბენჩმარკინგ კვლევად მიიჩნევა. 2026 წლის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 12,700-მა სპეციალისტმა და კორპორატიულმა ფინანსურმა მენეჯერმა 96 ქვეყნიდან, რომლებმაც 436 ფინანსური ინსტიტუტი შეაფასეს. https://www.newpress.ge/index.php/37345 თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%20(1).jpg პროგრამას ორი ახალი მიმართულება ემატება. თიბისი, განათლების ხელმისაწვდომობისა და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ახალი თაობის გაძლიერების მიზნით, თიბისი ტექსკოლის პროგრამას კიდევ უფრო აფართოებს და მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ინიციატივა საქართველოს ყველა რეგიონიდან 9-12 კლასის მოსწავლეებს აერთიანებს და მათ ტექნოლოგიურ სფეროში პრაქტიკული უნარების მიღების შესაძლებლობას სრულიად უფასოდ სთავაზობს. თიბისი ტექსკოლის განახლებულ პროგრამას, გაზაფხულის და შემოდგომის სემესტრების პარალელურად, ორი ახალი მიმართულება ემატება: „თიბისი ტექსკოლის ელჩები“ და ხელოვნური ინტელექტის სპეციალური კურსი. „თიბისი ტექსკოლის ელჩები“ ტექსკოლის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თავად გახდნენ ცოდნის გამავრცელებლები და რთული ტექნოლოგიური საკითხები თანატოლებისთვის, პრეზენტაციის ტექნიკებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მარტივ და გასაგებ ფორმატში გადაიტანონ. „თიბისი ტექსკოლის ელჩები“, რომელსაც თიბისი ჯეოლაბთან და ბაქსვუდითან თანამშრომლობით ახორციელებს, თანატოლთა სწავლების საერთაშორისო მოდელებზეა დაფუძნებული და რეგიონებში ტექნოლოგიური ინიციატივების გაძლიერებას ისახავს მიზნად. 2026 წლის კიდევ ერთი სიახლე ხელოვნური ინტელექტის კურსია, რომელიც უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ მომავლის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უნარს და AI, იდეის შექმნიდან, მის ტექნიკურ განხორციელებამდე გამოიყენონ. კურსი პრაქტიკულ სწავლებაზეა დაფუძნებული და ვებ მენეჯმენტის, გრაფიკული დიზაინისა თუ AI პროგრამირების მიმართულებით მიღებული ცოდნის საფუძველზე, მოსწავლე კურსს რეალური ციფრული პროდუქტის შექმნით დაასრულებს. თიბისი ტექსკოლის სამთვიან ონლაინ კურსებზე უფროსკლასელები პროფესიონალ ლექტორებთან ერთად შეისწავლიან - პროგრამირებას, ვებგვერდის და მობილური აპლიკაციების შექმნასა, გრაფიკულ და UI/UX დიზაინს, სოციალურ მედია მარკეტინგსა და ხელოვნურ ინტელექტს. ტექსკოლაში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდანაა შესაძლებელი. თიბისი ტექსკოლას უკვე 2000-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. არ გამოგრჩეთ ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრის რეგისტრაცია, რომელიც 9 მარტს დაიწყება. მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების - სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული ცოდნით, იქნება ეს თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი თუ განათლების სხვა შესაძლებლობები, შექმნი პირველ ციფრული პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორია თავად დაწერ. https://www.newpress.ge/index.php/37341 თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა სადამდე გამყარდება ლარი? http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98-a5%20(1).jpg ზომიერი, მაგრამ გაუფასურება წლის ბოლოსათვის კვლავ მოსალოდნელია. 17 თებერვლის შემდგომ, აშშ დოლართან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.68-ის ნიშნულს ჩამოსცდა, რაც ბოლოს 2024 წლის მაისში დაფიქსირდა. ლარის გამყარების ტენდენცია გასული წლის პირველ ნახევარში გამოიკვეთა, შემდგომ მეტნაკლებად დასტაბილურდა, მიმდინარე წელს კი - განსაკუთრებით თებერვლიდან - გარკვეულწილად კვლავ აჩქარდა. მოკლევადიან პერიოდში ლარის გამყარების დინამიკა ჩვენს მოლოდინებს შეესაბამება, რაზეც წინა მაკროეკონომიკურ განახლებაში გვქონდა საუბარი. აღნიშნულის ფონზე, როგორც პუბლიკაციის შემდგომი გამოხმაურებები მოწმობს, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური შეკითხვაა: სადამდე გამყარდება ლარი?  სანამ უშუალოდ პასუხზე გადავალთ, კიდევ ერთხელ შევაჯამოთ თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის კარგად ცნობილი მიმდინარე გარემო და ლარზე მოქმედი ფაქტორების უახლესი დინამიკა: • აშშ დოლარის გაუფასურება გლობალურ ბაზრებზე - 2025 წლის დასაწყისიდან აშშ დოლარი როგორც ევროსთან, ასევე უფრო ფართო მასშტაბით, მნიშვნელოვნად გაუფასურდა. მიმდინარე წელს - მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენი შეფასებით, აშშ დოლარი ევროსთან მიმართებით ჯერ კიდევ გრძელვადიან წონასწორულ ნიშნულზე ძლიერი რჩება - აშშ დოლარის დამატებით მნიშვნელოვანი გაუფასურება საბაზო სცენარს არ წარმოადგენს. კერძოდ, ჩვენი პროგნოზით, ევრო/აშშ დოლარის გაცვლითი კურსი წლის ბოლოსთვის 1.22-ს მიაღწევს. ამდენად, ეს ფაქტორი ლარზე მხოლოდ მცირედით დადებითად იმოქმედებს. • ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები - ერთი მხრივ, საქონლისა და მომსახურების ექსპორტიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან გაზრდილი შემოდინებებისა და, მეორე მხრივ, იმპორტის ზრდის შენელების ფონზე, 2025 წელს საქართველოში წმინდა სავალუტო შემოდინებები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე წლის დასაწყისში სავალუტო შემოდინებები ძლიერი რჩება, რაც ლარის მხარდამჭერი ფაქტორია. • დეპოზიტების ლარიზაცია - 2024 წელს სენტიმენტების გაუარესების ფონზე დეპოზიტების დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაში დაკონვერტირდა, 2025 წელს კი აღნიშნული კონვერტაციების საპირისპირო მიმართულებით შემოტრიალებამ ლარის მხარდამჭერი გარემოს ჩამოყალიბების კუთხით ერთ-ერთი საკვანძო როლი შეასრულა. ამავდროულად, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, დღიურ შეფასებაზე დაყრდნობით, ლარიზაცია თითქმის უცვლელია, მცირედით შემცირებულიც კი, რაც ჩვენს პროგნოზებთან თანხვედრაშია. ამდენად, მოლოდინების შესაბამისად, 2026 წელს კონვერტაციების ეფექტი უკვე თითქმის ამოწურულია. • გაზრდილი წლიური ინფლაცია - მკითხველისთვის ცნობილია, რომ, მაგალითად, აშშ-ში, მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია, როგორც წესი, აშშ დოლარის გამყარებას იწვევს. მსგავსი პრინციპია საქართველოს შემთხვევაშიც - ინფლაციის ზრდა უფრო მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას მოიაზრებს, რაც, შესაძლოა, საპროცენტო განაკვეთის უფრო გვიან შემცირებაში ან გაზრდაშიც კი გამოვლინდეს. აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომაზე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნა.   მოცემული ფაქტორებიდან ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით ყველაზე მეტად ინფლაციის აჩქარება მოქმედებს.  მართალია, იანვარში ფასების ზრდა დიდწილად სურსათის ქვეჯგუფში იყო კონცენტრირებული, თუმცა აღმავალ დინამიკას სამომხმარებლო კალათის ცალკეული პროდუქტები არ განაპირობებდა. შესაბამისად, გაცვლით კურსსა და ინფლაციას შორის მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით, გარკვეულწილად მაგრამ მაინც, ეს მიმდინარე პერიოდში ლარის უფრო მეტად გამყარების არგუმენტია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ლარი ზედმეტად გაუფასურებული რჩება.   ამდენად, დავუბრუნდეთ მთავარ შეკითხვას - სადამდე გამყარდება ლარი? პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, გაცვლით კურსზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებს უნდა დავეყრდნოთ. თიბისი კაპიტალის მოკლე და გრძელვადიანი წონასწორობის მოდელების ერთობლიობით, ლარი, დღევანდელი მდგომარეობით, წონასწორულ ნიშნულთან შედარებით, დაახლოებით, 5 თეთრით ზედმეტად არის გაუფასურებული. რასაკვირველია, ეს გამყარების ზუსტ პროგნოზს არ წარმოადგენს, თუმცა მაკროეკონომიკური კუთხით სასარგებლო საორიენტაციო წერტილია, რომლისკენაც, სხვა თანაბარ პირობებში, ლარი მიისწრაფვის.    გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ, ჩვენი შეფასებით, თებერვალში სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა მნიშვნელოვნად არის აჩქარებული და, არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა, 2025 წლის ივლისის რეკორდულად მაღალ შესყიდვებსაც გადააჭარბოს. ვინაიდან მსგავსი მასშტაბის ინტერვენციების მიუხედავად ლარი მაინც მყარდება, ეს ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდების მნიშვნელოვან სიჭარბეზე მიუთითებს.   საერთო ჯამში, მოკლევადიან პერიოდში ლარის გამყარების არგუმენტები საკმაოდ ძლიერია, თუმცა, ჩვენი შეფასებით, გამყარების მასშტაბი შედარებით მოზომილი იქნება. ამავდროულად, 2026 წლის ბოლოსთვის კვლავ ლარის მცირედი გაუფასურებაა მოსალოდნელი, რადგან საბაზო სცენარად საგარეო ბალანსის გარკვეული გაუარესება და ინფლაციის შენელება რჩება. აუცილებლად გასათვალისწინებელია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გაზრდილი ალბათობაც - კონფლიქტის დასრულების სცენარში საქართველოს ეკონომიკაზე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხრივ მრავალი ფაქტორი იმოქმედებს, თუმცა წმინდა ეფექტი, ჩვენი შეფასებით - რაც, შესაძლოა, მიმდინარე მდგომარეობით, საბაზრო კონსენსუსი არ არის - გარკვეულწილად მაინც უარყოფითი იქნება. თავისთავად, მნიშვნელოვანია ისეთი დროებითი ფაქტორების გათვალისწინებაც, როგორიცაა 2025 წლის ბოლოსთვის ავტომობილების წმინდა ექსპორტის გაუმჯობესება. ამდენად, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მიმდინარე პერიოდში სავარაუდოდ მცირედით გამყარების შემდეგ, წლის ბოლოსათვის ასევე ზომიერი, მაგრამ გაუფასურება კვლავ ჩვენი საბაზო სცენარია.   იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007357-macro-update-georgia     https://www.newpress.ge/index.php/37340 სავალუტო რისკების მართვა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%9D.jpg საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დიდი ნაწილი პირდაპირ ან ირიბად დამოკიდებულია უცხოურ ვალუტაზე. იმპორტი, საერთაშორისო პარტნიორებთან ანგარიშსწორება, ნედლეულის შეძენა ან ონლაინ სერვისების გადახდა - თითქმის ყველა ამ ოპერაციას სავალუტო კომპონენტი აქვს. სწორედ ამიტომ სავალუტო რისკების მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის. რა არის სავალუტო რისკი? სავალუტო რისკი ნიშნავს ფინანსურ დანაკარგს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ვალუტის კურსის ცვლილების შედეგად. მაგალითად, თუ ბიზნესი საქონელს დოლარში ყიდულობს, მაგრამ შემოსავალს ლარში იღებს, დოლარის გაძვირება პირდაპირ ზრდის ხარჯს და ამცირებს მოგებას. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიმდინარე კურსის ცოდნა, არამედ ტენდენციის ანალიზიც. ამ მიზნით სასარგებლოა ოფიციალური მაჩვენებლების გადამოწმება, მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ მის ოფიციალურ ვებგვერდზე. 1. კურსის მუდმივი მონიტორინგი პირველი ნაბიჯი რისკის მართვაში არის ინფორმირებულობა. კურსის ყოველდღიური კონტროლი საშუალებას გაძლევთ სწორ დროს დაგეგმოთ გადახდები ან წინასწარ შეიძინოთ საჭირო ვალუტა. მაგალითად, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ვალუტის კურსი მიკრობანკი MBC-ის საიტზე და შეაფასოთ, არის თუ არა ხელსაყრელი დრო ოპერაციისთვის. რამდენიმე თეთრის სხვაობამაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს დიდი მოცულობის გადახდებზე. 2. ბიუჯეტირების და ფასების სტრატეგია თუ ბიზნესი უცხოურ ვალუტაზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვანია ფასების განსაზღვრისას გაითვალისწინოთ შესაძლო კურსის მერყეობა. ზოგიერთ კომპანიას პრაქტიკაში აქვს ე.წ. „უსაფრთხოების ბუფერი“ - პროდუქტის ან მომსახურების ფასში მცირე რეზერვის ჩადება, რათა კურსის მოულოდნელმა ცვლილებამ ზარალი არ გამოიწვიოს. ასევე შესაძლებელია კონტრაქტებში კურსის ცვლილებასთან დაკავშირებული პირობების განსაზღვრა, რაც რისკს ნაწილობრივ ამცირებს.   3. ვალუტის დივერსიფიკაცია თუ შესაძლებელია, შემოსავლისა და ხარჯების ნაწილობრივი დაბალანსება ერთსა და იმავე ვალუტაში ამცირებს რისკს. მაგალითად, თუ იმპორტი დოლარშია, მაგრამ გაყიდვები მხოლოდ ლარში, ბიზნესი სრულად არის დამოკიდებული დოლარის კურსზე. ხოლო თუ შემოსავლის ნაწილი უცხოურ ვალუტაშიც მიიღება, ბუნებრივი ჰეჯირება ხდება. 4. ეტაპობრივი გადაცვლა დიდი თანხის ერთჯერადად გადაცვლა ხშირად უფრო რისკიანია. პრაქტიკული მიდგომაა თანხის ეტაპობრივად გადაცვლა, რათა კურსის საშუალო მაჩვენებელი უფრო დაბალანსებული გამოვიდეს. ეს განსაკუთრებით ეფექტურია არასტაბილურ პერიოდში. 5. სტრატეგიული დაგეგმვა სავალუტო რისკების მართვა არ უნდა იყოს სპონტანური გადაწყვეტილება. სასურველია ბიზნესს ჰქონდეს განსაზღვრული პოლიტიკა - ვინ იღებს გადაწყვეტილებას, რა ზღვარზე ხდება ოპერაცია და რა ინსტრუმენტები გამოიყენება მონიტორინგისთვის. დასკვნა სავალუტო რისკები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური გამოწვევაა. კურსის მუდმივი მონიტორინგი, ინფორმირებული გადაწყვეტილებები და სტრატეგიული დაგეგმვა მნიშვნელოვნად ამცირებს მოულოდნელი დანაკარგების ალბათობას. ვალუტის კურსის რეგულარული გადამოწმება მიკრობანკი MBC-ის საიტზე, ოფიციალური მონაცემების ანალიზი და ეტაპობრივი გადაცვლის სტრატეგია დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი ბიზნესი კურსის მერყეობისგან და შეინარჩუნოთ ფინანსური სტაბილურობა გრძელვადიან პერსპექტივაში. https://www.newpress.ge/index.php/37332 საკრედიტო ბარათი მარტივად - როგორ მუშაობს და რა უნდა იცოდეთ http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98.jpg ეს არის წინასწარ დამტკიცებული ლიმიტი, რომელსაც ბანკი ან მიკრობანკი გაძლევთ. საკრედიტო ბარათი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფინანსური პროდუქტია, თუმცა ბევრისთვის ჯერ კიდევ ბოლომდე გაუგებარია, როგორ მუშაობს იგი რეალურად. მარტივად რომ ვთქვათ, საკრედიტო ბარათი არის წინასწარ დამტკიცებული ლიმიტი, რომელსაც ბანკი ან მიკრობანკი გაძლევთ და თქვენ ამ ლიმიტის ფარგლებში ხარჯავთ თანხას, შემდეგ კი აბრუნებთ. როგორ მუშაობს საკრედიტო ბარათი? როდესაც იღებთ საკრედიტო ბარათს, ფინანსური ინსტიტუტი გიმტკიცებთ კონკრეტულ საკრედიტო ლიმიტს - მაგალითად, 2,000 ლარს. ეს არ ნიშნავს, რომ თანხა ანგარიშზე გერიცხებათ - ეს არის მაქსიმალური ოდენობა, რომლის დახარჯვაც შეგიძლიათ. ყოველი გადახდის შემდეგ: დახარჯული თანხა აკლდება თქვენს ლიმიტს გიგროვდებათ დავალიანება თვის ბოლოს ან გადახდის კონკრეტულ დროს იღებთ ამონაწერს ბარათებს ხშირად აქვთ „უპროცენტო პერიოდი“. თუ ამ პერიოდში სრულად დაფარავთ გახარჯულ ლიმიტს, პროცენტი არ დაგერიცხებათ. თუკი მხოლოდ ნაწილს გადაიხდით, დარჩენილ თანხაზე დაგერიცხებათ პროცენტი. რა არის მინიმალური გადასახადი? ყოველთვიურად ბარათზე განსაზღვრულია მინიმალური გადასახადი - მაგალითად, დავალიანების 5% ან კონკრეტული თანხა. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გადაიხადოთ მხოლოდ მინიმუმი და დარჩენილი თანხა გადაიტანოთ შემდეგ თვეში. თუმცა, ამ შემთხვევაში დაგერიცხებათ პროცენტი. მიკრობანკი MBC-ის საკრედიტო ბარათები საქართველოში საკრედიტო ბარათებს გვთავაზობენ სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტები. მათ შორისაა მიკრობანკი MBC, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საკრედიტო ბარათებს განსაზღვრული ლიმიტით და მოქნილი პირობებით. MBC-ის საკრედიტო ბარათები შეიძლება გამოგადგეთ: ყოველდღიური ხარჯებისთვის ონლაინ შოპინგისთვის გაუთვალისწინებელი ფინანსური საჭიროებების შემთხვევაში ბარათის არჩევისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ ლიმიტს, საპროცენტო განაკვეთს, უპროცენტო პერიოდის ხანგრძლივობას და დამატებით საკომისიოებს. სწორად შერჩეული პროდუქტი დაგეხმარებათ, რომ ბარათი გახდეს ფინანსური კომფორტის ინსტრუმენტი და არა ტვირთი. რა უნდა იცოდეთ სანამ აიღებ? საკრედიტო ბარათის აღებამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ: შეგიძლია თუ არა დროულად დაფაროთ დავალიანება რამდენია წლიური საპროცენტო განაკვეთი არის თუ არა წლიური მომსახურების საკომისიო რა ხდება ვადაგადაცილების შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ბარათი პირდაპირ აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაზე. დროული გადახდა აუმჯობესებს თქვენს ფინანსურ რეპუტაციას, ხოლო დაგვიანება - ამცირებს. საკრედიტო ბარათი ძლიერი ფინანსური ინსტრუმენტია თუ მას სწორად იყენებთ. გამოიყენეთ ის გონივრულად, დაფარეთ თანხა უპროცენტო პერიოდში და არ დახარჯოთ იმაზე მეტი, ვიდრე რეალურად შეგიძლიათ გადაიხადოთ. ასეთ შემთხვევაში ბარათი დაგეხმარებათ მოქნილობაში, უსაფრთხო ონლაინ გადახდებში და ფინანსურ სტაბილურობაში.   https://www.newpress.ge/index.php/37331 თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A4.docx ღონისძიება 400-ზე მეტ მოქმედ და პოტენციურ ბაზრის მონაწილეს გააერთიანებს 24 მარტს, თბილისში, თიბისი კაპიტალის ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, კავკასიის რეგიონში კაპიტალის ბაზრების ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კაპიტალის ბაზრების პირველი საერთაშორისო კონფერენციის მიმართ მაღალი საერთაშორისო ინტერესის შემდეგ, წლევანდელი ღონისძიება გაფართოებული რეგიონული ფორმატით ბრუნდება. კონფერენციის ცენტრალურ თემას წარმოადგენს საქართველო და ქვეყნის მზარდი როლი საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე. ამასთან ერთად, კონფერენცია მოიცავს ფართო რეგიონულ კონტექსტს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უზბეკეთზე - როგორც გლობალური ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ბაზარზე. ღონისძიება 400-ზე მეტ მოქმედ და პოტენციურ ბაზრის მონაწილეს გააერთიანებს საქართველოდან, ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის: J.P. Morgan, Citi, Bank of America, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Latham & Watkins; აგრეთვე რეგიონის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები და სახელმწიფო უწყებებისა და ბაზრის მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები. დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებსა და ინსტიტუციურ ინვესტორებთან გამართონ პირისპირ შეხვედრები.  “საქართველოში საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზომა უკვე 3 მლრდ. ლარს უახლოვდება. ამის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ მზარდ ინტერესს სხვადასხვა პროფილის ემიტენტებისგან. ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნა იზრდება საერთაშორისო ბაზარზეც. თიბისი კაპიტალი, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის უპირობო ლიდერი, მზარდ ინტერესს საერთაშორისო პლატფორმის შექმნით პასუხობს. უკვე მეორედ ვატარებთ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც რეგიონის მთავარი დარგობრივი ღონისძიებაა. კონფერენცია ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ახალი კავშირების დამყარებას და საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის ჩამოყალიბებას კაპიტალის ბაზარზე” - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი. „JP Morgan-ში დიდი ინტერესით ველით კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც თიბისი კაპიტალი უკვე მეორედ აორგანიზებს. 2024 წლის ღონისძიებაზე წარმატებულად ვითანამშრომლეთ და წელს თბილისში საკმაოდ მაღალი დონის დელეგაციით ვიქნებით წარმოდგენილი. ვფიქრობ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია ინფორმაციის გაცვლის ძალიან ეფექტური გზაა: ეს არის პლატფორმა ინვესტორებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ მიიღონ სრული ინფორმაცია საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე; მათ, ასევე, აქვთ შანსი, შეხვდნენ როგორც არსებულ, ისე პოტენციურ ემიტენტებს. ეს კი საუკეთესო გზაა ქვეყნის, რეგიონისა და პოტენციური საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად”,- სტეფან ვაილერი, JP Morgan-ის CEEMEA რეგიონის სავალო კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მმართველი დირექტორი. “საქართველოს კაპიტალის ბაზარი საკმაოდ აქტიურად და სწრაფად ვითარდება, რაც ბოლო წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგია. გამორჩეული იყო ამ მხრივ გასული, 2025 წელიც, როდესაც გამოშვებული საჯარო კორპორატიული ობლიგაციების მოცულობამ 1.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.  აღსანიშნავია, რომ მრავალფეროვანი ხდება ქართული ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სტრუქტურა და ვხედავთ დაინტერესებას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდანაც. საქართველოსადმი გაზრდილ ნდობაზე ნათლად მიუთითებს, წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების წარმატებული ემისია.  მოხარული ვარ, რომ ეროვნული ბანკი კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციის პარტნიორია. თიბისი კაპიტალისა და ჩვენი მოწვევით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ J.P. Morgan, Aberdeen, Vontobel, Ashmore და სხვა კომპანიები, რომლებთანაც არაერთი შეხვედრა გვექნება“, - ნათია თურნავა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. https://www.newpress.ge/index.php/37320 Hello Tech გოგოებისთვის http://newpress.ge/uploads/all/images/_37.jpg შეთავაზება კახეთში, გურიასა და შიდა ქართლში მცხოვრებ გოგოებს. თიბისი ქვეყნის მასშტაბით ტექეკოსისტემის გაძლიერებას განაგრძობს და ამჯერად კახეთში, გურიასა და შიდა ქართლში მცხოვრებ გოგოებს ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას სთავაზობს.  ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა „Hello Tech გოგოებისთვის“  მიზნად ისახავს 15-25 წლის ასაკის გოგოებისთვის ტექნოლოგიების სფეროში საბაზისო ცოდნის მიწოდებას და მათთვის პრაქტიკული გამოცდილებების გაზიარებას.  ერთდღიანი ფიზიკური ტრენინგის ფორმატში მონაწილეები გაეცნობიან ტექნოლოგიების მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში, სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროფესიასა და სწავლის დაწყების გზებს. პროგრამა, ასევე მოიცავს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაცნობას, მის პრაქტიკულ გამოყენებას სამუშაო პროცესში, AI-ს პასუხისმგებლიან მოხმარებასა და კიბერუსაფრთხოების საკითხებს. ტრენინგის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი AI-ის გამოყენებით კარიერული განვითარების ინსტრუმენტებს დაეთმობა. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ეფექტური CV-ის, სამოტივაციო წერილისა და LinkedIn პროფილის შექმნის შესახებ.  ტრენინგებს გაუძღვებიან წამყვანი პროფესიონალები თიბისის ტექ და AI მიმართულებებიდან, რომლებიც მონაწილეებს საკუთარ განვლილ გზასა და რეალურ გამოცდილებებს გაუზიარებენ.  „Hello Tech გოგოებისთვის“ გაიმართება ფიზიკურ ფორმატში: გორი - 23 თებერვალი | 10:00 - 18:00 ოზურგეთი - 24 თებერვალი | 10:00 - 18:00 თელავი - 26 თებერვალი | 10:00 -  18:00 ტრენინგებზე რეგისტრაცია გრძელდება 20 თებერვლამდე. რეგისტრაციისთვის და დამატებით ინფორმაციისთვის გადადგით ბმულზე: Hello Tech გოგოებისთვის აღნიშნული პროექტით თიბისი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის მნიშვნელობას რეგიონებში და ხელს უწყობს გოგოების ჩართულობას ამ სფეროში.    https://www.newpress.ge/index.php/37318 რა პასუხისმგებლობა დაეკისრება მეწარმეს პოლიტიკური აქტივობისთვის http://newpress.ge/uploads/all/images/parla.jpg პოლიტიკური აქტივობისთვის პირველ ჯერზე დაჯარიმებულ მეწარმე იურიდიულ პირს, პოლიტიკური აქტივობის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორ იურიდიულ სუბიექტს, ასევე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამისს ფიზიკურ პირს, - აღნიშნული ცვლილებები სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შედის, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისას წარადგინა. როგორც ცნობილია, მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობა აკრძალულ საქმიანობად განისაზღვრება. პროექტის თავდაპირველ ვარიანტში განსაზღვრული იყო მეწარმე სუბიექტის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება - პირველ შემთხვევაში 20 000 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 40 000 ლარის ოდენობით. კორექტირებული ვარიანტის თანახმად, მეორედ ჩადენის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორ მეწარმე იურიდიულ სუბიექტს, ასევე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამისს ფიზიკურ პირს. პასუხისმგებლობა განისაზღვრება სისხლის სამართლებრივი ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 200 საათამდე ან თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთით. ხოლო არაერთგზის შემთხვევაში - პასუხისმგებლობა იქნება 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300-საათამდე. აღნიშნული ქმედებისთვის მეწარმე იურიდიული პირი დაისჯება სისხლის სამართლებრივი ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.           https://www.newpress.ge/index.php/37317 ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს http://newpress.ge/uploads/all/images/Press%402x-100%20(1).jpg 100%-იანი ქეშბექი Bolt Food-ის წლიური გამოწერის სერვისზე თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ითვალისწინებს მათ საჭიროებებს და პარტნიორ ობიექტებში, მათზე მორგებულ შეთავაზებებს უმზადებს. მომხმარებლების სურვილების მაქსიმალური გათვალისწინებით, თიბისი არჩევს ისეთ პარტნიორ ობიექტებსაც, სადაც ისინი განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ. თიბისის  პარტნიორებს ახლახან შეუერთდა Bolt Food, სადაც 16 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით, განსაკუთრებული შეთავაზება დაგხვდებათ- Bolt Plus წლიური მიტანის სერვისის ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით შეძენისას, გადახდილი თანხის 100%-ს, 69,99 ლარს, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაიბრუნებთ.   ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა შესაძლებელია, თიბისის ნებისმიერ საკუთარ ანგარიშზე და მისი განკარგვა ხდება ნებისმიერი მიზნობრიობით.  შეთავაზებით სარგებლობისთვის, დაამატეთ ბარათი Bolt Food-ის აპლიკაციაში და გადაიხადეთ. შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay/ Google Pay  გადახდებზე და სხვა შეკვეთასთან ერთად, წლიური მიტანის სერვისის შეძენისას.  თიბისის და Boolt Food-ის 16-20 თებერვლის შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად, გადადით ბმულზე.  აიღე, ახალი თიბისი ბარათი ონლაინ  რამდენიმე წამში- ფილიალებში მისვლისა და ზედმეტი დროის ხარჯვის  გარეშე. გაიმარტივე ცხოვრება და ისარგებლე მუდმივად შენზე მორგებული შეთავაზებებით.  https://www.newpress.ge/index.php/37309 თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება http://newpress.ge/uploads/all/images/a5(1).jpg 112-ნომრიანი სასტუმრო ბორჯომის პარკის მიმდებარედ განთავსდება. თიბისიმ და დეველოპერულმა კომპანიამ “ბანი 2007” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ბორჯომში Hilton Garden Inn აშენდება. 112-ნომრიანი სასტუმრო ბორჯომის პარკის მიმდებარედ განთავსდება და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას გააერთიანებს, მათ შორის: საკონფერენციო დარბაზებს, გარე აუზს და რამდენიმე რესტორანს. ობიექტი სტუმრებს 2027 წლიდან მიიღებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონს აღემატება, საიდანაც თიბისის დაფინანსება 12 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანია სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ბიზნეს უნივერსალის პროგრამის ფარგლებში სესხის პროცენტის თანადაფინანსებითაც სარგებლობს. „ბანი 2007“ 18 წელია თიბისის პარტნიორია. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს  უძრავი ქონების მენეჯმენტს; Hilton Garden Inn კი, ჯგუფის მეორე ობიექტია სტუმარმასპინძლობის სექტორში. “მოხარული ვარ, რომ თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნება. ეს ნიშნავს რეგიონის ეკონომიკაში ჩადებულ ინვესტიციას, რაც ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებასა და ადგილობრივების დასაქმებას. სწორედ ესაა მთავარი პრიორიტეტები, რომლებსაც თიბისი  პროექტების დაფინანსებისას ითვალისწინებს. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ  მხარს სტუმარმასპინძლობის სექტორს მთელს საქართველოში. სასტუმრობისა და ტურიზმის სექტორში თიბისის პორტფელი 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს. ბოლო 3 წლის განმავლობაში კი ბანკმა ინდუსტრიის დაფინანსება 210 მილიონი ლარით, 22%-ით, გაზარდა“,- გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი. “მსგავსი მასშტაბის პროექტები ჩვენთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა ქალაქისა და რეგიონის წინაშე. საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტით ბორჯომში მდგრად ეკოსისტემას ვქმნით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ადგილობრივებს. მშენებლობის პროცესში ჩართული იქნება რამდენიმე კომპანია და დასაქმდება არანაკლებ 80 ადამიანი, ექსპლოატაციის შემდეგ კი დაახლოებით 100 ადგილობრივი მიიღებს სტაბილურ სამუშაო ადგილს. განსაკუთრებულად გვიხარია თიბისისთან პარტნიორობა - ბანკთან, რომელიც რეგიონების გრძელვადიან განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს; პროექტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებშიც მიიღებს დაფინასებას, რაც დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია კომპანიის გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობისთვის“,- ვაკო საღირაშვილი, პროექტის აღამასრულებელი მენეჯერი  „Hilton Garden Inn-ის პროექტის განხორციელება ბორჯომში წარმოადგენს მნიშვნელოვან ინვესტიციას ქვეყნის ტურიზმისა და რეგიონული ეკონომიკის განვითარებისთვის და მოხარული ვართ, რომ სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის სუბსიდირების მექანიზმით თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტში“ - კომპანია სარგებლობს სააგენტოს პროგრამით „ბიზნეს უნივერსალი“. მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ქვეყანაში ზრდის საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი ბიზნესების გააქტიურებას“, - მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი. https://www.newpress.ge/index.php/37306 ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა - ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს http://newpress.ge/uploads/all/images/Pres.jpg რეალური დანაზოგი, რომელიც დროთა განმავლობაში გროვდება ახალი თიბისი ბარათით, რომელიც 1 წლის წინ, მომხმარებელთა ყოველდღიურობის გასამარტივებლად შეიქმნა, უკვე 1 მილიონი მომხმარებელი სარგებლობს, რაც მას საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად ყოველდღიურ საბანკო ბარათად აქცევს. მომხმარებლებისთვის ბარათის მთავარი უპირატესობები- მოქნილი ციფრული გამოცდილება, პროდუქტის მარტივი გამოყენებადობა და მომენტალური ქეშბექია, რაც ყოველდღიური ბანკინგის ახალ სტანდარტად იქცა.  „ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც მომხმარებლის რეალურ საჭიროებებს მოერგებოდა და ყოველდღიურობას გაუმარტივებდა. ერთ წელიწადში მილიონმა მომხმარებელმაც ნათლად დაგვანახა, რომ ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რეალური სარგებელია- მარტივი, გამჭვირვალე და კომფორტული ციფრული გამოცდილებით “, - ეკა სანაძე, თიბისის საბარათე ბიზნესის ხელმძღვანელი. რეალური დანაზოგი, რომელიც დროთა განმავლობაში გროვდება მომხმარებელთა ეს რიცხვი ასევე ნიშნავს, რომ 1 მილიონზე მეტი ადამიანი აქტიურად არის ჩართული თიბისის ერთგულების პროგრამაში - სისტემაში, რომელიც დაფუძნებულია ყოველდღიურ გადახდებზე და რეალურ, ხელშესახებ დანაზოგზე. ახალი თიბისი ბარათის მომხმარებლები ყოველდღიურად აგროვებენ თანხას - ბარათით ყოველი გადახდის, შერჩეულ კატეგორიებში მეტის დაგროვებისა თუ მათზე მორგებული მუდმივად მრავალფეროვანი შეთავაზებების საშუალებით.    ბარათის უპირატესობები ასევე მოიცავს: წვდომას ასობით განსაკუთრებული შეთავაზებაზე, რომელიც მუდმივად ახლდება; ქეშბექის მომენტალურ დაბრუნებას ერთგულ ყულაბაში და მის მარტივ, შეუზღუდავ გამოყენებას; უფასო განაღდებას საქართველოში ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან ლარში, ლიმიტის ფარგლებში; მობაილბანკიდან კომუნალურ გადახდებს საკომისიოს გარეშე, უფასო გადარიცხვასა და სხვა შეღავათებს.   რაც ყველაზე მთავარია, ახალი თიბისი ბარათი არის სრულიად უფასო თიბისი ბარათის აღება 25 წამში, მობაილბანკიდან არის შესაძლებელი, გამოყენება კი მომენტალურად, ციფრულ საფულეში დამატებისთანავე. ახალი თიბისი ბარათის გაუმჯობესებული პირობებით სარგებლობა - სამმაგი დაგროვება, სამოგზაურო უპირატესობები და სხვა, თიბისის კონცეპტ და კონცეპტ 360 ბარათებითაა შესაძლებელი.  https://www.newpress.ge/index.php/37305 ანაბარი - „საერთო მიზანი“ მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი http://newpress.ge/uploads/all/images/a5%20(1)_5.jpg დაგროვება უფრო მარტივია, რადგან აგროვებთ არა მარტო, არამედ ახლობელ ადამიანებთან ერთად. თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ქმნის ისეთ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მათ უმარტივებს ცხოვრებას.  ანაბარი - „ჩვენი საერთო მიზანი“, თიბისის ახალი პროდუქტია, რომელიც სწორედ მომხმარებლების საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა და ბაზარზე ანალოგი არ აქვს. ანაბრების სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, “საერთო მიზნით” დაგროვება უფრო მარტივია, რადგან აგროვებთ არა მარტო, არამედ ახლობელ ადამიანებთან ერთად.   საერთო მიზნებისთვის ანაბრის გახსნა პირდაპირ თიბისის მობაილბანკიდან, მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ. ანაბრის გახსნის ინსტრუქცია: თიბისის მობაილბანკში უნდა შეხვიდეთ პროდუქტების გვერდზე, აირჩიოთ ანაბარი, გადახვიდეთ პროდუქტზე - „ჩვენი საერთო მიზანი“ და არსებული შაბლონებიდან (მოგზაურობა, საჩუქარი, ქორწილი, სტარტაპი, სახლი, ბავშვისთვის, და სხვა) აირჩიოთ თქვენთვის სასურველ მიზანი ან შექმნათ საკუთარ მიზანი და დაარქვათ სასურველი სახელი, რადგან საერთო სახელის დარქმევა საერთო მიზანს უფრო ხელშესახებს ხდის. ბოლოს კი, აირჩიოთ ანაბრის ვადა (1-დან 24 თვემდე ნებისმიერი ვადით) და დაიწყოთ დაგროვება საერთო მიზნისთვის.  ანაბრის შექმნის შემდეგ, რასაც რამდენიმე წამი სჭირდება, ბმულით იწვევთ ჯგუფის წევრებს, რომლებთან ერთადაც აპირებთ დაგროვებას - ჯგუფის წევრების რაოდენობა შეზღუდული არ არის, აგროვებთ იმდენ ადამიანთან ერთად, რამდენთანაც გსურთ. მოწვევის ბმულის გაზიარება კი, მობაილბანკიდან გაუსვლელად, ნებისმიერი არხის საშუალებით შეგიძლიათ - Messenger, Whatsapp, Instagram, Mail… ასევე, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეძლებთ ჯგუფის დატოვებასაც.  მობაილბანკიდან ანაბრის გახსნის შემთხვევაში, მიიღებთ სტანდარტულზე 0.5%-ით მაღალ სარგებელს ნებისმიერ ვალუტაში, წლიური ეფექტური ლარში 8.83%-დან. პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.  დაიწყეთ დაგროვება დღესვე თქვენი საერთო მიზნებისთვის - გახსენით ანაბარი “ჩვენი მიზანი” მარტივად, პირდაპირ მობაილბანკიდან.  ანაბრის გახსნის ვიდეო ინსტრუქციის სანახავად კი, გადადით ბმულზე.   https://www.newpress.ge/index.php/37303 „ფასების კომისია“ საერთაშორისო კომპანიის მოწვევას ითხოვს http://newpress.ge/uploads/all/images/WhatsApp%20Image%202026-02-11%20at%2018.30.37.jpeg   სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე პირველადი მოხმარების პროდუქციის -  ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს.   კომპანიების წარმომადგენლებმა წარმოების პროცესის და შემდგომ მზა პროდუქციის სასურსათო ქსელებში განთავსების საკითხებზე ისაუბრეს და კომისიის წევრებს ის პრობლემები და გამოწვევები გააცნეს, რაც აღნიშნულ პროცესს უკავშირდება.   კვერცხის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შპს „პოულტრი ჯორჯიას“ და „დილის პროდუქტების“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მწარმოებლებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას დამატებითი ღირებულების გადასახადი წარმოადგენს. მათივე თქმით, პროდუქციის ფასების მატებას ე.წ. ქეშ-ბექი იწვევს, რომელიც დაახლოებით 22-25%-ს შეადგენს.   საოპერაციო ნაწილის ხარჯებზე, იგივე „ქეშ-ბექის“ საკითხზე ისაუბრა ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის შპს „ლიდერფუდის“ დირექტორმა ირაკლი დუმბაძემ. მისი თქმით, კომპანია ქსელურ მარკეტებს გაყიდული პროდუქციის 35%-მდე თანხას უკან უბრუნებს და აღნიშნული ხარჯი ყოველწლიურად იზრდება. პრობლემებზე და გამოწვევებზე საუბრისას ირაკლი დუმბაძემ მუშა-ხელის დეფიციტსა და ვადაგადაცილებული პროდუქციის უტილიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება.     კომპანია „ჩირინას“ დირექტორის, რევაზ ვაშაკიძის თქმით, ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იმპორტირებული პროდუქციის კვოტირება მოხდეს, რაც ქართულ ბაზარს ჭარბი იმპორტირებული პროდუქციის შემოტანისგან დაიცავს.   კომისიის სხდომაზე, რძის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების: შპს -„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“, „ყვარლის ბაგა“ და „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ წარმომადგენლებმა მათ სფეროში არსებული საკითხები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას რძის ფასი წარმოადგენს, რაც რქოსანი პირუტყვის საკვებ იმპორტირებულ ნედლეულს უკავშირდება. მწარმოებელთა ინფორმაციით,  ადგილობრივი საკვები ნედლეულის წარმოების განვითარების შემთხვევაში, რძის წარმოების თვითღირებულება მნიშვნელოვნად შეიცვლება და სექტორი კიდევ უფრო გაჯანსაღდება.   დროებითი კომისიის სხდომა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, სადაც კომისიის წევრებმა ადგილობრივი მწარმოებლებისგან დამატებითი ინფორმაცია მოისმინეს.   „კომისიის მიზანია შეისწავლოს თუ რა პრობლემები აქვს სექტორს და მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის წარმომადგენლები საკითხის მიმართ დადებითად და კონსტრუქციულად არიან განწყობილი. ვთანხმდებით, რომ პროდუქციაში  ფასნამატი მაღალია, რომელიც სტრუქტურულ პრობლემებზე მიუთითებს, რაც სისტემურ მიდგომას საჭიროებს. გვსურს ისეთი ცვლილებები მივიღოთ, რომ სექტორი სისტემურად გაჯანსაღდეს, რაც პროდუქციაზე ფასების დაწევას განაპირობებს. ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრაზე ხუთი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა, რომელთა სწორად იდენტიფიცირება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან თუ გვეცოდინება პრობლემის არსი შემდგომ სწორი ანალიზით შევძლებთ შესაბამისი მექანიზმების ჩართვას. ეს კი სექტორის გაჯანსაღებამდე და კმაყოფილ მომხმარებლამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.   მისივე თქმით, შეხვედრის ფარგლებში მოსმენილი ინფორმაციებიდან შემდეგი გამოწვევები გამოიკვეთა: პირველი -  მწარმოებლები მნიშვნელოვანწილად  დამოკიდებული არიან იმპორტირებულ ნედლეულზე, რაც თავის მხრივ, იმპორტის ინფლაციურ წნეხს ქმნის; მეორე - საოპერაციო ხარჯების ნაწილში მნიშვნელოვანი წილი უკავია გაყიდვებისა და მარკეტინგის ხარჯებს. ეს მოიცავს „ქეშ ბექს“, ქსელში შესვლის საფასურს, თაროს გადასახადს და სხვა, რაც პროდუქტის საბოლოო ფასს მნიშვნელოვნად ზრდის; მესამე - მწარმოებელს, დისტრიბუტორსა და ქსელურ მარკეტებს შორის შეინიშნება ასიმეტრიული ურთიერთობები, რაც ზედა რგოლს  უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს განსაზღვროს კომერციული პირობები; მეოთხე - სამუშაო კაპიტალის მოცულობა, კაპიტალის ღირებულება და გადახდის დაგვიანების შემთხვევები პირდაპირ აისახება თვითღირებულებაზე. გადახდების გაჭიანურება ზრდის ფინანსურ ხარჯებს და საბოლოოდ ქმნის დამატებით ზეწოლას პროდუქციის ფასზე; მეხუთე - მარაგების არაეფექტიანი მართვა და ნაშთების დაგროვება, რაც  ფინანსურ ტვირთს ზრდის.   სხდომის დასასრულს, შოთა ბერეკაშვილმა პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებზე ფასწარმოქმნის საკითხის შესწავლის მიზნითს მოწვევის ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის შერჩევაც ტენდერის წესით მოხდება.   „ინიციატივა გვაქვს, რომ მივმართოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა პარლამენტმა, კომისიის მუშაობის პარალელურად, საერთაშორისო კომპანია მოიწვიოს, რომელსაც პირველადი მოხმარების საგნების და საკვები პროდუქტების სექტორის შესწავლის კარგი გამოცდილება აქვს. კომპანია, რომელიც შეისწავლის ჩვენი სექტორის სტრუქტურას, ბიზნეს პროცესებს, არსებულ პრობლემებს და რეკომენდაციებს დაწერს. ვფიქრობ, ეს კარგი ნაბიჯი იქნება, რადგან კომისიის მუშაობის პარალელურად, გვექნება განსხვავებული თვალით დანახული, გარედან შეფასებული დოკუმენტი, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება დროებითი კომისიის მუშაობას“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა. კომისიის თავმჯდომარის ინიციატივას კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. https://www.newpress.ge/index.php/37304 რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%97%E1%83%98%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%20%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%20(1).jpg 11 თებერვალს ალექსანდრა ჯაფარიძის დაბადების დღეა. მთავარია გჯეროდეს საკუთარი ძალების, მიზნების და იმისა, რომ ცნება „შეუძლებელი“ მხოლოდ დროებითი საზღვარია. სწორედ ამ რწმენამ, სხვადასხვა ეპოქაში, სამი ქართველი ქალის ისტორია უშბის მწვერვალზე ერთი იდეით გააერთიანა - ქალებს შეუძლიათ მწვერვალების დაპყრობა, მაშინაც კი, როცა გზა რთული, გარემო კი სტერეოტიპებით სავსეა. 11 თებერვალს, ლეგენდარული ქართველი მთამსვლელი ქალის და ქართული ალპინიზმის ფუძემდებლის, ალექსანდრა ჯაფარიძის დაბადების დღეა. ამ თარიღის ირგვლივ თიბისიმ, სიმბოლურად, სხვადასხვა ეპოქის სამი ქალის - ალექსანდრა ჯაფარიძის, მარიამ გელაშვილისა და მაია სიჭინავას ისტორიები გააერთიანა. მათ შეუპოვრობით, მიზნისა და საკუთარი თავის დაჯერებით შეუძლებელი შეძლეს და უშბის მწვერვალებზე ავიდნენ. 1934 წელს ალექსანდრა ჯაფარიძემ ისტორია დაწერა - ეს გახდა მსოფლიო მასშტაბის მოვლენა, კარი ახალი თაობისთვის ქართული ალპინიზმის მომავალში, რადგან ალექსანდრა იყო პირველი ქალი, ვინც უშბის მწვერვალზე შედგა ფეხი. „გინდა აჯობო ამ კლდეებს, აჯობო შენს თავსაც. მაშინ თითქოს სხვად იქცევი, და უფრო კარგი ხარ, უფრო ძლიერი“ - აღნიშნავდა ალექსანდრა ჯაფარიძე. ალექსანდრა ჯაფარიძის დაწყებული გზა, 90 წლის შემდეგ, 2024 წელს ალპინისტებმა მარიამ გელაშვილმა და მაია სიჭინავამ განაგრძეს - პირველი ქართველი ქალები, რომლებმაც უშბის ჩრდილოეთ მწვერვალს დამოუკიდებლად მიაღწიეს. თიბისის ახალი ვიდეორგოლში  მარიამი და მაია, ალექსანდრას მუდმივი შთაგონებით, მოგვითხრობენ: „უშბაზე ასვლა საკუთარ თავზე გამარჯვებას ჰგავს. არც ზედმეტი სითამამე უყვარს, არც მარტივად გიღებს, თუმცა თუ მიგიღო - სამუდამოდ მისი ერთგული რჩები“ - მაია სიჭინავა. „უშბამ ბევრი დაბრკოლება დაგვახვედრა გზად, მაგრამ თან ყველაზე მნიშვნელოვანი - მიზნისკენ ჯიუტად სვლა გვასწავლა. ის, რისიც ცხოვრებაში ასე ძალიან გჯერა, რისკენაც ასე შეუპოვრად მიდიხარ, შეუძლებელია არ გამოგივიდეს. ამ გზაზე, ხან საკუთარი თავის უნდა დაიჯერო და წინ იარო, ხანდახან კი, უნდა გაჩერდე კიდეც, იმიტომ რომ, ზოგჯერ, მწვერვალი სწორედ მაშინ გამოჩნდება, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები“ - მარიამ გელაშვილი. ალექსანდრა ჯაფარიძის, მაია სიჭინავას და მარიამ გელაშვილის მიღწევები მაგალითია იმისა, თუ როგორ გარდაიქმნება რწმენა რეალურ ძალად, რომელიც მიუღწეველი მწვერვალების დაპყრობასაც კი შესაძლებელს ხდის. ქალებისა და გოგოების გაძლიერება, საკუთარი მიზნებისკენ სვლის მხარდაჭერა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა თიბისისთვის ათწლეულებია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თიბისი თანმიმდევრულად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქალებს აძლევს შესაძლებლობას, ირწმუნონ საკუთარი მიზნების, შესაძლებლობები და თამამად გადადგან ნაბიჯი წინ - სპორტში, ტექნოლოგიებში, განათლებასა თუ მეწარმეობაში. https://www.newpress.ge/index.php/37302 თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა http://newpress.ge/uploads/all/images/-a5_5.jpg კომენტარები მკითხველებისგან როგორც ყოველთვის, მისასალმებელია აქტიური ჩართულობა და უკუკავშირი მკითხველებისგან, რომელთა კომენტარებსაც ეთმობა დღევანდელი მაკროეკონომიკური განახლება. კერძოდ, განხილულია მიმდინარე მაჩვენებლები, როგორებიცაა ინფლაციის ბოლო დინამიკა და მისი გავლენა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთსა და ლარის კურსზე, სავალუტო კონვერტაციები და უცხოური ვალუტის რეზერვები, უახლესი ინდიკატორები და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, აგრეთვე დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის განსაზღვრის სახელმძღვანელო პრინციპები. თიბისი კაპიტალის ბოლო ორი მაკროეკონომიკური პუბლიკაცია  საქართველოს ეკონომიკის 2025 წლის ვრცელ მიმოხილვას და 2026 წლის პროგნოზებსა და საქართველოს კომერციული უძრავი ქონების სექტორში გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის წარმატების მაგალითს მიეძღვნა.    დავიწყოთ ინფლაციით. იანვარში ფასები წლიურად 4.8%-ით გაიზარდა, რაც დეკემბრის 4%-იან მაჩვენებელზე მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროგნოზი 2026 წლის პირველ ორ თვეში ინფლაციის აჩქარება იყო, იანვრის ინფლაცია მცირედით, თუმცა მაინც ჩვენს 4.5%-იან საბაზო სცენარზე მაღალია. აღსანიშნავია, რომ სეზონურად შესწორებულ თვიურ ჭრილში ინფლაცია საკმაოდ აჩქარდა. აგრეთვე, მართალია ფასების ზრდა დიდწილად სურსათის ქვეჯგუფში იყო კონცენტრირებული, თუმცა აღმავალი დინამიკა სამომხმარებლო კალათის არა ცალკეულ პროდუქტებში, არამედ შედარებით ფართო ასორტიმენტში დაფიქსირდა.    ნიშნავს თუ არა ეს, რომ ინფლაციის პროგნოზის ზრდის მიმართულებით გადახედვაა საჭირო? შესაძლოა, თუმცა მხოლოდ მცირედით: იმპორტული ინფლაცია სუსტი რჩება, შრომის ბაზრიდან ზეწოლა არ იკვეთება, მომსახურების ინფლაცია კი - რომელიც გრძელვადიან ტენდენციებს ყველაზე ზუსტად ასახავს - თვიურ ჭრილში მცირედი ზრდის მიუხედავად მაღალი არაა. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მარტისთვის ფასების წლიური ზრდა 4%-ს დაუახლოვდება, ხოლო შემდგომ თანდათან შენელებას განაგრძობს. ინფლაციის პროგნოზის კუთხით ასევე საყურადღებოა გაზაფხულიდან, ერთი მხრივ, ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდა და, მეორე მხრივ, სურსათის ფასების შესაძლო კორექტირება, რასაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გავლენა ექნება და, კონკრეტული ინფორმაციის არარსებობის გამო, მოცემულ პროგნოზში გათვალისწინებული ჯერჯერობით არ არის.   მაღალი ინფლაცია, თავისთავად, უფრო მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას მოიაზრებს. თუმცა, ერთი მხრივ, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებისთვის არა მიმდინარე ინფლაცია, არამედ მისი პროგნოზია მნიშვნელოვანი. შესაბამისად, რადგან საბაზო სცენარი კვლავ ინფლაციის შენელებაა, სახეზეა რეფინანსირების განაკვეთის შემცირების წინაპირობაც. მეორე მხრივ, მიმდინარე ინფლაციის მნიშვნელოვანი მერყეობა მოლოდინებზე ახდენს გავლენას, რაც, შესაძლოა, პროგნოზს გადაეცეს. გასათვალისწინებელია იანვარში ფასების ზრდის ტემპის აჩქარებაც. საბოლოო ჯამში, მონეტარული პოლიტიკის შერბილების დაწყების თარიღზე გადაწყვეტილება სებ-ის მიერ ერთჯერადი ფაქტორების გავლენის შეფასებაზეა დამოკიდებული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა დღეს, 11 იანვარს გაიმართება. ჩვენი უცვლელი პროგნოზით, განაკვეთი წლის ბოლომდე 7.5%-მდე შემცირდება. რაც შეეხება ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზს, გამოვყოფთ ორ ფაქტორს. პირველ რიგში, ვინაიდან ინფლაციის მიმდინარე დინამიკა იმპორტული პროდუქციის გაძვირებით არ არის განპირობებული, ლარის გამყარება ფასებზე ზეწოლის შემცირების კუთხით ნაკლებად რელევანტურია. თუმცა, ამავდროულად, ლარი ზედმეტად გაუფასურებული რჩება, გაცვლით კურსსა და ინფლაციას შორის მჭიდრო კავშირი კი ცალსახაა. გასათვალისწინებელია ადგილობრივ საქონელსა და მომსახურებაში იმპორტული შუალედური პროდუქციის ფაქტორიც, ისევე როგორც იმპორტის კომპონენტი შერეული პროდუქციის ინფლაციაში. შესაბამისად,  გარკვეულწილად მაგრამ მაინც, ეს მიმდინარე პერიოდში ლარის უფრო მეტად გამყარების არგუმენტია, განსაკუთრებით სავალუტო ბაზარზე არსებული სიჭარბის ფონზე.   ამასთან, აუცილებლად ცალკე გამოსაყოფია სავალუტო კონვერტაციები - სიმარტივისთვის, დეპოზიტების ლარიზაცია - რომლებიც 2025 წელს ლარის მხარდამჭერი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი იყო. მოლოდინების შესაბამისად, 2026 წელს კონვერტაციების ეფექტი უკვე თითქმის ამოწურულია. ყოველდღიურ ინდიკატორებზე დაყრდნობით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია მცირედით შემცირდა. ამავდროულად, ინტერვენციები, რომლებიც ლარიზაციასთან მჭიდრო კავშირშია, ჩვენი შეფასებით, ასევე შენელდა და იანვარში, დაახლოებით, 80 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა, თებერვლის პირველი კვირის მონაცემებით, კვლავ გააქტიურებულია. საერთო ჯამში, საბაზო სცენარში 2026 წელს ლარის მცირედი გაუფასურება არა მხოლოდ სავალუტო კონვერტაციების ეფექტის მილევას უკავშირდება, არამედ 2025 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული საგარეო ბალანსის გარკვეულ გაუარესებასა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გაზრდილ ალბათობასაც. აღნიშნულ ფაქტორებს გარკვეულწილად აბალანსებს სებ-ის გაზრდილი სავალუტო რეზერვები. მთლიანმა რეზერვებმა იანვრის ბოლოს 6.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო წმინდა რეზერვებმა (სსფ-ის ნასესხობის სპეციალური უფლების გარეშე) – 3.5 მილიარდ აშშ დოლარს.   რაც შეეხება უახლეს ინდიკატორებს, იანვარში უნაღდო დანახარჯები გააქტიურებულია, უფრო მეტადაც კი, ვიდრე ამას ეკონომიკური ზრდის ნორმალიზების ჩვენი საბაზო სცენარი მოიაზრებს. აჩქარება შეინიშნება არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯებშიც. საპირისპიროდ, თებერვლის პირველ რამდენიმე დღეზე დაყრდნობით, უკვე შენელების ტენდენცია იკვეთება, თუმცა სრული თვის ჭრილში დასკვნების გამოტანაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. გასული რამდენიმე წლის დასაწყისში თიბისი კაპიტალის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები, როგორც წესი, საბაზრო კონსენსუსზე მაღალი იყო. საპირისპიროდ, მიმდინარე წელს ჩვენი 4.5%-იანი საბაზო სცენარი როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ჭრილში ყველაზე დაბალია, თუმცა, ჩვენი შეფასებით, აღნიშნულ ნორმალიზებას როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფაქტორები განაპირობებს. რასაკვირველია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უკრაინაში ომის დასრულების პოტენციურ ვადებსა და პირობებს, რაც ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება, თუმცა წმინდა ეფექტი, ჩვენი შეფასებით - რაც, შესაძლოა, მიმდინარე მდგომარეობით, საბაზრო კონსენსუსი არ არის - გარკვეულწილად მაინც უარყოფითი იქნება.   და ბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ დაფინანსების ოპტიმალური მულტისავალუტო კალათის განსაზღვრის საკითხმა მეტი ინტერესი გამოიწვია. ამდენად, სად შეიძლება მკითხველმა იხილოს კალათის კონკრეტული სტრუქტურა? რასაკვირველია, ბიზნესზე ინდივიდუალურად მორგებული ანალიზი ყველაზე ეფექტიანია, თუმცა განზოგადებული მაჩვენებლების გათვალისწინებაც ძალზე სასარგებლოა.   ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგია ოთხ საფეხურს აერთიანებს, რომელთაგან თითოეული აუცილებელია ოპტიმალური სავალუტო კალათის განსაზღვრისთვის. ეს მოიცავს შემოსავლებისა და ვალდებულებების შესაბამისობის უზრუნველყოფას, ბიზნესის ციკლურობის, სხვადასხვა დანახარჯის გათვალისწინებას, რისკის აპეტიტს და ა.შ., რაც დეტალურად ჩვენს ბოლო პუბლიკაციაში არის განხილული. რაოდენობრივი შეფასებები თიბისი კაპიტალმა პირველად ჯერ კიდევ 2019 წელს გამოაქვეყნა, 2024-2025 წლებში კი მკითხველს რეგულარულ განახლებებს სთავაზობდა. უფრო კონკრეტული სახელმძღვანელო პრინციპები, პრაქტიკული ცხრილის სახით, უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი.   ბოლო დინამიკის კუთხით, აშშ დოლარი 2026 წელს როგორც ევროს, ასევე სავაჭრო პარტნიორების მიმართ დამატებით გაუფასურდა, თუმცა თებერვალში ეს ტენდენცია ნაწილობრივ შეიცვალა. აღნიშნული კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ უჩვეულო ვოლატილურობას, რომელიც ბოლო პერიოდში აშშ დოლარს ახასიათებს და, ჩვენი შეფასებით, სტრუქტურულ ფაქტორებს ასახავს. შესაბამისად, ევროს გამყარება ჩვენს პროგნოზებთან სრულ თანხვედრაშია. მკითხველს შევახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში თიბისი კაპიტალმა ვრცელი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელიც ოქროს ფასების დინამიკის ანალიზსა და ლარი/ევრო/დოლარის სტრატეგიისთვის მის მნიშვნელობას დაეთმო. სწორედ ამ პუბლიკაციაში იყო დასაბუთებული აშშ დოლარში უფრო მეტი სესხის აღების მიზანშეწონილობა. მას შემდეგ, ევრო დამატებით, დაახლოებით, 3%-ით არის გამყარებული.   როგორ უნდა ვიმოქმედოთ ახლა, როდესაც ევრო გამყარდა? ერთი მხრივ, ევროს ბოლოდროინდელი გამყარება ევროში უფრო მეტი სესხების არგუმენტია, თუმცა, მეორე მხრივ, საბაზო სცენარი ევროს დამატებით გამყარებაა, ხოლო აშშ დოლარის პერსპექტივა საშუალოვადიან პერიოდში სუსტი რჩება, რაც უკვე დოლარში მეტი სესხების მხარდამჭერი ფაქტორია. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ, მართალია ისტორიულად ლარი ევროსთან მიმართებით უფრო სტაბილურია, მაგრამ უკრაინაში კონფლიქტის რეზოლუციის სცენარი ერთდროულად მიგრანტების პოტენციურ გადინებასა და ევროს გამყარებას მოიაზრებს. ამდენად, ამ სცენარში ლარი, პირიქით, შესაძლოა, გაუფასურდეს, რაც სესხის აღებისას ასევე ევროს წილის შემცირების არგუმენტია. ჯამურად, მართალია, ეს ყველაფერი ერთი შეხედვით კომპლექსურად გამოიყურება, თუმცა მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ გასული ხუთი წლის გაცვლითი კურსის თიბისი კაპიტალის წონასწორული შეფასებების გამოყენებით, საქართველოს კორპორატიულ სექტორში ჯამურად 6.5 მილიარდი ლარის პოტენციური სარგებლის მიღება იქნებოდა შესაძლებელი, მაშინ როდესაც კორპორატიული სესხების საშუალო პორტფელი ამავე პერიოდში 16.9 მილიარდ ლარს შეადგენდა.   იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007346-macro-update-georgia