|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქუთაისი"-კობა ნარჩემაშვილი

ქალაქის დღესასწაული მხოლოდ ღონისძიებებით არ შემოიფარგლება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ქუთაისში დარჩენა მოითხოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა, მისი თქმით, პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქუთაისი და ამ მუხლის ამოღებას არავინ გეგმავს.  

„პარლამენტის რეგლამენტის მეოთხე მუხლში არის დაფაქსირებული, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი  არის ქუთაისი  და ამ მუხლის ამოღებას არავინ გეგმავს.  მქონდა წინადადება, რომ პარლამენტი დარჩენილიყო როგორც ქუთაისში, ასევე ყოფილიყო თბილისშიც, თუმცა ეს მოსაზრება არ გაიზიარეს და პარლამენტი დარჩება ქუთაისში",-განაცხადა  ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა.

ნარჩემაშვილმა სხვა მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად ქალაქის დღესასწაულის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა