NewPress.ge RSS Feed https://www.newpress.ge/37537 თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90.jpg ბაზრობა ოფიციალურად 23 აპრილს გაიხსნება. თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 23-26 აპრილს, ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. ღონისძიება წიგნის მოყვარულებს ოთხი დღის განმავლობაში გააერთიანებს და მრავალფეროვან ლიტერატურულ, საგანმანათლებლო და გასართობ პროგრამას შესთავაზებს. თიბისი, როგორც ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი, სტუმრებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს უმზადებს. ბაზრობის ფარგლებში, შერჩეულ პარტნიორებთან თიბისის ტერმინალზე გადახდისას, მომხმარებლები მომენტალურად დაიბრუნებენ გადახდილი თანხის 20%-ს, მაქსიმუმ 50 ლარი. შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ მოსწავლის ბარათის და 18-23 წლის ახალი თიბისი ბარათის მფლობელებს. დამატებით დეტალებს გაეცანით თიბისის მობაილბანკში. თიბისის სპეციალურ ზონაში სტუმრები შეძლებენ დრო კომფორტულ და საინტერესო გარემოში გაატარონ, აქვე ექნებათ მათ თიბისის ახალი ბარათის აღების შესაძლებლობაც. თბილისის წიგნის ბაზრობა ოფიციალურად გაიხსნება 23 აპრილს - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს. ოთხი დღის განმავლობაში ექსპო ჯორჯიას XI პავილიონში უმასპინძლებს სტუმრებს. დამთვალიერებლებს ადგილზე დახვდებათ საყვარელი გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, წიგნის ბაზრობაზე პირველად წარმოდგენილი ახალი გამოცემები, სპეციალური ფასდაკლებები და მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამა. წლევანდელი ბაზრობის მთავარი გზავნილია „წიგნებით თავისუფლებისთვის“, რომლის გარშემოც ერთიანდებიან გამომცემლები, ავტორები და მკითხველები.  წელს, ბაზრობაზე პირველად მოეწყობა ახალგაზრდული სივრცე „იკითხე, იფიქრე, გადაამოწმე“, რომელიც მოზარდებს შესთავაზებს შემეცნებით და ინტერაქციულ გამოცდილებას. სივრცის მიზანია, ხელი შეუწყოს კრიტიკული აზროვნებისა და მედიაწიგნიერების განვითარებას, თანამედროვე სამყაროში კითხვის ახალი მნიშვნელობის გააზრებასთან ერთად. წიგნის ბაზრობის დაგეგმილი პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და ოთხ სივრცეში გადანაწილდება: მთავარი სცენა - წიგნის პრეზენტაციები და ავტორებთან შეხვედრები; მცირე სცენა - ლიტერატურული პერფორმანსები; საბავშვო სივრცე - ზღაპრების კითხვა და შემეცნებითი აქტივობები; ახალგაზრდული სივრცე - ვორქშოპები, მასტერკლასები და აქტივობები ციფრული უსაფრთხოებისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით. თიბისი, ჩვენს ქვეყანაში, კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების მთავარი მხარდამჭერია. სწორედ ამიტომ თიბისი თბილისის წიგნის ბაზრობის მხარდამჭერი და მისი უცვლელი პარტნიორია მისი დაარსების დღიდან. https://www.newpress.ge/37536 მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად http://newpress.ge/uploads/all/images/Mobilebank_Release-A5.png პასკოდის აღდგენის პროცესში, უკვე შესაძლებელია სელფის გადაღების ნაცვლად, გამოიყენო ვერიფიცირებული ელ-ფოსტა.  თიბისის მობაილბანკის განახლებები აერთიანებს ყველაფერს, რაც მომხმარებელს დღეს თანამედროვე, ციფრულ ყოველდღიურობაში სჭირდება. ეს კი, კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და დროის მნიშვნელოვნად დაზოგვას ნიშნავს.  დავიწყოთ იმით, რომ პასკოდის აღდგენის პროცესში, უკვე შესაძლებელია სელფის გადაღების ნაცვლად, გამოიყენო ვერიფიცირებული ელ-ფოსტა.  მობაილბანკში მნიშვნელოვანი და კომფორტული სიახლეა მშობლებისთვის - კიდევ უფრო გამარტივდა თქვენი ბავშვისთვის რეგისტრაცია და ბარათის აღება, რომელიც უკვე ტელეფონის ნომრის გარეშეა შესაძლებელი; ხოლო ანგარიშის მართვა ორივე მშობელს შეუძლია.  თუ საერთო ხარჯები უკვე გახდა თქვენი საყვარელი ფუნქციონალი, სიახლე აქაც დაგხვდებათ - დავალიანების დაფარვას უფრო მარტივად შეძლებთ. გადარიცხვებისას ნაჩვენები ერთი რეკომენდირებული ანგარიშის შეცვლა უკვე შესაძლებელია. ასევე, გამარტივდა მეგობრის მოწვევა და ბალანსის მართვა ერთ სივრცეში.  განახლებული გადახდების გვერდი კი, გაძლევს შესაძლებლობას დაიწყო ახალი გადახდები რამდენიმე წამში, დააჯგუფო რამდენიმე გადასახადი და თითის ერთი დაჭერით, ერთდროულად გადაიხადო ყველა ხარჯი. ამასთან, შესაძლებელია შექმნა ხშირი გადახდების შაბლონები.  განახლდა შედეგის გვერდებიც და უფრო მარტივად გაიგებ, ოპერაცია წარმატებით შესრულდა თუ არა.   რაც შეეხება ანგარიშის QR კოდის გაზიარების გვერდს - ახალი დიზაინით კიდევ უფრო გამარტივდა QR-ის დასკანერება, გაზიარება, ჩამოტვირთვა, ასლის შექმნა და ამობეჭვდვა.   ჩვენ ვუმარტივებთ ადამიანებს ცხოვრებას, ვამარტივებთ თქვენს ყოველდღიურობას მობაილბანკის ახალი ფუნქციონალებით, რომელსაც განსხვავებულ სიმაღლეზე აჰყავს ციფრული საბანკო ურთიერთობები.   https://www.newpress.ge/37535 საქართველოს უნივერსიტეტის ფინანსური შეთავაზება 2026 http://newpress.ge/uploads/all/images/OTJWjCY9O0Jd6q5p4UlQ.jpg 2026 წელი, საქართველოს უმაღლესი განათლების ინსტიტუციებისთვის ბევრი სიახლით სავსე აღმოჩ-ნდა. ერთის მხრივ ეს უკავშირდებოდა საბაკალავრო, სამაგისტრო საფეხურებზე არსებული სასწავლო დროის შემცირებას. (240 კრედიტიდან 180 მდე ) და მეორეს მხრივ ახალ ინიციატივას საგრანტო სისტე-მის, სრულად, მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტების გამოყენებაში გადასვლას.  სწორედ ამ მოცემულობით და საჭიროებების გათვალისწინებით, საქართველოს უნივერსიტეტმა, სრულიად ახალი, ფინანსური შეთავაზება დაამტკიცა 2026 წელს ჩარიცხული პირველკურსელების-ათვის. საგრანტო სისტემის შინაარსი, უნივერსიტეტის სამი ღირებულების ფუნდამენტზეა დაშენებული და წარმოადგენს ერთიან, სრულყოფილ, შესაძლებლობებით სავსე შეთავაზებას, რომელიც ასე გამოიყურება: EXCELLENTIA - სრულყოფილება, HUMANITAS - ჰუმანურობა, LIBERTAS -თავისუფლება თითოეული ღირებულება, საკუთრივ წარმოადგენს დაფინანსების სხვადასხვა შეთავაზებას, რაც მთლიანობაში, ჩარიცხულ პირველკურსელს საშუალებას აძლევს დაგროვილი ცოდნით, გამოცდების წარმატებით ჩაბარებით და სწავლის პროცესში დამსახურებული მაღალი აკადემიური შეფასების  შე-დეგად მიიღოს დაფინანსება.    EXCELLENTIA -სრულყოფილება, მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისა და წარმატებისკენ.  უნივერსიტეტი ძალაში ტოვებს უფასოდ სწავლის შესაძლებლობას, იმ აბიტურიენტებისთვის, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიიღებენ 2050 და მეტ საკონკურსო ქულას, დაიმსახურებენ სრულ დაფინანსებას, ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე. ეს შეთავაზება განკუთვნილია იმ აბიტურიენტებისათვის ვინც ჩაბარების მომენტიდანვე დააკმაყოფილებენ მაღალ აკადემიურ სტანდარტს და ასევე, მზად არიან ეს სტანდარტი სწავლის პროცესში, სტუდენტობისას შეინარჩუნონ, მაღალი GPA-ს. (აკადემიური მოსწერება) თავის მხრივ, ეს შეთავაზება ერთგვარი ჯილდოა იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც საშუალო განათლების შემდეგ საფეხურზე, წარმატებით გადავიდა დადაგროვილი ცოდნით მოიპოვა რეიტინგში მოწინავე პოზიცია.    დამატებითი შესაძლებლობა Tech მიმართულებისპროგრამებზე   ეს შეთავაზება, საქართველოს უნივერსიტეტის, როგორც ტექნოლოგიური ჰაბის იდეიდან გამომ-დინარეა. იმის გათვალისწინებით, რომ UG, აკადემიურ სფეროში მოწინავეა ტექნოლოგიური პროგ-რამების სწავლების ხარისხით, ამ პროგრამებზე ჩაბარების მსურველ აბიტურიენტებს განსაკუთრებულ, წამახალისებელ შეთავაზებასაც სთავაზობს, თუაბიტურიენტი აირჩევს ტექნოლოგიურპროგრამებსდამისი საკონკურსოქულაიქნება 2100 ანმეტი, უნივერსიტეტისრულდაფინანსებასთანერთად, საჩუქრად, სიმბოლურად, გადასცემს ლეპტოპს.    Humanitas – განათლებაპასუხისმგებლობით, მომავლის მხარდაჭერის გრანტი. საქართველოს უნივერისტეტის ახალი ინიციატივა აბიტურიენტების და შემდგომში სტუდენტების ერთმანეთისთვის მხარდაჭერის პირობას ემსახურება. წარმატებული სტუდენტები, წარმატებული კურსდამთავრებულების და უნივერსიტეტის საწინდარია, სწორედ ამ ციკლური ჯაჭვის ნაწილია შემდეგი პირობაც, თუკი აბიტურიენტის გამოცდებზე მიღებული ქულა იქნება 2000 – 2049, მას შეეძლება მიიღოს სრული დაფინანსება, მომავლის მხარდაჭ-ერის გრანტის ფარგლებში. მიღებულიდაფინანსებისსანაცვლოდ, სწავლისდასრულებისშემდეგ, კურსდამთავრებულებისაკუთარიშემოსავლის 25%-ითაფინანსებენსხვასტუდენტებს, რომლებიცმომავალშიიგივეშესაძლებლობასმიიღებენ. ამგვარად, თითოეულისტუდენტიხდებაგანათლებისეკოსისტემისჯაჭვისნაწილი და წარმატებას იზიარებს უნივერსიტეტთან ერთად. თავის მხრივ ეს შეთავაზება ცხადყოფს, რომ საქართველოს უნივერსიტეტისთვის კურსდამთავ-რებულებისდასაქმების ხელშეწყობა პრიორიტე-ტულია, რომ მათ სწავლის პროცესშივე აქვთ შესაძლებლობადასაქმდნენ და შესაბამისად სხვებისგან მიღებული მხარდაჭერის პასუხად - თავად იზრუნონ მომავალი სტუდენტების უმაღლეს განათლებაზე.  Libertas – თავისუფლება, აკადემიურიგზისარჩევის, საკუთარიშესაძლებლობებისაღმოჩენისდასაკუთარიწარმატებისდაგეგმვისთავისუფლება.  დაფინანსების მოპოვების ეს გზა, პირდაპირ პროპორციულია სტუდენტის სწავლის ხარისხთან და არ უკავშირდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებულ შედგებს, უნივერსიტეტი საშუალებას აძლევს ყველა სტუდენტს, საკუთარი შრომის საპირწონედ მოხვდნენ საერთო შეთავაზებაში, რაც პირდაპირ ბმაშია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებასთან და სწორხაზოვნად იმეორებს წარმატებულ შედეგებს. პერფორმანსსტიპენდია გულისხმობს იმსტუდენტების რიგებში ყოფნას, რომლებიცუნივერსიტეტისმასშტაბითმოხვდებიან TOP 3%-შიაკადემიურიმოსწრებით და მიიღებენსპეციალურსტიპენდიას. მათი შერჩევა მოხდება GPA (აკადემიური მოსწრება) მიხედვით. ესნიშნავს, რომთითოეულსტუდენტსშეუძლიასაკუთარიშრომითდაშედეგებითმოიპოვოსდამატებითიმხარდაჭერა.   აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტში ძალაში რჩება ძველი შეთავაზებებიც. 10 ნაწილად გადახდა და მიზნობრივი დაფინანსება, რაც თავის მხრივ,შეღავათს უქმნის აბიტურიენტებს და მათ მშობლებს, ფინანსური თვალსაზრისით.    მიზნობრივი დაფინანსება საქართველოს უნივერსიტეტისთვის, ქვეყნაში არსებული მდგომარეობის გამოძახილია და განსაკუთრებულმხარდაჭერასსთავაზობსახალგაზრდებს, რომლებიცარიანსაქართველოსოკუპირებულიტერიტორიებიდანდევნილისსტატუსისმქონეპირები.ამშემთხვევაშიუნივერსიტეტიუზრუნველყოფს 50%-იანსასწავლოშეღავათს, რითაც თავის მხრივ უნივერსიტეტი განათლების ხელმისაწვდომობას ზრდის და ქმნის თანაბარ შესაძლებლობებს, მათთვის ვინც სწავლასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.     არსებულ ცვლილებებს, რამაც სრულად შეცვალა ქართული საგანმანათლებლო პირობები აბიტურიენ-ტებისათვის, საქართველოს უნივერსიტეტი სრულ მზადყოფნაში შეხვდა და ავტომატურად ჩაუშვა საკუთარი ფინანსური შეთავაზებებების ნაკრები, რომლის დახმარებითაც თანაბარ დონეზე აყენებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას, მაღალი აკადემიური მოსწრების და სოციალური სტატუსის ფაქტორების გათვალისწინებით, ყველა აბიტურიენტისთვის.  https://www.newpress.ge/37531 ტექ ოლიმპიადების ჰაბმა - ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე - მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98.jpg მონაწილეობა შეუძლიათ 16 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს. ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც თიბისის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პარტნიორობით შეიქმნა - საქართველოში ახალი თაობის ტალანტებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ჰაბი ქვეყანაში არსებულ საოლიმპიადო ეკოსისტემას აერთიანებს და ქმნის ერთიან პლატფორმას მომავალი ტექნოლოგიური ტალანტების აღმოსაჩენად და მხარდასაჭერად. ჰაბის ფარგლებში, ქართველი მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი ხდება საერთაშორისო დონის ტექნოლოგიურ ოლიმპიადებში მონაწილეობა. მათ შორისაა 2026 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში - EJOI, რომელიც 24–30 ივლისს ლიტვაში, კაუნასში გაიმართება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან. EJOI-ი საერთაშორისო ასპარეზზე პირველი გამოცდილების მიღების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ოლიმპიადა მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდების ადრეულ აღმოჩენას, მათი მოტივაციის გაზრდასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. EJOI-ის ოლიმპიადის შესარჩევ ტურებზე რეგისტრაცია 30 აპრილამდეა შესაძლებელი. ორ ეტაპიანი კონკურსის შედეგების საფუძველზე, 4 ძირითადი წევრისა და 2 რეზერვისტისგან შემდგარი ნაკრები ყალიბდება, რომელიც საქართველოს სახელით EJOI-ზე ლიტვაში იასპარეზებს. საქართველო EJOI-ს 2017 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ქვეყნის გუნდი ყოველწლიურად წარმატებით ასპარეზობს. ოლიმპიადის ფორმატი ორი ტურისგან შედგება და თითოეულში სამი ამოცანის ამოხსნას ითვალისწინებს, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს ასაკის შესაბამისი სირთულის ამოცანებზე იმუშაონ. „ოლიმპიადაზე შედეგების მისაღწევად, საჭიროა იპოვო შენი სუსტი წერტილები და იმუშავო მათ აღმოფხვრაზე, ისწავლო თეორია და შემდგომ ამ თეორიის პრაქტიკულ კოდში გადათარგმნა“ -  მათე რეხვიაშვილი, 2025 წლის ნაკრების წევრი, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი.  EJOI-ზე მიღებული გამოცდილება ხშირად ხდება საწყისი წერტილი უფრო დიდი გამარჯვებებისკენ - იქნება ეს IOI-ზე (ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე) მონაწილეობა თუ პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმა ტექნოლოგიურ სამყაროში. მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების - სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული ცოდნით, იქნება ეს - თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი თუ განათლების სხვა შესაძლებლობები - შექმნი პირველ ციფრული პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორია თავად დაწერ. https://www.newpress.ge/37526 „ლიბერთი ბანკი“ „ბაზისბანკმა“ შეიძინა http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%98.PNG „ბაზისბანკის“ მფლობელი ჩინური „ჰუალინგ ჯგუფია“. ბაზისბანკმა, რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობების მიღების შემდეგ, წარმატებით დაასრულა ლიბერთი ბანკის შეძენასთან დაკავშირებული გარიგება და ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% - ის მფლობელი გახდა, - ინფორმაციას ამის შესახებ ბაზისბანკი ავრცელებს. ბაზისბანკის ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპზე ორივე ბანკი ჩვეულ რეჟიმში, დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას. ბაზისბანკის მომხმარებლები მომსახურებას მიიღებენ ბაზისბანკში, ხოლო ლიბერთი ბანკის მომხმარებლები - ლიბერთი ბანკში. „მომხმარებლებისთვის ყველა სერვისი, პროდუქტი და არხი მუშაობს შეუფერხებლად და მომსახურება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, „ბაზისბანკის“ მფლობელი ჩინური „ჰუალინგ ჯგუფია“.  https://www.newpress.ge/37523 ქუთაისში კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები და მონაწილეები დააჯილდოვეს http://newpress.ge/uploads/all/images/_51.jpg ღონისძიება ისტორიულ მუზეუმში გაიმართა და დედაენის დღეს მიეძღვნა. ქუთაისშიკალიგრაფიის საქალაქო კონკურსის გამარჯვებულები და მონაწილეები დააჯილდოვეს.   ღონისძიება ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა და დედაენის დღეს მიეძღვნა.    კალიგრაფიის კონკურსი ქუთაისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მე-12 წელია ტარდება.    წელს სხვადასხვა საკონკურსო კატეგორიაში 200-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა - ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეები; პედაგოგები სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებიდან; სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის დაინტერესებული პირები.   კონკურსის შედეგად სამივე კატეგორიაში გამოვლინდნენ I, II , III ადგილის მფლობელები და ჟიურის რჩეულები. გამარჯვებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. https://www.newpress.ge/37517 „500 დღეა აქ ვდგავართ, თოვლსა და წვიმაში“ - რას ითხოვენ პროტესტის მონაწილეები http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90.jpeg ქუთაისში ადმინისტრაციული შენობის წინ ისევ შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები. უწყვეტი პროტესტის მე-500-ე დღეს ქუთაისში ადმინისტრაციული შენობის წინ ისევ შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები.  მათი თქმით, მოთხოვნები უცვლელია, ითხოვენ ახალ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. როგორც სამოქალაქო აქტივისტმა ბექა შალამბერიძემ „ნიუპრესს“ უთხრა, „ოცნების“ ხელისუფლებამ საზოგადოება გახლიჩა და ადამიანებში ერთმანეთის მიმართ ზიზღი ჩანერგა.   „500 დღეა აქ ვდგავართ, თოვლსა და წვიმაში, გვინდა, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს ქვეყანა. მოთხოვნები ყველამ იცის და  უცვლელია. არ ვაღიარებთ ამ მთავრობის ლეგიტიმურობას, არ არსებობს „ოცნების“ გაკეთებული საქმე, მათივე პრეზიდენტმა, ყაველაშვილმაც კი ვერ დაასახელა მათი გაკეთებული სამი კარგი საქმე. ყველაზე ცუდი, რაც გაკეთეს, ეს არის ევროპული კურსის დაკარგვა და ადამიანებში ზიზღის ჩანერგვა, საზოგადოება ორად გახლიჩეს და ერთმანეთს დაუპირისპირეს, “, - უთხრა „ნიუპრესს“ ბექა შალამბერიძემ.  აქციის მონაწილების თქმით, უწყვეტი პროტესტის 500 დღიდან არცერთი დღე არ ჩაუგდიათ აფხაზეთიდან დევნილ ძმებს რომეო და მიხეილ ფიფიებს. როგორც რომეო ფიფიამ „ნიუპრესს“ უთხრა, ის რაც აიძულებს ყოველდღე, სამუშაოს შემდეგ ქუჩაში გამოვიდეს და საპროტესტო აქციაზე დადგეს, ეს არის სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხე; „სახელმწიფოებრიობის დაკარგვა არ მინდა, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, ჩემი ქვეყნის ერთი კუთხე უკვე დაიკარგა, არ მინდა მთლიანად ქვეყნის დაკარგვა, რუსეთთან რაიმე ფორმით კოლაბორაცია ეს იგივეა, რაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაკარგვა", - უთხრა ნიუპრესს რომეო ფიფიამ. ცნობისთვის, უწყვეტი საპროტესტო აქციები საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებისათვის საკითხს 2028 წლამდე აჩერებს. 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციებზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, ასევე დააკავეს ათეულობით ადამიანი. მათი ნაწილი ამ დრომდე ციხეებში რჩება.  „ოცნებას“ ასევე დემონსტრანტების უცნობი ქიმიური ნივთიერებით მოწამვლაში ადანაშაულებენ.  https://www.newpress.ge/37515 ზაზა ფაჩულია რაჭაში „სადმელი ჰესის“ აშენებას გეგმავს http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%96%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90.PNG მთავრობის განკარგულებით, მას მიწა 49 წლის ვადით გადაეცა.  NBA-ს ქართველი სპორტსმენი ზაზა ფაჩულია რაჭაში „სადმელი ჰესის“ აშენებას გეგმავს.  მთავრობის განკარგულების თანახმად, ზაზა ფაჩულიას კომპანია „სადმელი ჰესს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 29 007 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთის 49 წლის ვადით აღნაგობის უფლებით გადასცა, რისთვისაც ინვესტორმა ყოველწლიურად 18 973 ლარი უნდა გადაიხადოს. გადაცემის პირობას კი „სადმელი ჰესის“ აშენება და ექსპლუატაციაში მიღებაა.  „სადმელი ჰესის“ სიმძლავრე 2.7 მგვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი 19.2 მლნ კვტ/სთ. ჰიდროელექტროსადგური 2027 წლის 30 სექტემბრისთვის უნდა ამუშავდეს. ბიზნეს რეესტრის მიხედვით, კომპანია  „სადმელი ჰესი“ 2023 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, თუმცა ზაზა ფაჩუალიამ მისი 100%-იანი წილი 2025 წლის ივნისში ნანა ყეინიშვილის შვილისგან ნათია ლოლაძისგან 450 000 დოლარად შეიძინა. დღეს კომპანიას ლევან დიასამიძე ხელმძღვანელობს. https://www.newpress.ge/37514 ქუთაისის აეროპორტს სჭირდება საკმაოდ ძლიერი ლობი - ლაშა ბერეკაშვილი http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90.PNG მისი თქმით, აეროპორტში ახალი ავიაკომპანიები უნდა შემოვიდნენ. ქუთაისის აეროპორტს სჭირდება საკმაოდ ძლიერი ლობი  - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა და ტურისტული კომპანია Travel To Georgia-ს დირექტორმა ლაშა ბერეკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტში უკვე წლებია არცერთი ახალი ავიაკომპანია არ შემოსულა. პირიქით, გაუქმდა ქუთაისი-კოპენჰაგენის მიმართულება, სანაცვლოდ კი დაინიშნა თბილისი-კოპენჰაგენი. „თუ ქუთაისი-კოპენჰაგენის მიმართულება არ იყო რენტაბელური, თბილისი-კოპენჰაგენი როგორ იქნებოდა. თუ თბილისიდან იყო შესაძლებელი ამ მიმართულების დამატება, რატომ ვერ მოხერხდა ქუთაისში უკვე არსებული მიმართულების გამაგრება/გაძლიერება?!  მაშინ, როცა ჩვენი ტურიზმის სამსახურის წარმომადგენლები მიდიან მუმბაიში, ნიუ-იორკში, საერთოდ აცდენილ ბაზრებზე, რატომ არ წავიდნენ დანიაში, არ გაწიეს იქ მნიშვნელოვანი სამუშაო და არ შეინარჩუნეს იმერეთისთვის და დასავლეთ საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მიმართულება. ასევე, თბილისში შემოვიდა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Easyjet, დაინიშნა დამატებითი რეისები მაგალითად, იტალიის, ავსტრიის მიმართულებით, ეს კი მაშინ, როცა ქუთაისს არცერთი ავიაკომპანია და რეისი არ დამატებია, თუ პირიქით არ გამოაკლდა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ქუთაისის აეროპორტს არ გააჩნია პოტენციალი, გადახედონ სტატისტიკას, რომელ აეროპორტს ჰქონდა მგზავრთბრუნვა მაღალი. ქუთაისის აეროპორტს სჭირდება საკმაოდ ძლიერი ლობი შესაბამის უწყებებთან, იმისათვის რომ დასავლეთ საქართველოს ერთადერთი შემოსავლის წყარო არ იყოს უკანა ეზო, მიჩუმათებული,“ - განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა. წყარო: bpn.ge https://www.newpress.ge/37505 რას აცხადებს ნათია თურნავა ფარცხალაძის დასაცავად სანქციების აღსრულების წესის შეცვლაზე? http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90.PNG უნდა აგოს თუ არა პასუხი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, დასავლეთის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასაცავად სანქციების აღსრულების წესი გამო? 2023 წლის სექტემბერში, როცა დიდმა ბრიტანეთმა ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესი შეცვალა. ბანკის განმარტებით, „ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს“ და კომერციულ ბანკებს მიუთითა, რომ სანქციები აღასრულონ, თუკი „გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი“.  იღებს თუ არა პასუხისმგებლობას საკუთარი გადაწყვეტილების გამო ნათია თურნავა დღეს, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფარცხალაძეს მკვლელობის ორგანიზებისა და ქოლცენტრების მფარველობის ბრალდებებს უყენებს, - ამ კითხვით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს „ფორმულას“ ჟურნალისტმა, თამარ დემეტრაშვილმა მიმართა.  „თქვენ საკუთარი განკარგულება შეცვალეთ რუსეთის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძის გამო. მაშინ კითხვის ნიშნისა და დარტყმის ქვეშ დადგა საბანკო სისტემა, თქვენი მოადგილეებიც კი გადადგნენ დემარშით ამის გამო. დღეს იგივე მთავრობა იმავე ოთარ ფარცხალაძეს უყენებს მკვლელობის ორგანიზების ბრალდებას. თქვენ ამ განკარგულებას ამ გადასახედიდან როგორ აფასებთ?“ - ჰკითხა თურნავას ჟურნალისტმა, რომლის პასუხად განაცხადა, რომ მას წესი მხოლოდ ერთი მოქალაქისთვის არ შეუცვლია, თუმცა ფაქტია, ამ წესით მხოლოდ ფარცხალაძემ ისარგებლა.    „არასოდეს გაკეთებულა ეს რომელიმე პიროვნებისთვის. საქართველოს ეროვნული ბანკი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ფინანსური სტაბილურობა შენარჩუნდეს, მათ შორის სანქციების შესრულებასთან მიმართებაში, თუმცა ეს არის ცოცხალი პროცესი და შესაბამისი რეგულაციები განიცდის დროდადრო ცვლილებას. ცვლილება, რასაც თქვენ ახსენებთ, იყო მიმართული იქეთკენ, რომ ჩვენ ჩვენი ნორმატიული აქტებით უნდა ვიყოთ სრულ შესაბამისობაში ქართულ კანონმდებლობასთან მიმართებაში..", - განაცხადა თურნავამ.    https://www.newpress.ge/37497 თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის http://newpress.ge/uploads/all/images/Release-offers.png მოსწავლის ბარათი არ არის მხოლოდ გადახდის ინსტრუმენტი. თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ქმნის ან აუმჯობესებს ისეთ სერვისებსა და პროდუქტებს, რომლებიც მათ კომფორტსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად არის მორგებული. განსაკუთრებით კი, ახალ თაობაზე.  მოსწავლის ბარათი არ არის მხოლოდ გადახდის ინსტრუმენტი. მისი ფუნქციონალები ახალ თაობას შესაძლებლობას აძლევს ისწავლონ საკუთარი ბიუჯეტის გონივრული მართვა-სწორად დაგეგმვა და დაზოგვა. მშობლის მოწვევით, 6-17 წლამდე მოსწავლეებს, შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მობაილბანკით და დამოუკიდებლად განახორციელონ ყოველდღიური ფინანსური ოპერაციები:    თანხის სხვასთან გადარიცხვა (იმ შემთხვევაში თუ მშობელი ბარათის აღების პროცესში ან შემდგომ თანხმობას განაცხადებს ფუნქციის ჩართვაზე)  მობილური ბალანსის შევსება  მათზე მორგებული შეთავაზებების დათვალიერება   ბარათის მართვა (დეტალების ნახვა, პაროლის შეცვლა, დაბლოკვა)   გარდა ამისა, თიბისის მოსწავლის ბარათის მფლობელებისთვის ხარჯვას სარგებელიც ახლავს. მოსწავლეები მუდმივად სარგებლობენ მათზე მორგებული მრავალფეროვანი შეთავაზებებით და პარტნიორ ობიექტებში გადახდილი თანხის ნაწილს ანგარიშზე მომენტალურად, ქეშბექის სახით იბრუნებენ. მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებებით დატვირთულია მიმდინარე პერიოდიც და მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ მათთვის ყველაზე მოთხოვნად კატეგორიებში დაზოგონ მეტი. Gegelato, Smash Georgia, Cinnamon, Dunkin, ექსტრამითის პავილიონი, Creperie - Le Biscuit, Moubary.com , Palitra L, Antaris, დიოგენე, სულაკაურის გამომცემლობა, Kubiki.ge  Puzz.ge, Miniso , Latt Liv, Magnolia Film Lab- ტრადიციულად მრავალფეროვანია პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი და კატეგორიებიც. ყველა შეთავაზების სანახავად გადადით ბმულზე.  მოსწავლის ბარათის აღება უფასოა და მშობლებს პირდაპირ მობაილბანკიდან, სულ რაღაც 2 წუთში შეუძლიათ- ფილიალებში მისვლისა და ზედმეტი დროის კარგვის გარეშე. https://www.newpress.ge/37495 წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია http://newpress.ge/uploads/all/images/TBC_Tech_%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%9D.png   CyberSecurity Excellence Awards 2026-ში, ნომინაციაში - წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი (Best Risk and Complience Program) თიბისიმ საუკეთესოს ტიტული დაიმსახურა.   ეს თიბისის ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის მნიშვნელოვანი, საერთაშორისო მასშტაბის წარმატება და აღიარებაა.  თიბისის მასშტაბის კომპანიაში, რისკისა და შესაბამისობის მართვა არ არის უბრალოდ დამხმარე ფუნქცია - ესაა სისტემა, რომელიც იცავს მომხმარებელს, უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტობას და ნდობას.  ბანკმა დანერგა კიბერუსაფრთხოების ჯანმრთელობის შეფასების ჩარჩო (Cyber Health Assessment Framework) - იგივე, კიბერ სიჯანსაღე.  სისტემა ახდენს სხვადასხვა აქტივობების ერთიან პროგრამად გარდაქმნას. საშუალებას იძლევა, თითოეული კრიტიკული სისტემა ერთნაირად შეფასდეს მთელი ციკლის განმავლობაში - მართვიდან და დიზაინიდან დაწყებული, განხორციელებით, შემოწმებითა და ოპერაციებით დამთავრებული.  უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი - შემცირდა მაღალი რისკის ზონები ღრუბლოვან (Cloud) და კონტეინერულ გარემოში, გაიზარდა დაცვისა და რეგულაციების შესაბამისობის დონე. პირველმა შედეგებმა აჩვენა, რომ სისტემების საერთო მომწიფების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა.  თიბისი, როგორც რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, ქმნის პროდუქტს, რომელიც არამხოლოდ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, არამედ თავადვე აწესებს სტანდარტებს; ქმნის საბანკო ტექნოლოგიების მომავალს და ადამიანებს უმარტივებს ცხოვრებას.  ინოვაციური და ტექნოლოგიური თამამი ნაბიჯებით, თიბისი მუდმივად ამტკიცებს, რომ ქართული საბანკო ბაზრის ნამდვილი ლიდერია - მიზანსწრაფული და მომხმარებელზე ორიენტირებული.  https://www.newpress.ge/37493 როგორ ავარჩიოთ საუკეთესო იპოთეკური შეთავაზება http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98.jpg ბინის შეძენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. იპოთეკური სესხი კი ის ინსტრუმენტია, რომელიც ამ მიზნის მიღწევაში გვეხმარება. თუმცა, ბაზარზე არსებული მრავალფეროვანი შეთავაზებების ფონზე სწორი არჩევანის გაკეთება მარტივი არ არის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც დაგეხმარებათ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში. განსაზღვრეთ თქვენი ბიუჯეტი პირველი ნაბიჯი არის იმის გარკვევა, თუ რა თანხის გადახდა შეგიძლიათ ყოველთვიურად ისე, რომ თქვენი ფინანსური სტაბილურობა არ დაზარალდეს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სესხის ძირითადი თანხა, არამედ დამატებითი ხარჯებიც. გაითვალისწინეთ: თქვენი ყოველთვიური შემოსავალი მიმდინარე ვალდებულებები შესაძლო გაუთვალისწინებელი ხარჯები რეზერვის არსებობის ფაქტორი რეალისტური ბიუჯეტი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზედმეტი ფინანსური დატვირთვა. შეადარეთ საპროცენტო პირობები იპოთეკური შეთავაზების შეფასებისას ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის საპროცენტო განაკვეთი. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ყურადღება უნდა მიაქციოთ არა მხოლოდ ნომინალურ, არამედ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც მოიცავს ყველა დამატებით ხარჯს. ასევე მნიშვნელოვანია გაიგოთ - პროცენტი ფიქსირებულია თუ ცვლადი. ფიქსირებული განაკვეთი სტაბილურობას გაძლევთ, ხოლო ცვლადი შეიძლება შეიცვალოს ბაზრის პირობების მიხედვით.   შეაფასეთ სესხის პირობები იპოთეკური სესხის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ დამატებით პირობებს, რომლებიც საბოლოო გადაწყვეტილებაზე დიდ გავლენას ახდენს: სესხის ვადა წინსწრებით დაფარვის პირობები ჯარიმები დაგვიანებაზე ქონების შეფასების ხარჯები დაზღვევის მოთხოვნები ხშირად სწორედ ეს დეტალები განსაზღვრავს, რამდენად მოქნილი და კომფორტულია სესხი გრძელვადიან პერსპექტივაში. გაანალიზეთ ბაზარი და ტენდენციები სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, სასურველია ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებსაც გაეცნოთ. მაგალითად, შეგიძლიათ იხილოთ ანალიტიკური სტატიები https://bm.ge-ზე, სადაც უძრავი ქონებისა და ფინანსური სექტორის შესახებ აქტუალურ ინფორმაციას იპოვით. ეს დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ, რა მიმართულებით ვითარდება ბაზარი და არის თუ არა სწორი დრო სესხის აღებისთვის. რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი ფინანსური პარტნიორი სანდო ფინანსური ინსტიტუტის შერჩევა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად პირობები. მაგალითად, იპოთეკურის სესხის აღება მიკრობანკ MBC-ში გაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლოთ მოქნილი პირობებით, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა ტიპის მომხმარებელზე. მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც გრძელვადიან ფინანსურ ვალდებულებას იღებთ. რა რისკები უნდა გაითვალისწინოთ იპოთეკური სესხი გრძელვადიანი ვალდებულებაა, ამიტომ აუცილებელია რისკების წინასწარ შეფასება: შემოსავლის შემცირების რისკი ვალუტის კურსის მერყეობა (თუ სესხი უცხოურ ვალუტაშია) პროცენტის ზრდის შესაძლებლობა უძრავი ქონების ფასების ცვლილება რისკების გააზრება დაგეხმარებათ უკეთ მოემზადოთ შესაძლო გამოწვევებისთვის. შეჯამება საუკეთესო იპოთეკური შეთავაზების არჩევა მოითხოვს დეტალურ ანალიზს და გრძელვადიან ხედვას. მნიშვნელოვანია ბიუჯეტის სწორად განსაზღვრა, პირობების შედარება და სანდო პარტნიორის შერჩევა. თუ ამ პროცესს პასუხისმგებლობით მიუდგებით, შეძლებთ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც თქვენს ფინანსურ სტაბილურობასა და ცხოვრების ხარისხზე დადებითად აისახება. https://www.newpress.ge/37494 2026 წლის პირველ კვარტალში ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტში ზრდის ტენდენცია ფიქსირდება http://newpress.ge/uploads/all/images/_MG_3841.jpg განსაკუთრებული ზრდა გერმანიაში დაფიქსირდა, სადაც ექსპორტმა 375 ათას ლიტრს მიაღწია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 51 ქვეყანაში ექსპორტირებულია 17,3 მლნ ლიტრი ღვინო, რომლის ღირებულება 53,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 5%-ით, ხოლო ღირებულება 7%-ით გაიზარდა. ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებიდან პირველ კვარტალში განსაკუთრებული ზრდა გერმანიაში დაფიქსირდა, სადაც ექსპორტმა 375 ათას ლიტრს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით მეტია.  9%-ით გაიზარდა ექსპორტი დიდ ბრიტანეთში და 86 ათას ლიტრს მიაღწია. ასევე, 4%-იანი ზრდა ფიქსირდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც ექსპორტირებულია 831 ათასამდე ლიტრი ღვინო. პირველ კვარტალში, სპირტიანი სასმელების ექსპორტი 38 ქვეყანაში განხორციელდა. ჯამში ექსპორტირებულია 7,6 მლნ ლიტრი, 56,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია. ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 3%-ით გაიზარდა. https://www.newpress.ge/37488 "ვისოლმა" ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდი დამტენი სადგური გახსნა http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1.jpg "ვისოლმა" ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე, „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდი დამტენი სადგური გახსნა და ეკომეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაციისთვის გამოფენა და Test Drive გამართა. ახალგახსნილ სადგურზე ერთდროულად 12 ელექტრომანქანის დამუხტვაა შესაძლებელი საშუალოდ 15 წუთში. აღსანიშნავია ისიც, რომ ნავთობპროდუქტებთან შედარებით, ელექტრომობილის დამუხტვა მნიშვნელოვნად ეკონომიურია. "ვისოლის" ელექტროდამტენი კომპლექსი აღჭურვილია შვეიცარიული ABB და ჩინური SINEXCEL-ის თანამედროვე დამტენებით. არგვეთას ახალ დამტენ სადგურზე დამონტაჟებულია 360 კილოვატიანი ინოვაციური Power Bank -  სისტემა, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ერთ ავტომობილს მიაწოდოს 280 კვ.-მდე საათში. სადგურზე არსებული დამტენების ჯამური სიმძლავრე 720 კილოვატს აღწევს. „ვისოლის“ ელექტროდამტენ სადგურებზე ელექტრომობილები „ვისოლ ჯგუფის“ მზის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიით იმუხტება, რომელიც არგვეთასა და გორში მდებარეობს. "ვისოლს" ავტოგასამართ სადგურებზე  ელექტროდამტენი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. ეკო მეგობრული ტრანსპორტის მფლობელებისთვის „კეთილ მგზავრობას“ „ვისოლი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით, 9 ქალაქში განთავსებული 12 ელექტროდამტენი სადგურით უზრუნველყოფს, სადაც ერთდროულად 44 ელექტრომანქანის დამუხტვაა შესაძლებელი. დამტენი სვეტები კი სრულად ითვალისწინებს საქართველოში არსებულ ელექტრო ავტოპარკს და ევროპული, იაპონური და ჩინური წარმოების ელექტრომობილებისთვის შესაბამის დამტენს სთავაზობს მომხმარებელს.    "ვისოლის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა, შესაბამისად, ის, რომ „ვისოლი“ ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელს ავითარებს, ეს ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ელექტრომობილი ეკომეგობრული ტრანსპორტია, მას არავითარი გამონაბოლქვი და ემისია არ აქვს, უხმაუროდ მოძრაობს და სრულად ესადაგება ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხედვას. დღევანდელი ეკომეგობრული ტრანსპორტის გამოფენით და Test Drive-ით ჩვენ ფართო საზოგადოებას გვსურს ელექტრომობილების შესაძლებლობები და უპირატესობები ვაჩვენოთ, რომ ხელი შევუწყოთ პასუხისმგებლიან გადაადგილებასა და ელექტროტრანსპორტის პოპულარიზაციას“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. ელექტროდამტენი მანქანების გამოფენაზე წარმოდგენილი იყო TEGETA CARS-ის ქვეშ არსებული ბრენდების უახლესი თაობის ელექტრომობილები - 2025 წლის Porsche Macan Electric, Porsche Taycan, Volvo EX90 და Zeekr 7X, Solar Auto-ს 2026 წლის BYD T4 (სატვირთო/სადისტრიბუციო ელექტრომობილი) და 2025 წლის BYD HAN Special Edition, 2024 წლის Tesla Cybertruck AWD Foundation Series, E-Space – ის UNU ელექტროსკუტერები და სხვა. ელექტროდამტენი სვეტების ქსელის განვითარებას „ვისოლ ჯგუფი“ „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ქსელის გარდა, Wendy’s-ის, Dunkin-ის, Subway-ის ამერიკული რესტორნების, MP-ს სავაჭრო ცენტრების, „ბიოგრაფი ლივინგის" დეველოპერულ პროექტების ტერიტორიაზეც გეგმავს, რითაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ელექტროტრანსპორტის დამუხტვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებას. „ვისოლმა“ ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგური თბილისში 2017 წელს, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე გახსნა და დამტენების ქსელის განვითარება კომპანია „E-Space“- თან თანამშრომლობით დაიწყო. https://www.newpress.ge/37486 თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა http://newpress.ge/uploads/all/images/_48.jpg საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადები ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან ტარდება. საქართველოში ტექნოლოგიური განათლების განვითარებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა 2025 წელს ბოლოს, თიბისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პარტნიორობით, ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა. ჰაბი აერთიანებს ქვეყანაში არსებულ საოლიმპიადო ეკოსისტემას და ქმნის ერთიან, სისტემურ პლატფორმას მომავალი ტექ ტალანტების აღმოსაჩენად და მხარდასაჭერად. საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადები ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან ტარდება. მიუხედავად იმ პერიოდის სირთულეებისა, ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევდნენ. ამ დრომდე ქვეყანამ 11 ოქროს, 21 ვერცხლისა და 66 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადებში მონაწილე ახალგაზრდები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებში აგრძელებენ კარიერას. თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია და განათლების მხარდამჭერი ბრენდი საქართველოში, აქტიურად ქმნის შესაძლებლობებს ახალი თაობისთვის. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბის დაარსება, რომლის ფარგლებშიც, თიბისი ახალი თაობის საერთაშორისო წარმატების მთავარი მხარდამჭერია.  ჰაბი დღეს აერთიანებს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ოლიმპიადებს. მათ შორის ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადას (IOI), ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადას (IOAI), ევროპის გოგოების (EGOI) და ახალგაზრდულ (EJOI) ოლიმპიადებს, ასევე საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადას ინფორმატიკაში. ტექ ოლიმპიადების ჰაბის შექმნა მრავალწლიანი გამოცდილების გაგრძელებაა, რომლის უკან დგას არაერთი პროფესიონალი და ენთუზიასტი, მათ შორისაა გიორგი მანდარია, რომელიც უკვე სამი ათწლეულია საქართველოს ტექნოლოგიური ტალანტების აღზრდას ემსახურება. “იმ წლებში, როდესაც საქართველოში შესაძლებლობები ფაქტიურად არ არსებობდა, მაინც მჯეროდა, რომ საქართველო თავის სათქმელს იტყოდა საერთაშორისო ასპარეზზე.“ - გიორგი მანდარია, საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ხელმძღვანელი.  ჰაბის შექმნით, ოლიმპიადების ორგანიზების, ნაკრების მომზადებისა და საერთაშორისო ასპარეზზე გამგზავრების პროცესი უფრო სტრუქტურირებული და ხელმისაწვდომი გახდა. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ტექნოლოგიური განათლების პოპულარიზაციას და წარმატების ისტორიების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. „განათლებაა ის ძალა, რომელიც მომავალს ქმნის, სწორედ ამიტომ ვქმნით და მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას რეალურ შესაძლებლობებს აძლევს. ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს გამოცდილებას, ცოდნას და ახალ შესაძლებლობებს,  რათა საქართველოდან კიდევ უფრო მეტი წარმატებული ისტორია დაიწეროს გლობალურ ტექნოლოგიურ სივრცეში“ - მარიამ თევზაძე, თიბისის საგანმანათლებლო პროექტების ლიდი. მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების - სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული ცოდნით, იქნება ეს - თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი თუ განათლების სხვა შესაძლებლობები - შექმნი პირველ ციფრული პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორია თავად დაწერ. https://www.newpress.ge/37483 თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.jpg თიბისი კონცეპტს და WM-ს (დაგროვილი კაპიტალის მართვა) საერთაშორისო საფინანსო გამოცემა Euromoney-ს ოთხი ჯილდო გადაეცა, მათ შორისაა მთავარი ჯილდო ნომინაციაში - „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება“. ბანკი ამ ჯილდოს მფლობელი რეგიონის მასშტაბით პირველად გახდა.  თიბისის  პერსონალურმა საბანკო მომსახურებამ გამარჯვება მოიპოვა Euromoney-ის ჯილდოს კიდევ სამ კატეგორიაში:   „საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება“,  „საქართველოში საუკეთესო პრემიალური საბანკო მომსახურება“  „საქართველოში საუკეთესო მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების მომსახურება“  Euromoney უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ფინანსური ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და გავლენიან გამოცემად ითვლება. მისი ჯილდოები ეფუძნება არა მხოლოდ ფინანსურ მაჩვენებლებს, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებულ სტრატეგიას, ინოვაციებსა და სერვისის ხარისხს.  „წელს, პირველად მოვიპოვეთ რეგიონის მასშტაბით Euromoney-ს მთავარი ჯილდო ნომინაციაში „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება“. ვულოცავ  თიბისი კონცეპტის და თიბისი Wealth Management-ის გუნდის წევრებს ამ გამარჯვებას, ეს თიბისის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა“ - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.  თიბისი კონცეპტი მომხმარებლის ყოველდღიურობის გასამარტივებლად მუდმივად ავითარებს ინოვაციურ პროდუქტებს, ქმნის სრულ ფინანსურ ეკოსისტემას და ექსკლუზიური შეთავაზებებით უნიკალურ გამოცდილებას უქმნის თავის მომხმარებლებს.  თიბისი ბანკმა, 2006 წელს, საქართველოში პირველმა დანერგა პერსონალური საბანკო მომსახურება და პროფესიონალთა გუნდისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით, დღესაც აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული, ინოვაციური პროდუქტების განვითარებას.  აღნიშნულ ნომინაციებში თიბისი კონცეპტის გამარჯვება კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს, რომ თიბისის მომსახურება არა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, არამედ რეგიონში არსებულ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი და აღიარებული ბრენდია.     https://www.newpress.ge/37480 „ნაციონალური მოძრაობა“არის იდეალისტთა ჯგუფი, რომელიც არის რეგიონებში - ფავლენიშვილი http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98.jpg პარტიის ლიდერმა რეგიონებში პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეალისტთა ჯგუფი, რომელიც არის რეგიონებში, მე მინდა მივესალმო პარტიის ამ გაუტეხელ წევრებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.   როგორც მან აღნიშნა, „ოპოზიციის ალიანსი“ არის თანამშრომლობის ფორმატი, თუმცა ყველა პარტია ზრუნავს თავის სტრუქტურულ გაძლიერებაზე. მისივე თქმით, იმერეთსა და სხვა რეგიონში გამართული შეხვერდრებისას გულწრფელად გაუკვირდა ის ენთუზიაზმი, რაც მისი პარტიის წევრებს აქვთ.  „ჩვენ გვყავს პარტიული სტრუქტურები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით არიან, ოღონდ ათეული წლებია და მათ კიდევ სხვანაირი სიმყარე აქვს, იმდენ რეპრესიასა და დაბრკოლებას გაუძლეს. ჩვენ ეს პროცესი დაწყებული გვაქვს, შეხვედრა გვქონდა რამდენიმე რეგიონში, მათ შორის იმერეთში შევხვდით ჩვენი პარტიული სტრუქტურის თითქმის ყველა წევრს, კახეთში შევხვდით, კასპში შევხვდით და გრძელდება, მთელ საქართველოს მოვიცავთ აუცილებლად.  „ოპოზიციის ალიანსი“ არის თანამშრომლობის ფორმატი, თუმცა შიდა პარტიულ დღის წესრიგზე უარს არცერთი პარტია არ ამბობს, ყველა პარტია ცდილობს საკუთარი პარტიული სტრუქტურა გააძლიეროს. ჩვენც ამ მხრივ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს თავისთავად ძლიერი.  მინდა გულწრფელად გითხრათ, მართლა გამიკვირდა ის ენთუზიაზმი, გაუტეხელობა, რაც აქვთ ჩვენი გუნდის, ჩვენი პარტიის სტრუქტურის წევრებს. რა თქმა უნდა, ზოგიერთ მათგანს მოუწია, სამწუხაროდ, ემიგრაციაში წასვლა. ზოგიერთი კი არა, უდიდესი ნაწილი არის დროებით ემიგრაციაში წასული, უბრალოდ, ოჯახის ლუკმა-პურისთვის არიან წასულები და აპირებენ ჩამოსვლას, როცა გადამწყვეტი ფაზა იქნება მათთვის... ვინც არიან ადგილზე, მე პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ მათზე ნადირობა ჰქონდა გამოცხადებული „ოცნებას“, სხვადასხვა დროს „ოცნების“ პარტაქტივსაც, სიპებსაც, აიპებსაც. არა მხოლოდ დაშინების კუთხით, მინდა ხალხმა გაიგოს, არამედ „მოქრთამვის“ კუთხითაც, - ამ ხალხს აქვს ძალიან დიდი ინსტიტუციონალური მეხსიერება, ნამუშევარი აქვს საკრებულეობში, გამგეობებში. ასეთი ხალხი სანთლით არის საძებნელი. ცდილობდნენ მათ გადაქაჩვას, მაგრამ ეს ხალხი მტკიცედ დგას. მთავარი საყრდენი „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც გააჩნია, რასაც ივანიშვილმა ვერ მოუხერხა ვერაფერი არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეალისტთა ჯგუფი, რომელიც არის რეგიონებში, მე მინდა მივესალმო პარტიის ამ გაუტეხელ წევრებს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.     .     https://www.newpress.ge/37482 თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს http://newpress.ge/uploads/all/images/_47.jpg ფესტივალი 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით გასტანს. თიბისი კონცეპტი ქვეყანაში კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და უკვე, 15 წელია ჯაზფესტივალების მთავარი წარმდგენია.  30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, თბილისი რიგით 29-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრსა და თათუზა ჯაზკლუბში ჩატარდება  და ტრადიციულად, მსოფლიო დონის ჯაზშემსრულებლებს გააერთიანებს. 30 აპრილი: ჯაზის მე-15 საერთაშორისო დღე - ლუკა თოფურია და მეგობრები | თათუზა ჯაზკლუბი *იუნესკოს მიერ დაწესებულ ჯაზის საერთაშორისო დღეს წელს მსოფლიოს 190 ქვეყანა აღნიშნავს, მასპინძელი ქალაქი ჩიკაგო იქნება  1 მაისი - მარკ რიბოს კვარტეტი (Marc Ribot Quartet “Hurry Red Telephone”) | მარჯანიშვილის თეატრი 2 მაისი - კინგა გლიკი (Kinga Glyk) | მარჯანიშვილის თეატრი  3 მაისი - ფრედ ჰერშის ტრიო (Fred Hersch Trio) | მარჯანიშვილის თეატრი 1-2 მაისი - კენედი ადმინისტრეიშენის ჯემსეიშენი (Kennedy Administration) | თათუზა ჯაზკლუბი.   ფესტივალის ორგანიზატორია „ისთერნფრომოუშენსი“ ტრადიციული წარმდგენი კი თიბისი კონცეპტია.  თიბისი კონცეპტის წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათის მფლობელებს, 3 მაისის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ ბმულზე. წინასწარი გაყიდვის შემდეგ, თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათებზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება. *შეთავაზება არ ვრცელდება თიბისი კონცეპტის საკრედიტო ბარათებზე. 2011 წლიდან თიბისი კონცეპტი სისტემურად უჭერს მხარს საქართველოში ჯაზფესტივალების სერიას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თანამედროვე მუსიკის განვითარებასა და საერთაშორისო კულტურული პროცესების გაძლიერებას. სწორედ, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური მოვლენები შეიქმნა და განვითარდა. მათ შორისაა შავი ზღვის და თბილისის ჯაზფესტივალები, კახეთის ჯაზისა და ღვინის ფესტივალი „Jazz & Wine Kakheti“, ასევე ზამთრის ჯაზფესტივალი, რომელმაც, 2024 წელს, გუდაურში აიღო სტარტი და წელს პირველად ბაკურიანის სცენაზე გადაინაცვლა.  https://www.newpress.ge/37475 წარმატებულ ქუთაისელ მოჭიდავეებს აეროპორტში დახვედრა მოუწყვეს http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.jpg ტურნირის ჩემპიონები ამიკო მარგველაშვილი და საბა კუპატაძე გახდნენ. საერთაშორისო ტურნირიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა ქუთაისელ მოჭიდავეებს ქუთაისის მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი აეროპორტში დახვდნენ.ა(ა)იპ „ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ შემავალი სპორტსკოლების 16 წლამდე ძიუდოისტებმა და სამბისტებმა, ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე, ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს.ტურნირის ჩემპიონები გახდნენ ამიკო მარგველაშვილი და საბა კუპატაძე, გაბრიელ ონიანმა და გიორგი გველებიანმა კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს. https://www.newpress.ge/37472 რატომ ძვირდება ელექტროენერგია და რა კავშირშია მასთან კრიპტოვალუტის მომპოვებელი ქარხნები? http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98.jpg რომან გოცირიძის თქმით, კრიპტოვალუტის ერთი ქარხანა იმაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე მთელი ქუთაისი. რატომ ძვირდება ელექტროენერგია და რა კავშირშია მასთან კრიპტოვალუტის მომპოვებელი ქარხნები? -ამ საკითხზე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ისაუბრა.   გოცირიძის თქმით, გლდანში არსებული ქარხანა იმაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე მთელი ქუთაისი.  „უზარმაზარი როლი შეაქვს ტარიფების ზრდაში იმ პარაზიტ ორგანიზაციას, რომელიც დააფუძნა გლდანსა და გორში ივანიშვილმა და რომელსაც ქვია კრიპტოვალუტის მოპოვება... ეს ქარხანა, რომელიც აკეთებს მოპოვებას, მაინინგს რომ ეძახიან, გამოიმუშავებს ამ კრიპტოვალუტას, მოიხმარს იმდენ ენერგიას, შეიძლება შოკში ჩავარდე, რამდენსაც მოიხმარს მთელი ქუთაისი, იმაზე მეტს რასაც მოიხმარს საქართველოს რკინიგზა, სადაც ათი ათასი ადამიანია დასაქმებული.    ეს ქარხანა რომ დაიხუროს, ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული...  უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს ვიდრე კახეთი, 305 ათასია კახეთის მოსახლეობა, ამას დამატებული კომერციული სექტორი, სასტუმროები, ღვინის ქარხნები. საოცრებაა, ყოველდღეამდენი ვაგონი დადის თბილისის მეტროპოლიტენში... გაცილებით მეტს მოიხმარს, ვიდრე თბილისის მეტროპოლიტენი. ეს ქარხანა რომ არ არსებობდეს, მაშინ არც დენის იმპორტი დაგვჭირდებოდა, არ დაგვჭირდებოდა ახალი ჰესების აშენება... რა მოაქვს ამ ქარხანას საქართველოსთვის? ამ ქარხანას გაცილებით ნაკლები შემოსავალი მოაქვს ქვეყნისთვის, ვიდრე „მაკდონალდსის“ ერთ რესტორანს რუსთაველზე, ქუთაისში, ან ზუგდიდში... ივანიშვილი იძახის, რომ გაყიდა ეს ქარხანა, ვიღაც კანადელს თუ რუსს  მივყიდეო, ღმერთმა იცის, გაყიდა თუ არა და რა მაქინაციები ჩაატარა...  არ იხდის მოგების გადასახადს, არ იხდის დღგ-ს ბიუჯეტში, არ იხდის ქონების გადასახადს მუნიციპალიტეტში, არ იხდის იმპორტის გადასახადს და არ იხდის ელექტროენერგიაში დღგ-ს ფასს", - აღნიშნა რომან გოცირიძემ „ფორმულას“ ეთერში.  https://www.newpress.ge/37461 10 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება http://newpress.ge/uploads/all/images/10.PNG ოჯახი დახმარების მსურველებისთვის საბანკო რეკვიზიტებს აქვეყნებს. გიორგი ბერიშვილის დედა საზოგადოების დახმარებას ითხოვს. მშობლის ინფორმაციით, 10 წლის გიორგის განვითარების შეფერხება აღენიშნება. ბავშვს ესაჭიროება ფსიქიატრის კონსულტაცია, შესაბამის სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა და მედიკამენტოზური მკურნალობა, რისი ფინანსური შესაძლებლობაც ოჯახს ამ ეტაპზე არ აქვს. ოჯახი დახმარების მსურველებისთვის საბანკო რეკვიზიტებს აქვეყნებს. თიბისი:GE66TB7842845061100138საქართველოს ბანკი:GE66BG0000000610025929მიმღები: გიორგი ბერიშვილი https://www.newpress.ge/37453 ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე - დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან http://newpress.ge/uploads/all/images/Press.jpg ბანკი 6 გამარჯვებულს 10 სამუშაო დღის ვადაში გამოავლენს. თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად მათ სარგებელსა და საჭიროებებზე მორგებულ  შეთავაზებებს უმზადებს, განსაკუთრებით კი, გაზაფხულის პერიოდში.  ამჯერად, ბანკმა ფეხბურთის მოყვარულებზე იზრუნა და Mastercard-თან ერთად, დაუვიწყარი საჩუქრის მოპოვების შესაძლებლობა მისცა. 23 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით,  ახალი თიბისი MasterCard ბარათით ან ახალი თიბისი კონცეპტ MasterCard ბარათებით ნებისმიერ  უცხოურ ვებგვერდზე რაოდენობრივად ყველაზე მეტი გადახდის შესრულების შემთხვევაში, საჩუქრად გადმოგეცემათ ორკაციანი საგზური უეფას ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლის ფინალზე, რომელიც 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება.  გათამაშების დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ბანკი გამოავლენს 6 გამარჯვებულს (ვისაც 23 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ექნება რაოდენობრივად ყველაზე მეტი ტრანზაქცია განხორციელებული) და თითოეული მათგანი მიიღებს 2 ბილეთს უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალზე.  საგზური მოიცავს: ჩემპიონთა ლიგის ფინალის ორ ბილეთს ავიაბილეთებს სასტუმროში განთავსებას   გათამაშების   შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.    ახალი თიბისი ბარათით, რომელიც 1 წლის წინ, მომხმარებელთა ყოველდღიურობის გასამარტივებლად შეიქმნა, უკვე 1 მილიონი მომხმარებელი სარგებლობს, რაც მას საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად ყოველდღიურ საბანკო ბარათად აქცევს. მომხმარებლებისთვის ბარათის მთავარი უპირატესობები- მოქნილი ციფრული გამოცდილება, პროდუქტის მარტივი გამოყენებადობა და მომენტალური ქეშბექია, რაც ყოველდღიური ბანკინგის ახალ სტანდარტად იქცა.  ახალი თიბისი ბარათების აღება 25 წამში, მობაილბანკიდან არის შესაძლებელი, გამოყენება კი მომენტალურად, ციფრულ საფულეში დამატებისთანავე. https://www.newpress.ge/37447 თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა http://newpress.ge/uploads/all/images/a5%20panel.jpg ღონისძიებამ 500-მდე სტუმარს უმასპინძლა საქართველოდან და რეგიონის ქვეყნებიდან. თიბისი კაპიტალმა, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გამართა. ღონისძიება უკვე მეორედ ჩატარდა და 500-მდე სტუმარს უმასპინძლა საქართველოდან და რეგიონის ქვეყნებიდან. გლობალურ ეკონომიკაში რეგიონის მზარდი როლის ფონზე, გაიზარდა კაპიტალის ბაზრების მიმართ ინტერესიც - ამ პროცესების საპასუხოდ კონფერენციამ ერთ სივრცეში გააერთიანა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები, ინვესტორები, ემიტენტები და მარეგულირებლები. თიბისი კაპიტალის მოწვევით, საქართველოს ესტუმრნენ და კონფერენციაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, მათ შორის: J.P. Morgan, Citi, Morgan Stanley, ICBC Standard Bank, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, MetLife Investment Management, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Baker McKenzie, Latham & Watkins. კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია წელს გაფართოებული ფორმატით ჩატარდა - იმსჯელეს გლობალურ და რეგიონულ ტენდენციებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და უზბეკეთზე: მიმოიხილეს საქართველოს კაპიტალის ბაზარი, რომლის მოცულობაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გასამმაგდა და 3 მილიარდ ლარს მიაღწია. ასევე, იმსჯელეს უზბეკეთში მიმდინარე ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზე, რომელიც ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის ინვესტორებისთვის. “ფასიანი ქაღალდების მიმართ მზარდი ინტერესის ფონზე კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა. წელს ღონისძიებას 450-ზე მეტი პარტნიორი და საერთაშორისო ექსპერტი დაესწრო, მათ შორის, მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან. საქართველოში კაპიტალის ბაზარი მნიშვნელოვნად გააქტიურდა: ბოლო ხუთი წლის საშუალო წლიური ზრდა 29%-ს შეადგენდა, გასულ წელს კი 19%-ით გაიზარდა და საჯარო და კერძო განთავსებების ჯამურმა მოცულობამ 2.9 მილიარდ ლარს მიაღწია. ადგილობრივ ბაზარზე თიბისი კაპიტალი სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და 56%-იანი წილი უჭირავს. რაც შეეხება საერთაშორისო ობლიგაციებს, 2018 წლიდან დღემდე საქართველოდან 16 ევროობლიგაციაა განთავსებული, საიდანაც თიბისი კაპიტალმა 12 ტრანზაქციაში მიიღო მონაწილეობა. კაპიტალის ბაზრების კონფერენციის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებთან გამოცდილების გაზიარებით და წარმატებული მაგალითების განხილვით ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოში კაპიტალის ბაზრის ზრდასა და გაძლიერებას”, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. “საქართველოს საფინანსო სექტორი კვლავ მყარი, მდგრადი და სტაბილურია, და ისევ გადამწყვეტ როლს თამაშობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში.  ამავდროულად, საფინანსო სექტორის შემდგომი დივერსიფიკაცია - განსაკუთრებით კაპიტალის ბაზრების განვითარების გზით - არსებითად მნიშვნელოვანია დაფინანსების წყაროების გასაფართოებლად და გრძელვადიანი, მდგრადი ზრდის მხარდასაჭერად. საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაჩქარდა, ხოლო 2025 წელი ძლიერი და ხელშესახები პროგრესის კიდევ ერთი წელი იყო. 2025 წლის ბოლოსთვის, მიმოქცევაში არსებული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების მოცულობა წლიურად 33.3%-ით გაიზარდა და 2.7 მილიარდ ლარს მიაღწია. გარდა ამისა, 2025 წელი გამოირჩეოდა ემისიის ყველაზე მაღალი აქტივობით ისტორიაში - წლის განმავლობაში 1.58 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი ემისია განხორციელდა”,- ნათია თურნავა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.  ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა პირისპირ შეხვედრები გამართეს საერთაშორისო ბანკებთან და ინსტიტუციურ ინვესტორებთან, რაც ხელს უწყობს რეგიონის კაპიტალის ბაზრების გაძლიერებას, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის ზრდასა და ახალი საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვას.       https://www.newpress.ge/37446 თიბისი კამპუსში - ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე - მიღება დაიწყო http://newpress.ge/uploads/all/images/_46.jpg თუ ტექნოლოგიების შესწავლა უფრო სიღრმისეულად გაინტერესებს, ან ამ სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმას ფიქრობ - თიბისი კამპუსი სწორედ ის ადგილია, სადაც საკუთარ იდეებს რეალურ პროექტებად აქცევ და კარიერული განვითარების შემდეგ საფეხურზე გადახვალ. თიბისი კამპუსი ახალი საგანმანათლებლო ნაკადით ბრუნდება და 18-24 წლის ახალგაზრდებს ტექნოლოგიებისა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.  თიბისი კამპუსი მონაწილეებს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას ონლაინ დაეუფლონ თანამედროვე, მოთხოვნად პროფესიებს, გაიღრმაონ ცოდნა, განივითარონ პრაქტიკული უნარები და შექმნან საკუთარი კარიერული გზა. კამპუსის წლევანდელი სიახლეა, რომ სასწავლო პროგრამა ოთხ დამოუკიდებელ მოდულს აერთიანებს, მათ შორისაა ახალი კურსი - ტექნოლოგიებისა და Data, რომელზეც რეგისტრაცია უკვე ღიაა და 1 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ტექნოლოგიები & Data-ს მოდულის ფარგლებში მონაწილეები გაიგებენ, როგორ მუშაობს ტექნოლოგიური პროდუქტები და შეისწავლიან მონაცემთა დამუშავებას. გაეცანი კურსებს და შეარჩიე სასურველი: მონაცემთა ანალიზი ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები IT ბიზნეს ანალიზი SQL-ი, როგორც მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. თიბისი კამპუსის პროგრამის განსაკუთრებული უპირატესობა პრაქტიკულ გამოცდილებაზე ორიენტაციაა. მონაწილეები იმუშავებენ რეალურ ამოცანებზე და პროფესიონალი ლექტორების მხარდაჭერით შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების - სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში - თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი და სხვა ინიციატივები - მიიღებ ცოდნას, შექმნი პირველ ციფრულ პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორიას თავად დაწერ. https://www.newpress.ge/37445 თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98-a5%20(2).jpg რეკომენდაციები მსხვილი ბიზნესისთვის: რა ვალუტებში ვისესხოთ - ერთგვერდიანი შეჯამება გასაკვირი არაა, რომ, როგორც მკვლევრებს, ერთგვერდიანი შეჯამებები განსაკუთრებულად არ გვხიბლავს. მიუხედავად ამისა, ფართო მოთხოვნის გათვალისწინებით, დღევანდელი პუბლიკაცია სწორედ ამ ფორმატს ეთმობა, რაც ხელს შეუწყობს თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის პრაქტიკაში უფრო მჭიდროდ დანერგვას.    სესხის ოპტიმალური სტრუქტურის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს, თუ რა ვალუტაშია ბიზნესი ჰეჯირებული. მოცემულ კონტექსტში, ჰეჯირება, ანუ სავალუტო რისკისაგან დაზღვევა, ნიშნავს, რომ გაცვლითი კურსის ცვლილება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე მატერიალურ გავლენას არ ახდენს. მკითხველს მოეხსენება, რომ ჰეჯირების მაჩვენებლები ბიზნესის ტიპის მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება - მაგალითად, საქართველოში ახალი ავტომობილების ფასი თითქმის მთლიანად უცხოურ ვალუტაში განისაზღვრება, მაშინ როდესაც საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები, ბაზარზე დღესდღეობით დომინანტური შეხედულებისგან განსხვავებით, მეტწილად ლარშია დენომინირებული.   სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში აუცილებლად გასათვალისწინებელი სხვა ფაქტორებია:   დივერსიფიკაცია - მაგალითად, მულტისავალუტო (დოლარი-ევრო-იუანის) კალათა, თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, 40%-ით რეალური ლარის ეკვივალენტია, გაცილებით დაბალი ხარჯებით;  ჰეჯირებული სავალო სტრუქტურის შედეგად მეტი სესხის აღების შესაძლებლობა და, შესაბამისად, მეტი მომგებიანობა, სტრესული სცენარის გარეშეც;  ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების ვალუტების წონები;  ბიზნესის ციკლურობა - მიმდინარე პრაქტიკისგან განსხვავებით, ციკლურ სექტორებში ლარის წილი მეტი უნდა იყოს;  გაცვლითი კურსის მიმართ გაყიდვების ელასტიკურობა;  გაცვლითი კურსის გადაცემის არაწრფივი არხის შედეგად, სავალუტო რისკის უფრო მეტად შემცირება, ვიდრე ამას ლარის წილის ზრდა მოიაზრებს;  რასაკვირველია, საპროცენტო განაკვეთების დიფერენციალი - თუმცა, არა ერთადერთ და გადაჭარბებული მნიშვნელობის ფაქტორად, როგორც ეს ხშირ შემთხვევაშია;  კონვერტაციების დანახარჯები;  საექსპორტო ბაზრები;  ლარის წონასწორული ნიშნულის შეფასება და მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზები - მათ შორის, ზედმეტად გამყარების ეპიზოდების ჩათვლით, როგორც ამაზე 2023 წელს მივუთითებდით;  ევრო/დოლარის წონასწორული ნიშნულის შეფასება - არის თუ არა მიზანშეწონილი იმ ვალუტაში სესხება, რომელიც სტრესულ ეპიზოდებში მყარდება, და რამდენად რელევანტურია დღევანდელი მდგომარეობით ე.წ. „დოლარის ღიმილი“?   რაზე მიუთითებს ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის შემდეგ აშშ დოლარის გამყარება - უსაფრთხო აქტივის სტატუსის კვლავ გაძლიერებაზე თუ აშშ-ზე, როგორც ნავთობის წმინდა ექსპორტიორზე, ან/და ინფლაციის მოლოდინების გამო საპროცენტო განაკვეთების ზრდაზე?  ევრო/დოლარის წონასწორული ნიშნულის შეფასება საქართველოს კონტექსტში - რომელი ვალუტის მიმართ არის ლარი უფრო სტაბილური, ევროს თუ აშშ დოლარის?   მკითხველს შევახსენებთ, რომ ჩარჩოს მხოლოდ ერთი მდგენელის - გაცვლითი კურსების წონასწორული შეფასებისა და პროგნოზების - გამოყენებით, გასული ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს კორპორატიულ სექტორში ჯამურად 6.3 მილიარდი ლარის პოტენციური სარგებლის მიღება იქნებოდა შესაძლებელი, მაშინ როდესაც კორპორატიული სესხების საშუალო პორტფელი ამავე პერიოდში 16.9 მილიარდ ლარს შეადგენდა.   დამატებითი დეტალები - მათ შორის, სავალუტო სტრატეგიის ილუსტრაცია შერჩეული ეპიზოდების მაგალითზე - პუბლიკაციაშია ხელმისაწვდომი.    დასკვნის სახით, მნიშვნელოვანი წინსვლაა, რომ ჩარჩო, რომლის იდეაც ჯერ კიდევ 2019 წელს გამოქვეყნდა, უფრო ფართო გავრცელებას იძენს. გრძელდება მუშაობა ინდივიდუალურ, კომპანიებზე მორგებულ მიდგომებზე. გვსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ პარტნიორებს და მზადყოფნა გამოვთქვათ შემდგომი თანამშრომლობისთვის.   იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007451-which-currencies-to-borrow-in   https://www.newpress.ge/37443 ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში: უახლესი მაკროეკონომიკური ინდიკატორები http://newpress.ge/uploads/all/images/-a5%20(1)_1.jpg წინა განახლების შემდეგ დეპოზიტების კონვერტაციების მხრივ სურათი შეცვლილია. ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდება, რის შედეგადაც საერთაშორისო ბაზრებზე კონფლიქტის შედარებით მოკლე ვადაში რეზოლუციის მოლოდინები მნიშვნელოვნად შემცირებულია. ასეთ დროს, როცა გაურკვევლობა ძალზე მაღალია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მონაცემების რეალურ დროში მოპოვებასა და ანალიზს. თიბისი კაპიტალის გასული კვირის პუბლიკაცია სწორედ ამ თემას დაეთმო, დღევანდელ კვლევაში კი მკითხველს დამატებით უახლეს მონაცემებს ვთავაზობთ. კერძოდ, მიმდინარე მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა შეფასებულია შემდეგ ინდიკატორებზე დაყრდნობით: დეპოზიტების კონვერტაციების დღიური დინამიკა, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში დატვირთულობის დონე, Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ძებნების სიხშირე, უნაღდო დანახარჯების უახლესი ტენდენციები, საწვავის ფასები და საერთაშორისო ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთების ცვლილება.   წინა განახლების შემდეგ დეპოზიტების კონვერტაციების მხრივ სურათი შეცვლილია. კერძოდ, ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, გასულ კვირაში ლარიზაცია კვლავ გაიზარდა, რაც უკვე ლარის მხარდამჭერი ფაქტორია. მთლიანობაში, ჩვენი შეფასებით, სავალუტო ბაზარი, დღეის მდგომარეობით, მეტნაკლებად წონასწორობაშია. კონფლიქტის ესკალაციის საწყის დღეებში, სენტიმენტების გაუარესების გამო, უცხოური ვალუტის დეპოზიტებში კონვერტაციები საგრძნობლად გააქტიურდა. შედეგად, აშშ დოლარის მიმართ ლარიც გაუფასურდა. თუმცა, პირველი ტალღის შემდეგ დოლარიზაცია ჯერ შეჩერდა, შემდეგ კი კვლავ შემცირება დაიწყო და, 18 მარტის მდგომარეობით, ომამდე პერიოდის ნიშნულს დაუბრუნდა. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ ეს ფაქტორი, ლარის გაცვლითი კურსის კუთხით, სავალუტო შემოდინებებზე არანაკლები და ხშირად უფრო მეტი მნიშვნელობისაც კია.   საპირისპიროდ, ჯამური უნაღდო ხარჯები, ძლიერი პირველი კვირის მიუხედავად, მარტის მომდევნო დღეებში დასუსტდა, განსაკუთრებით არარეზიდენტების ნაწილში. ადგილობრივი ბარათებით დანახარჯები, რომლებიც თვის დასაწყისში საკმაოდ იყო გაზრდილი, 19 მარტის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, სეზონურად შესწორებულ ჭრილში თითქმის უცვლელია. რაც შეეხება უცხოური ბარათებით ხარჯებს, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზისთვის გამოიყენება, წინა თვესთან შედარებით კლება უკვე აშკარად გამოიკვეთა, როგორც სასტუმროებისა და ავიახაზების, ასევე უფრო ფართო კატეგორიების მხრივაც.   სტუმარმასპინძლობის სექტორში აქტივობის შენელებაზე მიუთითებს Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ძებნების სიხშირე და საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობაც, თუმცა თბილისში შედარებით უკეთესი სურათი იკვეთება. კერძოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები (ჩამოფრენებისა და გაფრენების ჯამი) 9 მარტის შემდეგ იზრდება, თუმცა ჯერ კიდევ ომამდე ნიშნულზე ნაკლები რჩება. დაგეგმილ და ფაქტობრივ ფრენებს შორის სხვაობაც, მარტის მეორე ნახევრისკენ, შედარებით შემცირებულია, რაც გაუქმებული რეისების კლებაზე მიუთითებს.   იმავეს ვერ ვიტყვით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან მოთხოვნაზე მეტადაა დამოკიდებული. მარტში ფრენების რაოდენობა, ერთი მხრივ, არა მხოლოდ 2025 წლის, არამედ 2024 წლის მაჩვენებლებსაც ჩამორჩება, ხოლო, მეორე მხრივ, ჯერჯერობით არც გაუმჯობესების ტენდენცია ჩანს, მათ შორის, არც გაუქმებული რეისების თვალსაზრისით. რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, მიმდინარე მოვლენების შედეგად ფრენების რაოდენობაში საგრძნობი ცვლილება არ ვლინდება, თუმცა 2025 წლის ნოემბრის შემდეგ დატვირთულობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც, სავარაუდოდ, Wizz Air-ის ვენის ბაზის დახურვასა და მასთან დაკავშირებული რეისების გაუქმებას უკავშირდება.   ამავდროულად, Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ძებნების სიხშირე ისრაელიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან და საუდის არაბეთიდან 28 თებერვლის შემდეგ სტაბილურად დაბალ დონეზე ნარჩუნდება. თიბისი კაპიტალის მკითხველს ახსოვს, რომ ეს ინდიკატორი გასული წლის ივნისში ისრაელიდან ტურისტული ნაკადების როგორც თავდაპირველი კლების, ასევე შემდგომი აღდგენის რეალურ დროში დაკვირვებისთვის ძალზე გამოსადეგი იყო.   ამავე დროს, მართალია ჯერჯერობით კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი რთულია, თუმცა, გარკვეული მონაცემებით, ბოლო პერიოდში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ახლო აღმოსავლეთიდან მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება, რაც მიგრაციის პოტენციური ეფექტების გათვალისწინების აუცილებლობას უსვამს ხაზს.   საყურადღებოა, რომ გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდის პარალელურად, საქართველოში საწვავმა გაძვირება დაიწყო. ზოგიერთ შემთხვევაში, ფასები თვის დასაწყისთან შედარებით 10%-მდეა მომატებული. ამასთან, 28 თებერვლის შემდგომ მსოფლიო ფასი, დაახლოებით, 45%-ითაა გაზრდილი, რაც ადგილობრივ ბაზარზე ფასების შემდგომი ზრდის პოტენციალზე მიუთითებს. როგორც ჩვენს წინა პუბლიკაციაში იყო მითითებული, მხედველობაშია მისაღები აღნიშნულის გავლენა სხვა პროდუქტებზეც, რადგან საწვავის გაძვირება, პირდაპირი ეფექტის გარდა, შუალედურ ხარჯებზეც მოქმედებს. ასევე გასათვალისწინებელია ტრანსპორტირებისა და სასუქების გაზრდილი ღირებულებაც, თუმცა, ამავდროულად, ამ მიზეზების გამო იკვეთება საქართველოს სასაქონლო პროდუქტების ექსპორტის ზრდის პერსპექტივა.   მიმდინარე მოვლენების ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით საგრძნობლად არის გაზრდილი ინფლაციური მოლოდინები. ეს, თავის მხრივ, უფრო მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას და, ამდენად, მაღალ საპროცენტო განაკვეთებს მოიაზრებს. ბაზრის უახლესი პროგნოზით, ფედერალური სარეზერვო სისტემა მიმდინარე წელს განაკვეთის შემცირებას ვეღარ შეძლებს, მაშინ როცა 28 თებერვლამდე საბაზო სცენარს 50 პროცენტული პუნქტით კლება წარმოადგენდა. ინგლისისა და ევროპის ცენტრალური ბანკების შემთხვევაში უკვე განაკვეთის ზრდაც კია მოსალოდნელი.   შეცვლილი განწყობები, რასაკვირველია, საქართველოზეც მოქმედებს. ინფლაციის მზარდი რისკები და საპროცენტო განაკვეთების გაფართოებული დიფერენციალი მონეტარული პოლიტიკის შერბილების ალბათობას ამცირებს. წინა განახლებაში აღვნიშნეთ, რომ იმ დაშვებით, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებები, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდებოდა, გაზრდილი იყო იმის ალბათობაც, რომ სებ-ს წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მხოლოდ 25 საბაზისო პუნქტით, 7.75%-მდე შეემცირებინა. უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი დეესკალაციის გარეშე, შესაძლოა, განაკვეთის თუნდაც მცირედით შემცირების სივრცეც ნაკლებად გაჩნდეს.   ჯამურად, მაკროეკონომიკურ ჭრილში, მოვლენათა განვითარება მჭიდრო თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინებთან, რომლებზეც 2 მარტის პუბლიკაციაში იყო საუბარი. რა შეგვიძლია ვთქვათ ახლა, უახლესი ინფორმაციის გათვალისწინებით? თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ 2026 წელს 4.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ჩვენი საბაზო სცენარი, გარკვეული ალბათობით, უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას ითვალისწინებდა. მიმდინარე მდგომარეობით, სამწუხაროდ, ეს ალბათობა საგრძნობლად შემცირებულია. რეზოლუციის შემდგომ სავალუტო ნაკადების ნაწილობრივ პოტენციური გადინების გადავადება საბაზო სცენარის ზრდის არგუმენტია, თუმცა, მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთის ესკალაცია ახალ უარყოფით შოკს წარმოადგენს. ამავდროულად, მართალია იანვრის ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი გამოდგა, თუმცა თებერვალსა და მარტში უნაღდო ხარჯები საკმაო შენელებაზე მიუთითებს. საერთო ჯამში, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზს კვლავ, დაახლოებით, 4.5%-ის ფარგლებში ვინარჩუნებთ.    რაც შეეხება ლარს, ჩვენი შეფასება ნეიტრალური რჩება. ახლო აღმოსავლეთში საომარ მოქმედებებამდე თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი 2026 წლის ბოლოსთვის ლარის მცირედი გაუფასურება იყო, დიდწილად ასევე უკრაინის კონფლიქტის დასრულების ალბათობის გათვალისწინებით. ამდენად, როგორც ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში, უკრაინაში ომის დასრულების ალბათობის შემცირებას ახლო აღმოსავლეთში მზარდი ესკალაცია აბალანსებს. გარდა ამისა, 2025 წელს მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შემდეგ, 2026 წელს საბაზო სცენარად საგარეო ბალანსის გარკვეული გაუარესება რჩება.   და ბოლოს, მიმდინარე გაურკვევლობის ფონზე, კვლავ ძალზე აქტუალურია შეკითხვა, თუ რა ვალუტაშია ოპტიმალური სესხის აღება. მართალია, როგორც მკვლევრებს, ერთგვერდიანი შეჯამებები განსაკუთრებულად არ გვხიბლავს. თუმცა, ფართო მოთხოვნის გათვალისწინებით, უახლოეს დღეებში თიბისი კაპიტალი სწორედ ამ ფორმატის პუბლიკაციის გამოქვეყნებას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის პრაქტიკაში უფრო მჭიდროდ დანერგვას.   იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007447-macro-update-georgia https://www.newpress.ge/37441 ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება http://newpress.ge/uploads/all/images/A5%20.jpg კონფერენცია მოიცავს პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს. წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში - თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციას 24 მარტს გამართავს.   კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური კაპიტალის ბაზრების ღონისძიება თბილისში უკვე მეორედ ჩატარდება.  სპიკერებს შორის არიან მაღალი რანგის წარმომადგენლები გლობალური ფინანსური ინსტიტუტებიდან: J.P. Morgan, Citi, Morgan Stanley, ICBC Standard Bank, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, MetLife Investment Management, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Baker McKenzie, Latham & Watkins. კონფერენცია მოიცავს პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს, რომლებზეც განიხილება: გლობალური და რეგიონული მაკროეკონომიკური ტენდენციები, საქართველოს პოზიციონირება კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე, საერთაშორისო ინვესტორების მოლოდინები განვითარებადი ბაზრების მიმართ, საინვესტიციო შესაძლებლობები უზბეკეთში, აქტივების მართვა და ა.შ.  ღონისძიება გააერთიანებს საერთაშორისო და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების ლიდერ კომპანიებს, სარეიტინგო სააგენტოებს, ლოკალურ და რეგიონულ ინვესტორებს, ფინანსურ ექსპერტებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს.  კონფერენციის ფარგლებში ადგილობრივ ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, პირისპირ შეხვედრები გამართოს საერთაშორისო ბანკებთან და ინსტიტუციურ ინვესტორებთან. საერთაშორისო კონფერენციით, თიბისი კაპიტალი ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის გაძლიერებას რეგიონში, საქართველოს როლის ზრდას საერთაშორისო ასპარეზზე და ახალი ინვესტორების მოზიდვას როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზრებზე.  https://www.newpress.ge/37439 სახალხო დამცველმა პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%9D.PNG მანჯგალაძის წინააღმდეგ არ არსებობს მტკიცებულება, რაც ძალადობის ორგანიზებაში მის მონაწილეობას დაადასტურებს. 2026 წლის 23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში, - ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, მანჯგალაძის წინააღმდეგ არ არსებობს მტკიცებულება, რაც ძალადობის ორგანიზებაში მის მონაწილეობას დაადასტურებს. „ბრალდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლის შედეგად ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთა.  პაატა მანჯგალაძეს ბრალი წარედგინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის. თუმცა ბუნდოვანია, რა კონკრეტული ქმედება განახორციელა ბრალდებულმა. ის, ისევე, როგორც სხვა რამდენიმე ბრალდებული, დასახელებული იყო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად და არა ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორად. საგულისხმოა, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას ან/და  ძალადობის თაობაზე მითითების/ბრძანების/ინსტრუქციის გაცემის ფაქტს; ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ სხვა პირებთან ერთად რაიმე გეგმის შემუშავების, როლების განაწილების ამსახველი ან/და დამადასტურებელი დოკუმენტი.   სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ დოკუმენტში მიმოხილულია კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით გარანტირებული კანონიერების პრინციპის შინაარსი, ასევე, სისხლის სამართლის კანონის შესაბამისად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების/ხელმძღვანელობის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებები და იურიდიულ ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრებები; ხაზგასმულია თანაამსრულებლობისას ერთობლივი გეგმის და საერთო მიზნის (შეთანხმების კონკრეტული დროის, მონაწილე პირების დადგენით) არსებობის აუცილებლობაზე, პირდაპირი განზრახვით ქმედების შემადგენლობის ერთობლივ განხორციელებასა (როლების ფუნქციონალური განაწილებით) და ქმედებაში თითოეული წევრის როლისა და ფუნქციის დადგენაზე. აღნიშნული საკითხების გარკვევის გარეშე პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას კანონი გამორიცხავს. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ მოსაზრებაში მოყვანილი სამართლებრივი არგუმენტაცია დაეხმარება სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას. სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ გარემოებებზე ჯეროვანი მსჯელობა და დასაბუთებული პოზიციის წარმოდგენა, უშუალო გავლენას მოახდენს როგორც ინდივიდების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე", - წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. https://www.newpress.ge/37437 რა იწვევს ბრტყელტერფიანობას? http://newpress.ge/uploads/all/images/_45.jpg ორთოპედიული სუპინატორები მათი ფართო არჩევანი წარმოდგენილია კომპანია “ახალ ხედვაში”. ბრტყელ ტერფებს ფეხის კუნთების სპაზმის გამო ხშირად ახლავს მტკივნეული შეგრძნებები. ბრტყელტერფიანობის საწყის ეტაპს ახასიათებს ისეთი ჩივილები, როგორიცაა:  ადვილად დაღლა;  ფეხებში სიმძიმის შეგრძნება;  წვივის კუნთების ტკივილი;  წელის ტკივილი.  ბრტყელტერფიანობა შესაძლოა უკავშირდებოდეს მემკვიდრეობას, სპორტულ დატვირთვას, სქოლიოზს, რევმატულ დაავადებებსა და ტერფის სხვა პათოლოგიებს.  ამ დაავადების შემჩნევა ადრეული ასაკიდან არის შესაძლებელი, როდესაც ტერფი ჩამოყალიბებას იწვევს. ბრტყელტერფიანობა ბავშვებში სწორი მკურნალობის საფუძველზე, ეფექტური შედეგებით სრულდება. გამომწვევი მიზეზებია:   ტერფის სხვადასხვა ხასიათის ტრავმა - მოტეხილობა, მყესების გაგლეჯა, ღრძობა; რაქიტი - ამ დროს დარღვეულია ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაცია. მეტატარზალური ძვლები რბილდება, რაც ხელს უწყობს ბრტყელი ტერფის ჩამოყალიბებას. ტერფის გადატვირთვა - ჭარბი წონა, მძიმე ფიზიკური დატვირთვა და არაშესაფერისი ფეხსაცმლის ტარება ბრტყელტერფიანობის განვითარების რისკ-ფაქტორებია. თანამედროვე მედიცინაში აქტიურად იყენებენ ორთოპედიულ სუპინატორს. ის უზრუნველყოფს თაღის კორექციას, ტერფზე ზეწოლის თანაბრად გადანაწილებას, შესაბამისად, პრობლემები, რომლებიც ტერფის არასწორი ფუნქციონირებით არის გამოწვეული, კორექტირდება. მათი ფართო არჩევანი წარმოდგენილია კომპანია “ახალ ხედვაში”. https://www.newpress.ge/37436 რატომ არის საჭირო ორთოპედიული გეტრები ორსულებისთვის? http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98.jpg გეტრები ორსულებისთვის ამცირებს ვარიკოზის წარმოქმნის რისკებს. გეტრები ორსულებისთვის ამცირებს როგორც მარტივი ვენური, ასევე უფრო რთული ვარიკოზის წარმოქმნის რისკებს. სისხლძარღვები ნორმალურად ფუნქციონირებს,  კოლგოტის ფორმა კი მუცელს იდეალურად ერგება და საჭირო მოჭერილობაც აქვს.  ქალების დიდ ნაწილში ორსულობის ვადის მატებასთან ერთად  არსებული  ვენების ვარიკოზული დაავადება მწვავდება. უფრო კონკრეტულად კი,  II ან III ტრიმესტრში ქალი წონაში მატებს იწყებს, რის შედეგად სხეული მძიმდება, დიდი დატვირთვა მოდის ფეხებზე, სახსრებსა და სისხლძარღვებზე, ეს ყოველივე კი ვენების დაზიანების მაპროვოცირებელი ხდება. იცვლება სისხლის მომარაგებაც - რაც უფრო დიდი დრო გადის, მით უფრო მეტისისხლის მომარაგება სჭირდება საშვილოსნოს. შედეგად ხდება სისხლის შეგუბება და ქვედა კიდურებზე დაყოვნება. ქალბატონების ნაწილს  ვარიკოზი ორსულობამდეც აწუხებს, ნაწილს კი ორსულობის პერიოდში უყალიბდებათ. ამ დაავადებების თანმხლები სიმპტომების გამოვლენისას, როგორიცაა: კიდურებში სიმძიმე, დაღლა, შეშუპება და ტკივილის შეგრძნება, ძალიან ეფექტურია საორსულო კოლგოტის გამოყენება. კომპანია “ახალი ხედვაში” ამ პროდუქციის ფართო არჩევანია წარმოდგენილი. სამედიცინო მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - Anita-ს, Sigvaris-ისა და Medi-ს საორსულე პროდუქტებს შეხვდებით. განვიხილოთ გეტრები ორსულებისთვის:   საორსულე გეტრი - გამოიყენება მსუბუქი ხარისხის ვენების ვარიკოზული დაავადების დროს. ხელს უწყობს ვენებიდან სისხლის უკუდინებას და ცირკულაციის გაუმჯობესებას. საორსულე გეტრები გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნითაც, რომელთა შეძენა შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშეც. გეტრი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ამცირებს ვენების დეფორმაციის რისკს. ვარიკოზული ვენების საწინააღმედგო კოლგოტი ორსულთათვის - გამოიყენება ორსულებში ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს. აჩქარებს ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას და ხელს უწყობს ცირკულაციის გაუმჯობესებას. კომპანია “ახალი ხედვის” გეტრები ორსულებისთვის ოპტიმალურ ფასებში თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე  მაღაზიაშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, სასურველი ნივთის შეძენა ონლაინ მეთოდით - კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგაც ხდება. გამოწერის შემდეგ, კი ნივთს ნებისმიერ ადგილას უმოკლეს ვადაში მიიღებთ.   https://www.newpress.ge/37430 გაძვირდება თუ არა ხორცი საქართველოში http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%98.jpg ნედლი ხორცი რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოდის. საქართველოში ხორცის გაძვირებაა მოსალოდნელი. როგორც კომპანია „აგროქიზიყის“ დამფუძნებელმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მსოფლიოში მსხვილფეხა პირუტყვზე დეფიციტია, ამასთან, რუსეთსა და ბელარუსში ფასები მკვეთრად გაზრდილია, საქართველოში კი ნედლი ხორცი ძირითადად ამ ბაზრებიდან შემოდის. ბექა გონაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე ხორცის საბითუმო ჩასაბარებელი ფასი 24-25 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც მოსალოდნელია, რომ მინიმუმ 26-27 ლარამდე გაიზრდება. „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ხორცის გაძვირება შესაძლოა, დროში მცირედით გადაავადოს იმ გარემოებამ, რომ ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ამ ეტაპზე საქართველოდან რიგ ქვეყნებში, მათ შორის ერაყში მსხვილფეხა ცხოველების ექსპორტი შეფერხებულია. თუმცა, მისი თქმით, ზაფხულის პერიოდისთვის ადგილობრივ ბაზარზე ხორცის გაძვირება გარდაუვალია. ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის თებერვალში ხორცი და ხორცის პროდუქტები წლიურად 9.6%-ით იყო გაძვირებული. წყარო: BM.ge https://www.newpress.ge/37428 საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98.jpg მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისები დაემატება. საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს ამატებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II  პანაშვიდსა და დაკრძალვაზე ჩამოსვლის მსურველებს, საქართველოს რკინიგზა როგორც რეგულარული, ისე დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს.   დამატებითი რეისების განრიგი შემდეგია:   ✔️ თბილისი-ბათუმი-თბილისი (#888/887) თბილისიდან გასვლა: 21:00 ბათუმში ჩასვლა: 02:22 ბათუმიდან გამოსვლა: 08:45 თბილისში ჩამოსვლა: 13:44   ✔️თბილისი-ფოთი-თბილისი (#872/871) თბილისიდან გასვლა: 09:10 ფოთში ჩასვლა: 14:45 ფოთიდან გამოსვლა: 17:20 თბილისში ჩამოსვლა: 22:54   ✔️თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#878/877) თბილისიდან გასვლა: 18:30 ზუგდიდში ჩასვლა: 00:40 ზუგდიდიდან გამოსვლა: 08:35 თბილისში ჩამოსვლა: 14:44   რაც შეეხება სამგზავრო მატარებლების რეგულარულ განრიგს:   ✔️თბილისი-ბათუმი-თბილისი (#802/801) თბილისიდან გასვლა: 08:00 ბათუმში ჩასვლა: 13:12 ბათუმიდან გამოსვლა: 16:50 თბილისში ჩამოსვლა: 21:49   ✔️თბილისი-ბათუმი-თბილისი (#804/803) თბილისიდან გასვლა: 17:10 ბათუმში ჩასვლა: 22:22 ბათუმიდან გამოსვლა: 08:00 თბილისში ჩამოსვლა: 12:59   ✔️თბილისი-ფოთი-თბილისი (#874/873) თბილისიდან გასვლა: 17:30 ფოთში ჩასვლა: 23:00 ფოთიდან გამოსვლა: 07:10 თბილისში ჩამოსვლა: 12:39   ✔️თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#870/869) თბილისიდან გასვლა: 08:15 ზუგდიდში ჩასვლა: 14:25 ზუგდიდიდან გამოსვლა: 17:10 თბილისში ჩამოსვლა: 23:19   ✔️ თბილისი-ოზურგეთი-თბილისი (#854/953) თბილისიდან გასვლა: 08:25 ოზურგეთში ჩასვლა: 15:37 ოზურგეთიდან გამოსვლა: 08:35 თბილისში ჩამოსვლა: 14:44   ✔️თბილისი-ბორჯომი-თბილისი (#618/617) თბილისიდან გასვლა: 06:35 ბორჯომში ჩასვლა: 10:48 ბორჯომიდან გამოსვლა: 16:30 თბილისში ჩამოსვლა: 20:50   ✔️თბილისი-ბორჯომი-თბილისი (#686/685) თბილისიდან გასვლა: 18:45 ბორჯომში ჩასვლა: 22:58 ბორჯომიდან გამოსვლა: 5:50 თბილისში ჩამოსვლა: 10:10   ✔️თბილისი-გარდაბანი-თბილისი (#6413/6414) თბილისიდან გასვლა: 07:10 გარდაბანში ჩასვლა: 08:16 გარდაბნიდან გამოსვლა: 08:30 თბილისში ჩამოსვლა: 09:39   ✔️თბილისი-გარდაბანი-თბილისი (#6415/6416) თბილისიდან გასვლა: 19:00 გარდაბანში ჩასვლა: 20:06 გარდაბნიდან გამოსვლა: 20:20 თბილისში ჩამოსვლა: 21:29   ბილეთების აღება შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის სალაროებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. სამგზავრო რეისებზე ბილეთების გაცემა დღეს 17:00 საათიდან დაიწყება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ საქართველოს რკინიგზის ცხელ ხაზს: 1331ან 2199010 https://www.newpress.ge/37423 Young Lions Georgia 2026 - შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის http://newpress.ge/uploads/all/images/_42.jpg ფესტივალს საქართველო წელს 21-30 მარტს უმასპინძლებს. შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟულ კონკურს - კანის ლომების ახალგაზრდულ ფესტივალს - საქართველო წელს 21-30 მარტს, უმასპინძლებს. საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიის გასაძლიერებლად და ახალგაზრდა ტალანტების აღმოსაჩენად თიბისი, ტრადიციულად, ჩვენს ქვეყანაში „კანის ლომების“ მხარდამჭერი და კონკურსში მარკეტერის კატეგორიის წარმდგენია.  ფესტივალის მიზანი ახალგაზრდა შემოქმედებითი პროფესიონალების აღმოჩენა და მათთვის საერთაშორისო სცენაზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობაა.  კონკურსი ხუთ კატეგორიაში - Print, Film, Digital, Marketer, PR ჩატარდება და განკუთვნილია, როგორც კრეატიული სააგენტოების თანამშრომლებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და სხვადასხვა კომპანიებში დასაქმებული შემოქმედებითი გუნდებისთვის.  გამარჯვებული გუნდები, საქართველოს სახელით, საფრანგეთის ქალაქ კანში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შემოქმედებით ფესტივალზე იასპარეზებენ. შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის წელს, კვლავ გაიცემა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო. თიბისი ათწლეულებია მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას საკუთარი პოტენციალის აღმოჩენაში ეხმარება, აძლიერებს მათ თვითდაჯერებას და ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარების განვითარებას. სწორედ ამიტომ, ბრენდი თავად ქმნის და პარტნიორებთან ერთად ახორციელებს პროექტებს, რომლებიც საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს, ახალ თაობას საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს და მათი პროფესიული განვითარების გაღრმავებას ემსახურება.   https://www.newpress.ge/37424 თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, გზავნილების მორიგ სააღდგომო გათამაშებას გთავაზობთ http://newpress.ge/uploads/all/images/press%20relize%20-100_1.jpg ბანკმა გზავნილების განაღდების 1 თვიანი კამპანია დაიწყო. თიბისი მომხმარებლებს მუდმივად მათ სარგებელსა და საჭიროებებზე მორგებულ,  შეთავაზებებს უმზადებს, განსაკუთრებით კი გაზაფხულის პერიოდში.  ამჯერად ბანკმა  გზავნილების განაღდების 1 თვიანი კამპანია დაიწყო.  16 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით, გაანაღდე ფულადი გზავნილი  მობაილბანკში და მიიღე შესაძლებლობა, ერთგულ ყულაბაში დასაჩუქრდე 500 ლარით ან სუპერ პრიზით- 5 000 ლარით.  ერთგულ ყულაბაში 500 ლარით დასაჩუქრდებიან ის მომხმარებლები, რომლებიც აქციის პერიოდში (1 6 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით), ნებისმიერი ერთი დღის განმავლობაში, თიბისიში შესრულებულ გზავნილებს შორის მე-500  განაღდებას შეასრულებენ. სუპერ პრიზით- 5000 ლარით კი, მომხმარებელი, რომელიც 16 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით, რაოდენობრივად ყველაზე მეტ გზავნილს გაანაღდებს. გათამაშებაში მონაწილეობისთვის, მომხმარებლებმა უნდა გაანაღდონ მინიმუმ 100 ლარი, დოლარი, ევრო ან ფუნტი.  500 ლარით დაჯილდოებულები გამოვლინდებიან ყოველდღე და თანხა ერთგულ ყულაბაში გზავნილის განაღდებიდან 5 სამუშაო დღეში დაერიცხებათ.  სუპერ პრიზის მფლობელი კი, შეთავაზების დასრულებისთანავე, არაუგვიანეს 20 აპრილისა.  თუ მომხმარებლები თანაბარი რაოდენობის ტრანზაქციებს შეასრულებენ, გამარჯვებულად გამოცხადდება ის, ვისი განაღდებული გზავნილების საერთო მოცულობაც მეტი იქნება. გათამაშების დამატებითი პირობების სანახავად გადადით ბმულზე. https://www.newpress.ge/37418 ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%90.jpeg „ქართული ოცნების“ ყოფილი ჩინოვნიკი წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.  მან „ქართული ოცნების“ ყოფილი ჩინოვნიკი წარდგენილ ყველა ბრალდებაში - ცხრავე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიქაუტაძეს ჩამოერთვა ქონება, კერძოდ კი, ესპანეთსა და მცხეთაში არსებული სახლები, როგორც მისი, ასევე მისი მეუღლის კუთვნილი სამი ავტომობილი და ამოღებული ნივთები. მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა "ნახიდურჰესის" 15%-იანი წილი. მიქაუტაძე დამნაშავედაა ცნობილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში - "ფულის გათეთრებაში", სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. განაჩენის გამოცხადებას არც რომეო მიქაუტაძე და არც მისი ოჯახის წევრები არ დასწრებიან. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე 2025 წლის 20 ივნისს დააკავეს. პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი რამდენიმე ქმედების განხორციელებას ედავებოდა. კერძოდ კი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის - "ფულის გათეთრების" ერთ ეპიზოდს; სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 3 ეპიზოდს; სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის 4 ეპიზოდს; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 1 ეპიზოდს. https://www.newpress.ge/37416 დავით მხეცაძე „მომავლის თასის” გამარჯვებულია http://newpress.ge/uploads/all/images/mxecadze.jpg ქუთაისელი მოკრივე ევროპის მოქმედი ვიცე ჩემპიონია. ბანგკოკში (ტაილანდი) დამთავრდა 19-წლამდელ მოკრივეთა საერთაშორისო ტურნირი - „მომავლის თასი” (WORLD BOXING FUTURES CUP) 78 ქვეყნის 450 წარმომადგენლის მონაწილეობით.  80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედმა ვიცე ჩემპიონმა დავით მხეცაძემ 15 მარტს ფინალში ტიმურ ტაიბეკოვს (ყაზახეთი) მოუგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.  მანამდე კი მან ხუჯამუმინჯონ ხოლოვსა (ტაჯიკეთი) და უორენ ჩოფოს (საფრანგეთი) ძლია და  ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა.   წყარო: lelo.ge https://www.newpress.ge/37406 თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე განავადე ონლაინ მარტივად და ჩაერთე სახალისო თამაშში http://newpress.ge/uploads/all/images/release_1.jpg თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების საჭიროებებსა და მათი ცხოვრების გამარტივებაზე. ეს სიმარტივე განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა საქმე სურვილების ასრულებას ან გადაუდებელი საჭიროებების მარტივად მოგვარებას ეხება, რაშიც თიბისი განვადების პროდუქტი გეხმარებათ.  თიბისი განვადების ლიმიტი 100-დან 15,000 ლარამდეა, ეფექტური 23.4%-დან, რომლის დამტკიცებაც წამებში, მობაილბანკიდანვე შეგიძლიათ. ნივთის ან სერვისის ღირებულება კი, 3-დან 48 თვემდე ნაწილდება.  16-დან 30 მარტის ჩათვლით, თიბისის ონლაინ განვადებით სარგებლობა განსაკუთრებით ხელსაყრელია, რადგან ამ პერიოდში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სპეციალურ თამაშში და მიიღონ ფულადი პრიზი - 500, 400, 300, 200 ან 100 ლარი. თამაშში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ განვადების დამტკიცებისა და გაცემის შემთხვევაში. ამ პერიოდში, თიბისის 7000-ზე მეტ პარტნიორ მაღაზიაში ნებისმიერი ნივთის ან მომსახურების ონლაინ განვადებით შეძენისას, სურვილის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ ჩაერთონ თიბისი განვადების ვებგვერდზე განთავსებულ სპეციალურ თამაშში, რომელიც ერთნაირი ფიგურების სწრაფად პოვნაზეა დაფუძნებული. თითოეულ გაცემულ განვადებაზე თამაში დასაშვებია მხოლოდ ერთხელ. გამარჯვების მთავარი ფაქტორი კი, სისწრაფეა - ვინც მისიას ყველაზე სწრაფად შეასრულებს, გამარჯვებულთა შორის მოხვდება. თამაშს ყოველკვირეულად ეყოლება 5 გამარჯვებული - მომხმარებელი გამარჯვების შესახებ ინფორმაციას კვირის დასრულების შემდეგ, მომდევნო სამუშაო დღეს, SMS შეტყობინებით მიიღებს და მოგებული თანხა ერთგულ ყულაბაში, გამარჯვებიდან 10 დღეში ჩაერიცხება.  დეტალური წესების და პირობების სანახავად გადადით ბმულზე. https://www.newpress.ge/37405 ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში: უახლესი მონაცემები საქართველოს ეკონომიკაზე http://newpress.ge/uploads/all/images/-a5_7.jpg ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ, დაახლოებით, 2.5%-ით გაუფასურდა. ახლო აღმოსავლეთში მორიგი ესკალაციის დაწყებიდან თითქმის ორი კვირა გავიდა. კონფლიქტის პირველ დღეებში თიბისი კაპიტალმა საქართველოს ეკონომიკაზე პოტენციური ზეგავლენის ძირითადი არხების შესახებ მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. დღევანდელი მდგომარეობით, როდესაც გარკვეული მონაცემები უკვე ხელმისაწვდომია, შეგვიძლია აღნიშნული ცვლადების დინამიკას რეალურ დროში დავაკვირდეთ. პირველ რიგში, ალბათ, ყველაზე აქტუალური საკითხი - ლარის გაცვლითი კურსი. გასული ორი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ, დაახლოებით, 2.5%-ით გაუფასურდა (ევროს მიმართ - 0.5%-ით), თუმცა 6 მარტის შემდგომ დასტაბილურდა და თითქმის უცვლელად ნარჩუნდება.   რამ განაპირობა ლარის გაუფასურება? ჩვენი შეფასება, რომ ამის მიზეზი კონვერტაციები იყო, დასტურდება. დეპოზიტების კონვერტაციების ყოველდღიურ შეფასებაზე დაყრდნობით, 28 თებერვლიდან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი უცხოური ვალუტის დეპოზიტები, ლარის დეპოზიტები კი შემცირებულია. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ ეს ფაქტორი, ლარის გაცვლითი კურსის კუთხით, სავალუტო შემოდინებებზე არანაკლები და ხშირად უფრო მეტი მნიშვნელობისაც კია.   ამავდროულად, წინასწარი მონაცემებით, დასტურდება მორიგი დაშვებაც კონვერტაციებით გამოწვეული ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში სებ-ის ინტერვენციების შესახებ. თუმცა, ჩვენი შეფასებით, სებ-მა გასულ დღეებში, 12 მარტის მდგომარეობით, მხოლოდ მცირე მოცულობის, დაახლოებით, 25-30 მილიონ აშშ დოლარამდე გაყიდა. რატომ არ გახდა საჭირო უფრო ძლიერი ჩარევა?   პირველი, როგორც იკვეთება, 6 მარტის შემდგომ დეპოზიტების ლარიზაცია თითქმის უცვლელია, რაც მიუთითებს, რომ დამატებით კონვერტაციები, ამ ეტაპისთვის მაინც, არ ფიქსირდება, ანუ სენტიმენტები უფრო დასტაბილურდა.   მეორე, იანვარ-თებერვალში ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებებისა და, მიმდინარე დინამიკისაგან განსხვავებით, დეპოზიტების ლარიზაციის ზრდის ფონზე, სავალუტო ბაზარზე სიჭარბე ვლინდებოდა, რამაც კონვერტაციების შედეგად უცხოურ ვალუტაზე გაზრდილი მოთხოვნა დიდწილად დააკომპენსირა. ამდენად, ინტერვენციებით დამატებით მოზრდილი მოცულობის მიწოდება ბაზრისთვის საჭირო არ გამხდარა. მთლიანობაში, ლარის კურსის კუთხით ჩვენი შეფასება ნეიტრალური რჩება, იმ დაშვებით, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებები დღეიდან, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება.   წინასწარი შეფასებით, თებერვალი სებ-ის მიერ ვალუტის შესყიდვის მიმართულებით ერთ-ერთ რეკორდული თვე იყო, დაახლოებით 420 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. არსებული მონაცემებით, თებერვალში წმინდა სავალუტო რეზერვები (სსფ-ის სპეციალური ნასესხობის უფლების გარეშე), წინა თვესთან შედარებით, 371 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 3.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.   უახლესი ინდიკატორების მხრივ, ჯამური უნაღდო ხარჯები მარტის პირველ კვირაში, წინა თვესთან შედარებით, გაზრდილია. მართალია, ზრდა დიდწილად ადგილობრივი ბარათების დანახარჯებით არის განპირობებული, თუმცა საერთო ჯამში, ჯერჯერობით, კლება არც უცხოური ბარათების კუთხით შეინიშნება, რაც ტურიზმიდან შემოსავლების წინასწარი შეფასებისთვის ერთ-ერთი სანდო მაჩვენებელია. ამასთან, 27 თებერვლის შემდეგ სასტუმროებისა და ავიახაზების კატეგორიებში უცხოური ბარათებით ხარჯებში შენელება იკვეთება, თუმცა, საპირისპიროდ, გაზრდილია სხვა კატეგორიებში დანახარჯები. მოცემულ კონტექსტში, გასათვალისწინებელია პოტენციური მიგრაციის ეფექტებიც, მით უფრო, რომ ისრაელის მოქალაქეების წილი არარეზიდენტების უნაღდო ხარჯებში მზარდი ტენდენციით ხასიათდება.   ამავდროულად, იზრდება ინფლაციური რისკებიც. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები კვლავ ძალზე მერყევი რჩება. ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში 9 მარტიდან მსხვილ ქსელებში ბენზინის ფასების ზრდა ფიქსირდება, დაახლოებით 4-6%-ის ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ფასი 30%-ით არის მომატებული, ფასების კორექტირება, შესაძლოა, კვლავ გაგრძელდეს. მხედველობაშია მისაღები აღნიშნულის გავლენა სხვა პროდუქტებზეც, რადგან საწვავის ფასების ზრდა, პირდაპირი ეფექტის გარდა, შუალედური ხარჯების ზრდასაც იწვევს. მომატებულია ტრანსპორტირებისა და დაზღვევის დანახარჯებიც, რაც შემდგომ პროდუქციის ფასებში ითარგმნება. ჩვენი შეფასებით, 2026 წლის ინფლაციაზე მიმდინარე მოვლენების ეფექტი 0.3-დან 1.2 პროცენტული პუნქტის ფარგლებში იქნება, თუ დავუშვებთ, რომ წლის ბოლოს ნავთობის ფასი კონფლიქტამდე არსებულ დონეზე ან, დაახლოებით, 10-15%-ით მეტი იქნება.   გაზრდილი რისკების ფონზე, კვლავ იმ დაშვებით, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებები დღეიდან, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება, იზრდება იმის ალბათობაც, რომ სებ-მა წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მხოლოდ 25 საბაზისო პუნქტით, 7.75%-მდე შეამციროს, ნაცვლად აქამდე არსებული 7.5%-ის მოლოდინისა. ამ კუთხით, საყურადღებოა, რომ, ბაზრის მოლოდინებით, 2026 წელს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის შემცირება უკვე საბაზო სცენარს აღარ წარმოადგენს.   იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007430-macro-update-georgia https://www.newpress.ge/37401 თიბისის მხარდაჭერით „ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე“ შესარჩევი ტურის რეგისტრაცია დაიწყო http://newpress.ge/uploads/all/images/%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.jpg საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, ევროპის გოგოების ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EGOI), საკვალიფიკაციო ტურზე მოსწავლე გოგოების რეგისტრაცია დაიწყო. ინიციატივა ხორციელდება თიბისის გენერალური მხარდაჭერით, რომელიც ტექნოლოგიური განათლების განვითარებასა და ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერებას აქტიურად განაგრძობს. საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ეროვნული ნაკრების შერჩევას. შესარჩევი ეტაპის შედეგად დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრები, რომლის წევრებიც სპეციალურ გადამზადებას გაივლიან და შემდეგ საერთაშორისო EGOI ოლიმპიადაში, იტალიაში მიიღებენ მონაწილეობას. EGOI საერთაშორისო ოლიმპიადაა, რომელიც ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების სფეროში გოგოების ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად. ოლიმპიადა აერთიანებს 50-ზე მეტ ქვეყანას და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას STEM მიმართულებებში. მონაწილეები რთულ ალგორითმულ ამოცანებს ამოხსნიან, რაც მათ პროგრამირების, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაში ეხმარება. საქართველოს ნაკრები აღნიშნულ ოლიმპიადაში 2026 წელს უკვე მეექვსედ იასპარეზებს. გასულ წლებში ქართველმა მონაწილეებმა მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს და ჯამში 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.  საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) თიბისის გენერალური მხარდაჭერით დაფუძნდა. ჰაბის მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, მათი განვითარება და საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება. ევროპის გოგოების ოლიმპიადის შესარჩევ ტურზე რეგისტრაცია ღიაა 21 მარტამდე. მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების - სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული ცოდნით, იქნება ეს - თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი თუ განათლების სხვა შესაძლებლობები - შექმნი პირველ ციფრული პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორია თავად დაწერ.