|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსეთან ფრენები საქართველოს სამივე აეროპორტიდან განხორციელდება

 საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, რუსეთთან ფრენები საქართველოს სამივე  საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდება.

„გადაწყვეტილება ვრცელდება ყველა საერთაშორისო აეროპორტზე: შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე", - წერია განცხადებაში.

უწყებნის ცნობით,  ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში. 

„კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ: ფრენები აეროპორტებში შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებსაც სანქციები არ შეხებიათ. განსხვავებული მიდგომები არც ერთ საერთაშორისო აეროპორტებს შორის არ იქნება“, - აცხადებენ გაერიანებაში.

 შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუთაისის აეროპორტი რუსეთის მიმართულებით ფრენებს პროტესტის ნიშნად არ მოემსახურებოდა.  ცნობისთვის, რუსეთის ავიაკომპანიებისა და ბორტების  უმეტესობა სანქცირებულია, შესაბამისად, ეს სანქცირების საფრთეს უქმნის საქართველოს აეროპორტებს.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 32.93%
გაუარესდა - 52.44%
არ შეცვლილა - 14.63%
სულ - 82 ხმა