|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვიზიტორების მეოთხედზე მეტი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა - საქსტატი

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ვიზიტორების ყველაზე დიდი ნაწილი, 220,7 ათასი ადამიანი, რუსეთის ფედერაციიდან ეწვია, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული,  2023 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 1.2 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია. 

 

„2023 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 873.3 ათასს მიაღწია, რაც 2.0-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საერთაშორისო ვიზიტორების 79.8% მხოლოდ ტურისტები იყვნენ.

2023 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 220.7 ათასი ადამიანი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 25.3 % შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 17.6%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 15.0%-იანი წილით.

 

„საქსტატის“ ცნობით, ვიზიტორების უმრავლესობა თბილისსა და აჭარაში იმყოფებოდა.

 

აღსანიშნავია, რომ   განხორციელებული ვიზიტების 79.4% განმეორებითი ხასიათის იყო.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 32.93%
გაუარესდა - 52.44%
არ შეცვლილა - 14.63%
სულ - 82 ხმა