|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონის მუნიციპალიტეტში ორთვიანი კარანტინი გამოცხადდა

ხონის მუნიციპალიტეტში ორთვიანი კარანტინი გამოცხადდა.  მიზეზი მიუსაფარ ძაღლში  ცოფის ვირუსის გამოვლენა გახდა.

როგორც მუნიციპალიტეტის  მერი აცხადებს, სურსათის უვნებლობის სამსახურის ჩართულობით ყველა საჭირო პროცედურა გატარდება, უკვე დაიწყო შინაური ცხოველების და მიუსაფარი ძაღლების ვაქცინაცია.

ხონში ძაღლმა სამი არასრულწლოვანი დაკბინა. გამოვლინდა ძაღლთან კონტაქტში მყოფი 12 პირი და ყველა მათგანს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთდა. 

 ფოტო: არქივი

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 32.93%
გაუარესდა - 52.44%
არ შეცვლილა - 14.63%
სულ - 82 ხმა