კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 249 დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 647 შემთხვევა, აჭარაში - 58, იმერეთში კი, 249,დანარჩენი შემთხვევები ქვეყნის სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 336, საიდანაც: 3 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 770, აჭარაში - 269, იმერეთში - 702.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 775 პირი, მათ შორის, თბილისში - 363, აჭარაში -54, იმერეთში - 184.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 2, იმერეთში - 26.
563 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 248 - თბილისში, 237- აჭარაში, 32 - იმერეთში.
7 117 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაში.
ვირუსით ქვეყანაში კიდევ 15 ადამიანი დაიღუპა.
ავტორი: ნიუპრესი