|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

10 ოქტომბერს მესხიშვილის თეატრი საიუბილეო 160-ე სეზონს „მწვანე თეატრში” ხსნის

 10 ოქტომბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი საიუბილეო 160-ე სეზონს ხსნის. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით და რეგულაციების შესაბამისად, საზეიმო საღამო ახალ, ღია სივრცეში – „მწვანე თეატრში” გაიმართება.

„მწვანე თეატრის“ საზეიმო გახსნა ქეთევან მამუკელაშვილის მონოგრაფიის „ ეფრო კლდიაშვილი“ პრეზენტაცია  მოხდება. გაიმართება ასევე  რეჟისორ კოტე აბაშიძის სპექტაკლის პრემიერა – „თქვენო უდიდებულესობა. 

საიუბილეო ღონისძიებაზე  თეატრში სტუმრებს ელოდებინ, როგორც დედაქალაქიდან ასევე უცხოეთიდან. მათ შორის დელეგაციას საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან და თეატრალური კავშირიდან, ელოდებიან ასევე ევროპული თეატრების კონვენციის (რომლის წევრიც მესხიშვილის თეატრი 2019 წლის ნოემბერში გახდა) ოფიციალურ დელეგაციას, შემოქმედებითი ჯგუფებს საქართველოს ყველა თეატრიდან, საქართველოს თეატრალური საზოგადოების კონკურსში გამარჯვებულ ნომინანტებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა