|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

15 კილო აქვს დაკლებული - გოგი წულაიამ შიმშილობა შეწყვიტა

გოგი წულაიამ შიმშილობა შეწყვიტა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია, რის გამოც პოლიტიკოსი კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, გოგი წულაია თავს ჯერ კიდევ სუსტად გრძნობს.

"ამ პერიოდში მან 15 კილო დაიკლო. ახლა უკვე მსუბუქ კვებაზე გადავიდა, თუმცა ჯერთავს  ძალიან სუსტად გრძნობს თავს და  რეაბილიტაციის კურსის გაგრძელება სჭირდება", - თქვა ვალერი გელბახიანმა.

შეგახსენებთ,  გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას ბრალი 138-ე,  სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით აქვთ წაყენებული, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა