|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

16 და 17 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს

16 და 17 აპრილს  თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. 

"ძვირფასო მგზავრებო!

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 და 17 აპრილს  ბათუმის  მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ  თანდართულ ცხრილში. 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია:

ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/

სწრაფი გადახდის აპარატებით,

საქართველოს რკინიგზის სალაროებში,

საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით", - ნათქვამია საქართელოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა