|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაფლანგულია 2 მილიონ 100 ათას ლარამდე" - გიგა შუშანია ტურიზმის ცენტრს აკრიტიკებს

1300 ლარი ტუალეტების დიზაინში, ნეპოტიზმი და კორუფცია ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიგა შუშანია კვლავ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს აკრიტიკებს და  გახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.
   მისი თქმით, „ქართული ოცნება“ კვლავ აგრძელებს ქუთაისის დაცინვას და 50 ათას ლარიანი სლოგანის „ქუთაისი ქალაქია“-ს შემდეგ შავ-თეთრი ლოგო მოიფიქრა და მის დამზადებაში დამატებით 2700 ლარი დახარჯა, ასევე იგეგმება 4000 ლარის გადახდა აღნიშნული ლოგოს კეპებსა და მაისურებში.
 
"ნაციონალურ მოძრაობას" მიაჩნია, რომ ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი იქცა ნეპოტიზმის, კორუფციის და არაპროფესიონალიზმის სიმბოლოდ, რომელიც წლის განმავლობაში არამიზნობრივად 700 ათას ლარს ხარჯავს ბიუჯეტიდან. ამ თანხის დიდი ნაწილი მიემართება სუსი-ს მიერ დასაქმებული ნათესავების და აქტივისტების შენახვასა და საზღვარგარეთ მოგზაურობაზე. მხოლოდ 2 ადამიანის ნიუ-იორკში ვიზიტი დაჯდა 21 ათასი ლარი, ხოლო ტოკიოში იგივე 2 ადამიანის „ექსკურსია“ 20 ათას ლარამდე. ჯამში 2,5 წლის განავლობაში გაფლანგულია 2 მილიონ 100 ათას ლარამდე. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა 16 ივლისს 1300 ლარი გადაიხადა ტუალეტების გრაფიკულ დიზაინში, ანუ იმაში, რომ დაედგინა ტუალეტებში რა ფერის კაფელი გაეკრა და როგორი ხელსაბანი დაედგა. ტურიზმის ცენტრმა ასევე მ/წ-ის მარტიდან დღემდე ჯამში 130 ათასი ლარი დახარჯა თითქოს საკარანტინე ზონებიდან მოქალაქეების სახლამდე გადაყვანაში. მაშინ, როდესაც ცენტრალური მთავრობა ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს საკარანტინე ზონების მომსახურებაზე, გაუგებარია რატომ დაჭირდა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს ამ გაურკვეველი ხარჯის გაწევა. ნაციონალური მოძრაობა თვლის, რომ ქუთაისისადმი ასეთ დამოკიდებულება ქუთაისელების დახმარებით დასრულდება 31 ოქტომბერს და არჩევნების შემდეგ იღებს ვალდებულებას, რომ ქუთაისის ბიუჯეტიდან ტურიზმისათვის გამოყოფილი თითოეული თეთრი დაიხარჯება ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციების, კონსულტაციების და საჭიროებების მიხედვით. ჩვენ მიგვაჩნია, რომეს თანხა უნდა ხმარდებოდეს არა ჩინოვნიკთა კომფორტს, არამედ ხელს უწყობდეს ტურიზმის განვითარებას"-აცხადებს გიგა შუშანია. 
 
ბრალდებებს არ ეთანხმებიან ტურიზმის ცენტრში. მათი თქმით, პანდემიის დროს აქტიურად იყვნენ ჩართული საკარნტინე ზონებში მოქალაქეების გადაყვანის პტოცესში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. რაც შეეხება საპირფარეშოებს, მიმდინარეობს სერვისების გაუმჯობესება და შშმ პირებზე მორგება. მათ ასევე ისაუბრეს ახალ ლოგოსთან დაკავშირებით და განმარტეს, რომ ცვლილება ახალი რებრენდინგით არის გამოწვეული, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიებაა გათვალისწინებული. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა