|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საიტი, რომელზეც შესაძლებელია 200-ლარიანი დახმარების მიმღებთა რეგისტრაცია, დღეს ამოქმედდა

200-ლარიანი დახმარების მისაღებად 17 წლის ჩათვლით ბავშვების რეგისტრაცია დღეიდან, 15 აგვისტოდან იწყება. მშობლებმა ავტორიზაცია მოცემულ პორტალზე უნდა გაიარონ - daxmareba.moh.gov.ge პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:  ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;  მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);  საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნება.

რეგისტრაციის ბოლო ვადა პირველ დეკემბრამდეა, დახმარებები კი 1 სექტემბრიდან ჩაირიცხება. თუ კი, ფიზიკური პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, ან დამატებითი ინფორმაციის მიღება სურს, უნდა დარეკოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 15 05.

ცნობისთვის, დახმარებების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე 6 აგვისტოს გააკეთა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა