|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეგიონებში პირობით მსჯავრდებულები დასაქმდნენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, სექტემბერში თბილისში, აჭარაში, იმერეთში, ქვემო ქართლში, კახეთსა და გურიაში კიდევ 21 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.

პრობაციის ბიუროებმა ინდივიდუალურად შეისწავლეს თითოეული პრობაციონერის რისკები და საჭიროებები.

”შესაბამისი შეფასებებისა და გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, პირობით მსჯავრდებულები სხვადასხვა სამსახურში (დისტრიბუცია, ხის საამქრო, ავტოსერვისცენტრი, პურის საცხობი, კეთილმოწყობის სამსახური, საქონლის ფერმა და ა.შ) დასაქმდნენ. მათი ყოველთვიური გამომუშავება, საშუალოდ, 400–500 ლარს შეადგენს.

პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2016 წლის განმავლობაში 124 პრობაციონერი დასაქმდა, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე კი - 518 პირობით მსჯავრდებული”, - აცხადებენ სამინისტროში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა